Meds.ge » ყველა წამალი » არგივიტი / argiviti / Argivit

არგივიტი / argiviti / Argivit

148
შემადგენლობა
L-არგინინი 3 გ
• კრეატინის ენდოგენური პრეკურსორია.
•  აუცილებელი სუბსტრატია NO-ს სინთეზისთვის. აქვს ძლიერი ვაზოდილატაციური მოქმედება.
•  ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აქვეითებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.
•  ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას ამიაკისგან.
•  ასტიმულირებს იმუნურ ფუნქციას, ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე. აძლიერებს კოლაგენის სინთეზს და ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას.
•  ზრდის სპერმატოზოიდების სიცოცხლის უნარიანობას, მათი მოძრაობის უნარს და რაოდენობას.
კრეატინი 1 გ
• კრეატინის ფოსფატი დამჟანგავი ფოსფორილირების პროცესის ენერგეტიკული სუბსტრატია.
L-კარნიტინი  500 მგ
• ხელს უწყობს ენერგიის წარმოქმნას.
•  ამცირებს ღვიძლში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარების რისკს.
•  ხელს უწყობს გონებრივი და ფიზიკური მუშაობის გაუმჯობესებას.
•  მონაწილეობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში.
ასპარტამის მჟავა 1400 მგ
•  მონაწილეობს ენერგეტიკულ ცვლაში.
•  ასტიმულირებს გლუკონეოგენეზს.
მაგნიუმის ნიტრატი 150 მგ და კალიუმის ციტრატი 300 მგ
• მაგნიუმის ნიტრატი: აქვეითებს ნეირონების აღგზნებადობას და ნერვული იმპულსის გადაცემას კუნთებში. კოფაქტორის სახით მონაწილეობს მრავალ ფერმენტულ რეაქციაში.
• კალიუმის ციტრატი: მონაწილეობს უჯრედშიდა ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში და ნერვული იმპულსების გატარების პროცესებში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების, მათ შორის მიოკარდიუმის, მეტაბოლიზმში და ფუნქციებში.
რკინა და სპილენძი
• რკინა: მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტს ქსოვილებში.
• სპილენძი: მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, სისხლწარმოქმნაში და იმუნურ რეაქციებში.
ვიტამინი C,  E – და სელენი
•     ვიტამინი C, E  და სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით ხასიათდებიან.
• ზრდიან ორგანიზმის მდგრადობას სტრესის, ფიზიკური, გონებრივი და გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ.
                        
არგივიტი – ახალი გაუმჯობესებული ფორმულა – ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ეფექტურობისათვის. ამინომჟავებისა და ვიტამინო-მინერალების უნიკალური ინოვაციური კომბინაცია, რომელიც დადებითად მოქმედებს:
 
1. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ნევრასთენიის, ტრავმული ენცეფალოპათიის დროს, 
2. გონებრივი შრომისუნარიანობის გაზრდის მიზნით, ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტის დროს;
3. სიმაღლეში ზრდის შეფერხების დროს;
4. შაქრიანი დიაბეტის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს;
5. უშვილობის დროს (მამაკაცთა და ქალთა);
6. პოტენციის დაქვეითების დროს; 
7. იდიოპათიური ასთენოსპერმიის, ოლიგოსპერმიის, ჰიპოსმერმიის დროს;
8. გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში;
9. სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ პერიოდში;
10. ფიზიკური შესაძლებლობების სტიმულაციისთვის (სპორტსმენებში);
11. ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესის დროს.
• ასტიმულირებს T ლიმფოციტების წარმოქმნას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას უწყობს ხელს.
• აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციონირებას. ზრდის ც.ნ.ს. მდგრადობას სტრესისა და გადაღლილობის დროს. კუნთოვან ქსოვილს უზრუნველყოფს ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგიით.
• მონაწილეობს ცხიმების მეტაბოლიზმში. ზრდის კუნთოვანი ქსოვილის შრომისუნარიანობას.
• აკორეგირებს ასპარტამის მჟავის დეფიციტით გამოწვეული ქრონიკული დაღლილობის  სინდრომს.
•   აქვს სპაზმების, კრუნჩხვების და კუნთების ტრემორის საწინააღმდეგო მოქმედება. ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე პირებში ელექტროლიტური ბალანსის ნორმალიზებას.
•   აუმჯობესებს აქტიური სპორტით დაკავებული პირების  ფიზიკურ შესაძლებლობებს.
წარმატებული სპორტსმენები ინტენსიურად იყენებენ  "Argivit"-ს შეჯიბრის დროს შედეგების გასაუმჯობესებლად. 
გამოიყენება 12 წლის ასაკიდან.
1 პაკეტი იხსნება 200 მლ. წყალში. მიიღება დღეში ერთხელ. (სპორტსმენებისათვის - შეჯიბრის დაწყებამდე – 1 საათით ადრე)

კომენტარის დამატება