Meds.ge » ყველა წამალი » ოლეფარ დუო / olefar duo / Olefar Duo

ოლეფარ დუო / olefar duo / Olefar Duo

228

ახალი თაობის  5  მცენარეული ზეთისგან  

შემდგარი ყელის  აეროზოლი

ქაცვის ზეთი - Ol.  Hippophaes -  30 მგ

კალენდულას ზეთი   - Ol.Calendulae – 15 მგ

დარიჩინის ზეთი  -  Ol.Cinnamomi – 5 მგ 

ჩაის ხის ზეთი -  Ol.Malaleucae 5 მგ

პიტნის ზეთი -  Ol. Pepermint 2.5 მგ 

ოლეფარ დუო მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით - კაროტენოიდებით, რომლებიც   ეხმარება ორგანიზმს იმ მავნე ნივთიერებების ნეიტრალიზებაში, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში დაავადებისა და სტრესის  დროს.

ოლეფარ დუო  სრულყოფილად ფარავს ანთებით და ხველით  გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს და უზრუნველყოფს:

• ანთების  ლოკალიზებას  და  ხელს  უშლის მის გავრცელებას

• გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი  და  სპაზმოლიზური  მოქმედება

• ამცირებს შეშუპებას და  უზრუნველყოფს  უმტკივნეულო ყლაპვას 

• ხელს უწყობს მიკროწყლულების,  წყლულებისა და ჭრილობის შეხორცების პროცესს.

• გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიური და ანტივირუსული მოქმედება 

• ამცირებს ყელის ქავილის შეგრძნებას

 

ჩვენება:

• ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები:  ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი; აფთოზური წყლულები, გლოსიტი, გინგივიტი. 

• ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია,  ყბის მოტეხილობა და ა.შ.);

• ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით, ტრაქეალური ინტუბაციით და  სხვა სამედიცინო მიზეზებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის  გაღიზიანება და ანთება.

 

მიღების წესი და დოზირება:

შეანჯღრიეთ აეროზოლის კონტეინერი. მოათავსეთ სახურავის მილი  პირის ღრუში და სპრეის მექანიზმს  2-3-ჯერ დააჭირეთ - ამგვარად გამოიყოფა  პრეპარატის  1 დოზა ანუ 250მგ .

ოლეფარ დუო ინიშნება დღეში სამჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 750 მგ.

 

გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში  2 წლის ასაკიდან.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში - ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

 

შეფუთვა
20 მლ ფლაკონი, დოზირებული აეროზოლი.

 

მწარმოებელი: SIA Solepharm.  ლატვია

კომენტარის დამატება