სტრეპსილსი® / strepsilsi® / STREPSILS®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება: ამილმეტაკრეზოლი+დიქლორბენზილის სპირტი
სამკურნალო ფორმა: საწუწნი ტაბლეტები [ლიმონით], საწუწნი ტაბლეტები [მარწყვით]
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: 2,4-დიქლორბენზილის სპირტს – 1,2 მგ. ამილმეტაკრეზოლს – 0,6 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
საწუწნი ტაბლეტები [ლიმონით]: ღვინის მჟავა 26 მგ, ლიმონის არომატიზატორი 74940-74 4,16 მგ, საღებავი ქინოლინის ყვითელი (E104) 0,01 მგ, ნატრიუმის საქარინატი 2 მგ, იზომალტოზა 1834,296, მალტიტოლის სიროფი 458,57 მგ, 2,35 გ მასის ტაბლეტის მიღებამდე.
საწუწნი ტაბლეტები [მარწყვით]: ღვინის მჟავა 26 მგ, მარწყვის არომატიზატორი (Flav P 052312B) 9,1 მგ, საღებავი ვარდისფერი P-WS (E163) 0,1 მგ, ნატრიუმის საქარინატი 2 მგ, იზომალტოზა 1830, მალტიტოლის სიროფი 458 მგ, 2,35 გ მასის ტაბლეტის მიღებამდე.
აღწერილობა
საწუწნი ტაბლეტები [ლიმონით]: ყვითელი მრგვალი ტაბლეტები ნახევრად გამჭვირვალე კარამელის მასით და ასო შ-ის გამოსახულებით ტაბლეტის ორივე მხარეზე. დასაშვებია თეთრი ნადები, არათანაბარი შეღებვა, ბუშტუკების არსებობა კარამელის მასაში და ნაპირების უმნიშვნელო უსწორმასწორობა.
საწუწნი ტაბლეტები [მარწყვით]: ვარდისფერი მრგვალი ტაბლეტები ნახევრად გამჭვირვალე კარამელის მასით და ასო შ-ის გამოსახულებით ტაბლეტის ორივე მხარეზე. დასაშვებია თეთრი ნადები, არათანაბარი შეღებვა, ბუშტუკების არსებობა კარამელის მასაში და ნაპირების უმნიშვნელო უსწორმასწორობა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.
ათქ კოდი: R02AA20
ფარმაკოლოგიური მოქმედება
პრეპარატი ახდენს ანტისეპტიკურ მოქმედებას, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, გააჩნია ანტიმიკოზური მოქმედება.
გამოყენების ჩვენებები
პირის ღრუს და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (ამსუბუქებს ტკივილს და არბილებს გაღიზიანებას ყელში).
პრეპარატის გამოყენება შეიძლება პირებში შაქრიანი დიაბეტით (არ შეიცავს შაქარს).
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ: საქაროზა/იზომალტაზას დეფიციტი, ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია.
საბავშვო ასაკი (6 წლამდე).
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
ორსულებმა და მეძუძურ დედებმა პრეპარატის გამოყენების წინ უნდა ჩაიტარონ კონსულტაცია ექიმთან.
გამოყენების წესი და დოზირება
ადგილობრივად. მოზრდილებმა და 6 წელზე უფროსმა ბავშვებმა ნელა უნდა გაწუწნონ თითო ტაბლეტი 2-3 საათში ერთხელ.
ნუ მიიღებთ 8 ტაბლეტზე მეტს 24 საათის განმავლობაში, თერაპიის კურსის ხანგრძლივობა – 3 დღე.
გვერდითი მოქმედებები
ალერგიული რეაქციები.
ჭარბი დოზირება
ნაკლებად სავარაუდოა, შესაძლო ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტის სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. მკურნალობა სიმპტომატური.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.
განსაკუთრერბული მითითებები
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის იზომალტაზა და მალტიტოლის სიროფი, რომელსაც შეუძლია მსუბუქი საფაღარათო მოქმედების მოხდენა. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში ფრუქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობით.
სიმპტომების შენარჩუნებისას ან სხეულის ტემპერატურის აწევის შემთხვევაში ან თავის ტკივილის დროს საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექნიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე, ასევე საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავებაზე, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციებია სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა
საწუწნი ტაბლეტები [ლიმონით], საწუწნი ტაბლეტები [მარწყვით].
4, 6, 8 ან 12 ტაბლეტი ბლისტერში (პვქ-პვდქ/ალუმინის). 1 ან 2 ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტურქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას არაუმეტეს +25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
საწუწნი ტაბლეტები [ლიმონით]: 3 წელი.
საწუწნი ტაბლეტები [მარწყვით]: 2 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემა
რეცეპტის გარეშე
კომენტარის დამატება