Meds.ge » ყველა წამალი » აქტიფონი / aqtifoni / Actifon

აქტიფონი / aqtifoni / Actifon

190
აქტიფონი –ანტისეპტიკური საშუალება პირის ღრუსა და ყელისათვის
შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები: მდოგვის მშრალი ექსტრაქტი (Sisymbrium  officinale); დიქლორბენზილის სპირტი 1.25 მგ;  C ვიტამინი 60 მგ. 
დამატკბობლები: სორბიტოლი, ასპარტამი.
სხვა ინგრედიენტები: პექტინი (ჟელესწარმომქმნელი აგენტი), ნატრიუმის სტეარილის ფუმარატი (სტაბილიზატორი), ტყის კენკრის არომატიზატორი.
თვისებები
აქტიფონი ამცირებს ყელის ტკივილსა და ხმის ჩახლეჩას. დიქლორბენზილის სპირტი თავისი ანტისეპტიკური მოქმედების გამო ახდენს ყელისა და პირის ღრუს სანაციას. C ვიტამინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
გამოყენების მეთოდი
თითო ტაბლეტი ყოველ 2–3 საათში ერთხელ დასაწუწნად. რეკომენდებული დღიური დოზა – 6 ტაბლეტი. აქტიფონი არ შეიცავს საქაროზას, ამიტომ შეიძლება გამოიყენონ დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა. 
გამოყენების შეზღუდვა
მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ. 
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
სიფრთხილის ზომები
• არ გამოიყენოთ საკვები დანამატი სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების შემცვლელად
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას
• შეიცავს დამატკბობელს. ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი
• შეიცავს ფენილალანინის წყაროს
• ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 ◦C.

კომენტარის დამატება