Meds.ge » ყველა წამალი » ტაიქოლდ ლორი თაფლისა და ლიმნის არომატით / taiqold lori taflisa da limnis aromatit / TAICOLD LOR Honey & Lemon Flavour

ტაიქოლდ ლორი თაფლისა და ლიმნის არომატით / taiqold lori taflisa da limnis aromatit / TAICOLD LOR Honey & Lemon Flavour

165

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:

ფორთოხლის არომატით:

თითო საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:  

2,4-დიქლორობენზილის სპირტი 1,2 მგ

ამილმეტაკრეზოლი 0,6 მგ

ასკორბინის მჟავა 100,0 მგ

სხვა არომატებით:

თითო საწუწნი ტაბლეტი შეიცავს: 

2,4-დიქლორობენზილის სპირტი 1,2 მგ

ამილმეტაკრეზოლი 0,6 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები:

თაფლისა და ლიმონის არომატით: ტარტრაზინი (CI. Nო. 19140), ევკალიპტის ზეთი, პიტნის ზეთი მენთოლის გარეშე, მენთოლი, ლიმნის ზეთი, თაფლის არომატი, საქაროზა, თხევადი გლუკოზა, ლიმონმჟავა.

 

 

წამლის ფორმა: საწუწნი ტაბლეტები

 

გამოშვების ფორმა

თაფლისა და ლიმონის არომატით: 

ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე საწუწნი ტაბლეტები.

Millimed Co., Ltd

ლურჯი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი (ამობურცული), სადა ზედაპირის მქონე საწუწნი ტაბლეტები.

 

ფარმაკოლოგიური თავისებურებები

ფარმაკოდინამიკა:

2,4-დიქლორობენზილის სპირტი და ამილმეტაკრეზოლი ხასიათდება ანტისეპტიკური თვისებებით. ასკორბინის მჟავა (ვიტამინი ჩ) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც მონაწილეობს კოლაგენისა და უჯრედშიდა მასალების სინთეზში. ინფექციის დროს ჩ ვიტამინის დონე ორგანიზმში ქვეითდება.

ფარმაკოკინეტიკა: არ განიხილება.

 

კლინიკური მონაცემები

ჩვენებები: პირის ღრუსა და ყელის ინფექციების მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები: გაწუწნეთ ტაბლეტი ნელა, ყოველ 2-3 საათში ერთხელ.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:

ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას.

სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მცირე ასაკის ბავშვს შეიძლება გადასცდეს საწუწნი ტაბლეტები.

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან, აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები: არ აღინიშნება.

ორსულობა და ლაქტაცია: არ განიხილება

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა: არ განიხილება

გვერდითი ეფექტები: შესაძლოა განვითარდეს არასასურველი რეაქციები მომატებული მგრძნობელობის გამო.

დოზის გადაჭარბება და შესაბამისი ანტიდოტები: არა არის აღწერილი დოზის გადაჭარბების კონკრეტული სიმპტომები. შესაძლოა განვითარდეს დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მკურნალობა არის სიმპტომატური.

 

ვარგისობის ვადა: 3 წელი

განსაკუთრებული პირობები: ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 

პირველადი შეფუთვა: PVDC/ალუმინის ბლისტერი

მეორადი შეფუთვა:  ალუმინის პაკეტი მუყაოს კოლოფში.

რაოდენობა კოლოფში: 2 × 12

კომენტარის დამატება