ლორობენი სპრეი / lorobeni sprei / LOROBEN
შემადგენლობა:
30მლ სპრეი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი-45მგ, ქლორჰექსიდინის გლუკონატი-36მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატ 20, სორბიტოლი 70%, პროპილენგლიკოლი, ყვითელი ქინოლირებული, პიტნის ესენცია, საქაროზა, Eცოცოოლ MP, Pატენტ V Bლუე, ლიმონის მჟავის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, დეიონიზირებული წყალი.
თითოეული შესხურება (~ 0.13მლ) შეიცავს 0.156 მგ ქლორჰექსიდინის გლუკონატს და 0.195 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრეპარატები ადგილობრივი პერორალური გამოყენებისთვის.
ათქ კოდი: A01AD02
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბენზიდამინი- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. რომელიც განსხვავდება სხვა აასპ-გან. ლოკალური მოხმარების დროს, გამოყენებულ კონცენტრაციას გააჩნია ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედება. ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ ბენზიდამინის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება უფრო გამოხატულია ანთებითი პროცესის შედეგად განვითარებული ტკივილისას, ვიდრე არაანთებითი ხასიათის ტკივილის დროს. ქლორჰექსიდინის გლუკონატი ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, ზოგიერთი პათოგენური სოკოს, საფუარას, ასევე მრავალი ვირუსის მიმართ. Qქლორჰექსიდინის გლუკონატი არის ბისბიგუანიდი ფართო ანტიმიკრობული აქტივობით. პირის ღრუში გამოვლების შემდეგ ქლორჰექსიდინის გლუკონატი აბსორბირდება კბილების ზედაპირზე, პირის ღრუს ლორწოვანზე და ნადებზე, ნელ-ნელა გამონთავისუფლდება ნერწყვში 24 სთ – ის განმავლობაში. რადგან ქლორჰექსიდინის კონცენტრაცია ნერწყვში მცირდება.
ფარმაკოდინამიკა:
ბენზიდამინის ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება არ არის დაკავშირებული ჰიპოფიზო - ადრენალური სისტემის სტიმულაციასთან. ბენზიდამინი ისევე აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს, როგორც სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები, მაგრამ მოქმედების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის.
ადგილობრივი გამოყენებისას ქლორჰექსიდინს აქვს სწრაფი ბაქტერიციდული ეფექტი,შემდგომი პროლონგირებული ბაქტერისტატიური მოქმედებით.
ქლორჰექსიდინი, აბსორბირდება რა მიკრობის უჯრედის კედელზე, აქვს პროლონგირებული ზედაპირული მოქმედება, რაც განაპირობებს ბაქტერიების ზრდის შეჩერებას, შემდგომში კი ციტოპლაზმის პრეციპიტაციით იწვევს უჯრედის სიკვდილს.
ფარმაკოკინეტიკა:
ბენზიდამინი კარგად აბსორბირდება ანთებით ლორწოვანზე და გამოხატული აქვს ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედება. პირის ღრუში გამოვლების შემდეგ, ქლორჰექსიდინის დაახლოებით 30% რჩება პირის ღრუში და 24 სთ – ის განმავლობაში ნელ – ნელა გამოიყოფა ნერწყვში. ქლორჰექსიდინის გლუკონატი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლში შესამჩნევი კონცენტრაცია არ განისაზღვრება.
ჩვენებები:
პირის ღრუსა და ხახაში ტკივილის მოხსნისთვის (ანგინა, ფარინგიტი, ტონზილიტი, აფთოზური სტომატიტი, გლოსიტი). ოპერაციული ჩარევებისას ხახისა და პირის ღრუში. პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ, რომელსაც იწვევს ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია, ტრამვები და სხვა ჩარევები (მაგ; ტრაქეის ინტუბაცია).
პირის ღრუს ლორწოვანის ანთებითი დაავადებების და მათი გართულებების სამკურნალოდ, პაროდონტიტი.
გინგივიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
კბილებზე ნადების შემცირებისთვის;
პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებისთვის.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ბენზიდამინის, ქლორჰექსიდინის ან პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის;
გამოიყენება მხოლოდს პირის ღრუსათვის;
ხსნარის გადაყლაპვა მიზანშეწონილი არ არის;
შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ლორწოვანზე, განსაკუთრებით ენაზე და კბილებზე შექცევადი შეფერადება.
თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, ლორობენთან ერთად შეიძლება დაინიშნოს ანტიბაქტერიული თერაპია.
ლორობენის სისტემური ზემოქმედების ალბათობა გასათვალისწინებელია პირებისათვის, თირკმლის და ღვიძლის დაავადებებით, რადგან ბენზიდამინი და მისი მეტაბოლიტები მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდით.
ლორობენის ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, საკმარისი კლინიკური გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ქლორჰექსიდინი
ქლორჰექსიდინის მარილები შეუთავსებელია საპონთან და სხვა ანიონურ ნაერთებთან.
ქლორჰექსიდინის მარილები შეთავსებადია კათიონურ და არაიონურ ზედაპირულ სუბსტანციებთან, მათი ერთობლივი გამოყენება დიდი კონცენტრაციით აქვეითებს პრეპარატის აქტივობას პრეპარატის მიცელიუმთან შეკავშირების შედეგად.
ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს ცეტრიმიდს და ლისაპოლს შეუძლიათ გამოიწვიონ მისი ხსნადობის გაზრდა. შეუთავსებელია ანიონურ პოლიელექტროლიტებთან, როგორიცაა: ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის კარბოქსილმეთილცელულოზა, გუმიარაბიკი, სახამებელი; მათთან ლორობენის ხნარის ერთდროული გამოყენება აქვეითებს მის ეფექტურობას.
შეუთავსებელია ბრილიანტის მწვანესთან, ქლორამფენიკოლთან, ნატრიუმის ფლუორესცინთან, ფორმალდეჰიდთან, ვერცხლის ნიტრატთან, ცინკის და სპილენძის სულფატთან. ხისტ წყალში ლორობენის ხსნარის განზავებისას, კალციუმის და მაგნიუმის კათიონთან ურთიერთობის შედეგად, ილექება უხსნადი მარილების სახით;
თუ ქლორჰექსიდინის მარილების კონცენტრაცია, რომლებიც წარმოქმნილია ბენზოატებით, ბიკარბონატებით, კარბონატებით, ბორატებით, ნიტრატებით, ფოსფატებით, სულფატებით აღემატება 0.05%,-ს, მაშინ ფორმირდება და ილექება დაბალი ხსნადობის მარილებით; ცეტრიმიდი ზრდის ამ მარილების ხსნადობას, კომბინაციაში ასეთი პრეციპიტანტები არ გვხვდება. ქლორჰექსიდინის გლუკონატის ცეტრიმიდინსა და ბენზალკილის ქლორიდთან შეთავსებადობა გამოიხატება სინერგიული ბაქტერიციდული აქტივობის ზრდით. ცეტრიმიდი აქვეითებს ქლორჰექსიდინის დალექვას ხისტ წყალში.
ქლორჰექსიდინის გლუკონატის გარდა ქლორჰექსიდინი და მისი მარილები უკეთ იხსნება სპირტში, ვიდრე წყალში.
ქლორჰექსიდინის გლუკონატის ხსნარი შეიძლება დაილექოს სპირტის დამატებით. 7%-იანი სპირტის არსებობა ხსნარში განაპირობებს მის ეფექტურობას გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, რადგან ხსნარი ფილტრაციას გადის ცელულოზურ ფილტრებში. შესაძლებელია აბსორბციაც.
არ არის ცნობილი წამლისმიერი ურთიერთქმედება ბენზიდამინთან.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პეროიდში
არ არსებობს კონტროლირებადი კვლევები ქლორჰექსიდინის გლუკონატის და ბენზიდამინის გამოყენებაზე ორსულ ქალბატონებში და ცხოველებში.
პრეპარატის შემადგენლობაში მყოფი აქტიური ნივთიერებების კომბინაციის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი ცხოველებში და ორსულ ქალებში. ამიტომ პრე- პარატების გამოყენება ორსულობისას უკუნაჩვენებია.
ადექვატური კვლევების არარსებობის გამო პრეპარატის გამოყენება მეძუძურ დედებში უკუნაჩვენებია.
მიღების წესი და დოზირება:
სპრეის აპლიკატორს დააჭირეთ ხელი, სანამ არ მიიღებთ რეგულარულ ნაკადს. აპლიკატორის თავი ამოწიეთ, სანამ ის კარგად არ მოთავსდება პირის ღრუში, რის შემდეგაც დააჭირეთ აპლიკატორს. გაიმეორეთ შესხურება 4-ჯერ სხვადასხვა უბანზე.
ქლორჰექსიდინი, რომელიც შედის ლორობენის შემადგენლობაში, მკურნალობის პროცესში ხელს უწყობს კბილებზე ნადების და გინგივიტის გამოვლინების შემცირებას.
ქლორჰექსიდინით გამოწვეული კბილების შეფერადების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა წინასწარ გაიხეხოთ კბილები.
სპრეის ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურად ხსნარი არ გადაყლაპოთ. ლორობენის ხსნარი პირის ღრუში გამოვლების შემდეგ გარეთ უნდა გადმოიღვაროს.
დოზირება მოზრდილებისთვის:
ჩვეულებრივი დოზა : 5-10 შესხურება ყელის ანთებით კერაზე. გაიმეორეთ ყოველ 1.5-3 საათში.
ბავშვები (6-12 წელი):
5 შესხურება ყელის ანთებით კერაზე. ყოველ 1.5-3 სთ-ში.
გვერდითი მოვლენები:
ლორობენის ორალური სპრეი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება და აქვს მცირე გვერდითი ეფექტები. გვერდითი ეფექტები, გამოწვეული ბენზიდამინის ჰიდროქლორიდით, სპრეის ფორმით:
ადგილობრივი:
არასასურველი რეაქციები რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება მკურნალობის დროს:
პირის ღრუში - დაბუჟება (2.6%), იშვიათად - წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (1.4 %).
ძალიან იშვიათად აღინიშნება სიმშრალე ან წყურვილის შეგრძნება (0.2%), სიმხურვალის შეგრძნება და გემოვნების შეცვლა (0.1%).
ზოგადი:
გვხვდება იშვიათად: გულისრევა, ღებინება, სლოკინი, დისპეპსიური მოვლენები (0.4%), თავბრუსხვევა (0.1%), თავის ტკივილი და ძილიანობა (0.1%).
გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოწვეულია ქლორჰექსიდინის გლუკონატის გამოყენებით:
კბილების ქვების წარმოქმნა, გემოვნების შეცვლა; ექსპერიმენტული კვლევებით სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოვლინდა.
დოზის გადაჭარბება:
პრეპარატის გამოყენების წესის გათვალისწინებით დოზის გადაჭარბება არ ხდება; არ არსებობს ბენზიდამინის სპეციფიური ანტიდოტი; დიდი დოზის გადაყლაპვის შემთხვევაში მიმართავენ სიმპტომურ მკურნალობას.
გამოშვების ფორმა:
ლორობენი ორალური სპრეი თეთრ ფლაკონში. 1 ფლაკონი (30 მლ) აპლიკატორთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C. ორიგინალურ შეფუთვაში, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
ლორობენი ხსნარი
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): benzydamine hydrochloride, chlorhexidine
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- მწარმოებელი კომპანია: Drogsan Pharmaceuticals
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: 200მლ სავლები ხსნარი ამზომი ჭიქით ფლაკონი №1
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
კომენტარის დამატება