დორიტრიცინი / doritricini / DORITHRICIN
შემადგენლობა
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მომქმედი ნივთიერება: ერთი ტაბლეტი შეიცავს
თიროტრიცინი 0.50 მგ
ბენზალკონილ ქლორიდი 1,00მგ
ბენზოკაინი 1.5მგ
დამხმარე ნივთიერება
სორბიტოლი, ტალკი,სახაროზის სტეარატი, სახარინის ნატრიუმი,პიტნის ზეთი,პოვიდონი,ნატრიუმის კარმელოზი.
ინფორმაცია დიაბატით დაავადებულთათვის: ერთი ტაბლატი შეიცავს 870,925 მგ სორბიტოლს.
აღწერა
თეთრი ფერის ტაბლეტები, მრგავალი, ბიპოლარული,გლუვი ზედაპირით. ზედაპირის ერთ მხარეს აქვს წარწერა ,,დორიტრიცინი’’
ფარმაკოლოგიური თვისებები
დოროტრიცინის ტაბლეტები მაღალეფექტური საშუალებაა პირის ღრუს ანთებითი დაავდებების და ფარინგიტის დროს.სწრაფად ხსნის ტკივილს ზედაპირული ანტისეპტიკის ბენზოკაინის მოქმედებით. მაღალი ანტიმიკრობული აქტივობით სწრაფად აქრობს ანთებას.
ტროპიკული ანტიბიოტიკი თიროტრიცინი რომელსაც ახასიათებს ანტიმიკრობული და გერმიციდული მოქმედება და ბენზალკონიუმის ქლორიდი რომელიც არის ანტისეპტიკური საშულება, ავლენენ იმ ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედებას რომელებიც არიან პირის ღრუს ანთებითი დავადებების და ფარინგიტის გამომწვევი.
დორიტრიცინის ტაბლეტები ხელს უწყობს ლორწოვანის რეგენერაციას.
ჩვენებები
ყელის ტკივილი,სტომატიტი(პირის ღრუს ანთება),ფარინგიტი(ყელის ნთება),ლარინგიტი,გინგივიტი.
მიღების წესები და დოზები
ბავშვებში 6 წლიდან და მოზრდილებში მიიღება1-2 ტაბლეტი ყოველ 2-3 სათში 5-7 დღის განმავლობაში თუ ექიმის მიერ სხვა დოზირება არ არის რეკომენდირებული. მკურნალობა გრძელდება ერთი დღე ჩივილების გაქრობიდან.
სუფრთხილე გამოყენებისას
თუ ყელის ტკივილს ახლავს ტემპერეტურა ამ შემთხვევაში უჯობესია კონსულტაცია ექიმთან საჭიროა თუ არა დამატებით ანტიბიოტიკების მიღება.
გვერდითი მოვლენები
თანმხლები რეაქცია
ჰიპერმგრძნობელობა ბენზოკაინის მიღებისას. სხვა ნებისმიერი რეაქციის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს პრეპარატის შემდგომი მიღების მიზანშეწონილობაზე.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
ბავშვები 6 წლამდე
განსაკუთრებული მითითებები
არ არის დადგენილი მოქმედებს თუ არა დორიტროცინი ნაყოფზე უარყოფითად ორსულობის დროს მიღებისას. ორსულობის დროს დორიტრიცინი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არა არის ცნობილი
შეუთავსებლობა
არ არის ცნობილი
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15-20оC ტემპერატურაზე ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი.პრეპარატი არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ
კომენტარის დამატება