Meds.ge » ყველა წამალი » ოქტენისანი / oqtenisani / Octenisan

ოქტენისანი / oqtenisani / Octenisan

189

ოქტენისანი არის ანტიმიკრობული დასაბანი ლოსიონი კანისა და თმისთვის, რომლის შემადგენლობაში შემავალი ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდის მოქმედებით მიიღწევა ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული ეფექტი

მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ანტისეპტიკური საშუალებები ფართოდ გამოიყენება მედიცინაში კანსა და ლორწოვანზე მიკრობების ზრდის ინჰიბირების მიზნით. ანტისეპტიკების გამოყენება მიზანშეწონილია, როგორც სამკურნალო, ასევე პროფილაქტიკური მიზნით.

დაახლოებით 20 წლის წინ გერმანელი სპეციალისტების მიერ (შულკე) შეიქმნა ინოვაციური ანტისეპტიკური ფორმულა _ ოქტენიდინი (ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდი), რომელიც მისი განსაკუთრებული თვისებების გამო აქტიურად გამოიყენება კანის, ლორწოვანისა და ჭრილობების ანტისეპტიკისთვის

ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდი

ქიმიური ნივთიერება, რომლის თითოეული მოლეკულა შეიცავს არა ერთ, არამედ ორ კათიონურად აქტიურ ცენტრს, სწორედ ამით აიხსნება ოქტენიდინის ძლიერი და გახანგრძლივებული ანტიმიკრობული აქტივობა. 

ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდის მოქმედების სპექტრი

გრამ + ბაქტერიები: Staphylococcus  aureus/MRSA ,Streptococcus pyogenes, Streptococcus faecalis, Escherichia Coli; 

გრამ + ბაქტერიები: Proteus  mirabilis, Pseudomonas aeruginosa, Gardnerella  vaginalis, Neisseria  gonorrhoeae; 

უჯრედშიდა გამომწვევები: Chlamydia trachomatis, Mycoplasma  hominis, Ureaplasma urelyticum 

საფუარა და ობის სოკოები:  Candida Albicans, Trichophyton  mentagrophytes, Trichophyton  rubrum, Microsporum gypseum, Epidermophyton floccosum

პროტოზოები: Trichomonas  vaginalis, Trichomonas  gallinae 

ვირუსები: Herpes simplex, HBV, HCV, HIV

 

ოქტენისანის ეფექტურობა

არ იწვევს რეზისტენტული შტამების გამრავლებას

აქვს მოქმედების ფართო სპექტრი

აღენიშნება სწრაფი ეფექტი 

არის ჰიპოალერგიული

უსაფრთხო (გამოიყენება 0 ასაკიდან, ორსულებში, ხანდაზმულებში)

სისხლი, ლორწო, ფერმენტები- არ ახდენს მის ეფექტურობაზე გავლენას

აპლიკაციის შემდეგ არ აქვს რეზიდუალური ეფექტი

 

არის სტაბილური, არ განიცდის დაშლას სხვადასხვა ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების ზემოქმედებით (ქლორჰექსიდინისგან განსხვავებით)

 

პრობლემა
ნოზოკომიალური ინფექციების განვითარების მინიმუმამდე დაყვანა და მათი პრევენცია თანამედროვე მედიცინის აქტუალური პრობლემაა, საავადმყოფოს შიგნით განვითარებული ინფექციების 90% ბაქტერიული წარმოშობისაა და მათი ყველაზე ხშირი გამომწვევებია 

Staphylococcus  aureus/MRSA, Pseudomonas aeruginosa, Escherichia Coli, Klebsiella pneumoniae

და მისი გადაჭრის გზები
ნოზოკომიალური ინფექციის პრევენციის დონე ბევრად განსაზღვრავს პოტენციური დანაზოგების მასშტაბებს 

ნოზოკომიალური ინფექციის პრევენციის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია “ინფექციის რეზერვუარის” შემცირება 

დაინფიცირებული პაციენტის დეზინფექცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნოზოკომიალური ინფექციის პრევენციში

ინგლისის საავადმყოფოებში, ნებისმიერ დროს მოზრდილთა პოპულაციის 8,2% ინფიცირდება ნოზოკომიალური ინფექციით (HCAI- healthcare Acquired Infection),  რაც ყოველწლიურად დაახლოებით 5000 სიკვდილიანობას იწვევს

მკურნალობის დამატებითი ხარჯების გამო, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის HჩAI-ის გადასახადი დაახლოებით 1 მილიარდ სტერლინგს შეადგენს

ყველა ნოზოკომიალური ინფექციიდან შესაძლებელია 15% -ის პრევენცია, რაც შეამცირებს ლეტალობას და დაიზოგება დამატებითი სამკურნალო ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხები

პრევენციული ღონისძიებების შეუსაბამობამ შესაძლოა გამოიწვიოს დაინფიცირებული პაციენტის მიერ ინფექციის გავრცელება

ოქტენისანი, დასაბანი ლოსიონი კანისა და თმისთვის _ უპირატესობები

ოქტენისანი აკმაყოფილებს ანტისეპტიკური საშუალებისთვის აუცილებელ ყველა ძირითად მოთხოვნას:

ერთადერთი ანტიმიკრობული დასაბანი ლოსიონი შემადგენლობით – ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდი, რომლის მოქმედებითაც მიიღწევა ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული ეფექტი

ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება, მათ შორის მულტირეზისტენტული შტამების მიმართ (MRSA)

კანის მოვლის უსაფრთხო საშუალება _ ჰიპოალერგიული, PH ნეიტრალური, არ შეიცავს საღებავებს, საპონსა და არომატიზატორებს

გამოიყენება, როგორც სამკურნალო, ასევე პროფილაქტიკური მიზნით

რეკომენდებულია პაციენტებისთვის საავადმყოფოში დაწოლამდე ან იქ ყოფნის პერიოდში

გამოიყენება ახალშობილობის ასაკიდან კანის ანტისეპტიკისთვის 

დამატებითი დამარბილებელი ინგრედიენტების წყალობით იცავს კანს გამოშრობისგან



ოქტენისანი – გამოყენების წესი

გამოყენების მეთოდი

ოქტენისანი დაასხით განუზავებელი სახით სუფთა, დასველებულ ღრუბელზე

წაუსვით გასასუფთავებელ ადგილებში და ჩამოიბანეთ

შხაპის მიღების ან თმების დაბანისას, ოქტენისანი გამოიყენეთ იმავე წესით, როგორც თმებისა და კანის დასაბანი სხვა საშუალებები. 

ოქტენისანის ზემოქმედების დრო 3 წუთია

ოქტენისანის დასაბანი ლოსიონი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს

კომენტარის დამატება