Meds.ge » ყველა წამალი » იოდინოლი / iodinoli / IODINOLUM

იოდინოლი / iodinoli / IODINOLUM

130

შემადგენლობა

იოდი 1 გრ, კალიუმის იოდიდი 3 გრ, პოლივინილის სპირტი 9 გრ, გამოხდილი წყალი 1 ლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მიეკუთვნება იოდის შემცველ პრეპარატს. კანზე წასმის შემთხვევაში აქვს რეზორბციული მოქმედება: აძლიერებს დისიმილაციის პროცესებს, აქვს პროტეოლიტური მოქმედება. პოლივინილის სპირტი მაღალმოლეკულური ნაერთია, რომელიც ანელებს იოდის გამოყოფას და ახანგრძლივებს მის მოქმედებას ქსოვილზე. ასევე, ამცირებს იოდის გამაღიზიანებელ ზემოქმედებას. იოდი ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე – სტაფილოკოკები, სტრეფტოკოკები, ნაწლავის ჩხირები და პათოგენური სოკოები. ლურჯ-მწვანე ჩირქის ჩხირი მდგრადია მის მიმართ. პრეპარატი ნაკლებტოქსიურია.

ჩვენებები
გამოიყენება სხვადასხვა ჩირქოვან-ანთებითი პროცესების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის. იოდინოლი არის მკურნალობის შეუცვლელი საშუალება შემდეგი დაავადებების დროს: ქრონიკული ტონზოლიტი, ჩირქოვანი ოტიტები, ოზენა, ქრ. პერიოდონტიტები, ჩირქოვანი ქირურგიული დაავადებები, ტროფიკული და ვარიკოზული წყლულები (კანის დეფექტების გახანგრძლივებული შეხორცებების დროს), თერმული და ქიმიური დამწვრობები.

მიღების წესები და დოზები
ქრ. ტონზოლიტი _ ხსნარის დღეში 4-5 ჯერადი ამოვლება ყელსა და პირის ღუში 2-3 დღის ინტერვალებით.
ჩირქოვანი ოტიტები _ ჩასაწვეთებლად (5-8 წვეთი) შემდგომი ამორეცხვით.
2- 4 კვირიანი მკურნალობის კურსით.
ატროფიული რინიტები _ ცხვირის ღრუსა და ხახის პულვერიზაცია 2-3 ჯერ კვირაში, 2-3 თვის მანძილზე.
ტროფიკული და ვარიკოზული წყლულების, ჭრილობების, დამწვრობების დროს ხდება ხსნარით გაჟღენთილი მარლის საფენების (3 შრე) დაფენა, შემდგომი გადახვევით.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რექციები (კანზე გამონაყარის სახით).

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატზე (იოდზე), თირეოტოქსიკოზი, ყურის აპკის ჩახევა.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა- დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს გავლენას.
გამოყენების თავისებურებები: არ არის გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება
“იოდიზმის” მოვლენა, გამონაყარი, რინიტი, კვინკეს შეშუპება, მომატებული ნერწყვის გამოყოფა. მკურნალობა: სიმპტომატური.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. 
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ

კომენტარის დამატება