სტრიები
სტრიები
სტრიები არის ერთმანეთთან ახლოს მდებარე ხაზები, რომლებიც ვითარდება კანზე.
ისინი ხშირად მოხსენიებულია როგორც სტრია ან სტრიები, ან ორსულობის დროს როგორც სტრია გრავიდარუმი.
ყველაზე ხშირად სტრიები ვითარდება მუცელზე, საჯდომზე, მკერდზე და ბარძაყებზე.
სტრიები ხშირად თავდაპირველად წითელი ან იასამნისფერია, რომელიც თანდათანობით ფერმკრთალდება და გადადის მოვერცხლისფრო- მოთეთრო ფერში. ისინი როგორც წესი გრძელი, თხელი ხაზებია. წაიკითხეთ უფრო ვრცლად სტრიების მახასიათებლის შესახებ.
რა იწვევს სტრიებს?
სტრიები ვითარდება მაშინ როცა კანი იწელება მოულოდნელად და კანის შუა შრე (დერმისი) სკდება და შესაბამისად ჩნდება უფრო ღრმა შრეები.
დერმისის გაწელვა ხდება:
- ორსულობისას
- წონის მომატებისას
- ზრდისას სქესობრივი მომწიფების ასაკში
წაიკითხეთ უფრო ვრცლად სტრიების გამომწვევი მიზეზების შესახებ.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს თუ სტრიების განვითარება არ უკავშირდება წონის მომატებას ან ზრდას, იმიტომ რომ ისინი შეიძლება სხვა დაავადების ნიშანი იყოს.
იშვიათ შემთხვევებში სტრიები გამოწვეულია დაავადებებით, როგორიცაა კუშინგის სინდრომი (Cushing's syndrome) ან მარფანის სინდრომი (Marfan syndrome), ან ძლიერი სტეროიდული კრემების, ან მალამოების ჭარბი რაოდენობით გამოყენებით.
სტრიების მკურნალობა
უმეტესობა სტრიებისა არ არის შესამჩნევი და ფერმკრთალდება დროთა განმავლობაში.
თუმცა თუ სტრიები გაქვთ სხეულის დიდ ნაწილზე, ან გაწუხებთ მათი შესახედაობა, შესაძლებელია გაგიჩნდეთ მათი მკურნალობის სურვილი.
სტრიების სამკურნალოდ გამოიყენება კრემები, გელები ან ლოსიონები, ასევე ლაზერული და კოსმეტიკური ოპერაცია. თუმცა საკმაოდ მცირე სამედიცინო ინფორმაცია არსებობს ამ მკურნალობის ეფექტურობაზე. ასე რომ მნიშვნელოვანია რეალურად შეხედოთ ამ საშუალებების მიღწევებს. ლაზერული მკურნალობა და კოსმეტიკური ოპერაციიები ხელმისაწვდომია მხოლოდ კერძო კლინიკებში და შესაბამისად ეს მკურნალობა საკმაოდ ძვირია.
წაიკითხეთ უფრო ვრცლად სტრიების მკურნალობის შესახებ.
სტრიების პრევენცია
ზოგიერთ შემთხვევაში, როგორიცაა ორსულობა შეუძლებელია სტრიების პრევენცია. თუმცა ჯანსაღი წონის შენარჩუნება და კანის მოვლა ამცირებს მათი განვითარების შანსს.
წაიკითხეთ უფრო ვრცლად სტრიების პრევენციის შესახებ.
ვის ემართება სტრიები?
სტრიები საკმაოდ ხშირად ვითარდება და შესაძლებელია დაემართოს ნებისმიერ ადამიანს, თუმცა უფრო მეტად ემართებათ ქალებს. ეს გამოწვეულია ძირითადად ორსულობის შედეგად. ათიდან რვა ქალს ორსულობის დროს უვითარდება სტრიები.
თუმცა სტრიები ასევე ვითარდება სქესობრივი მომწიფების დროსაც. ამ პერიოდში ათიდან შვიდ გოგოს და ათიდან ოთხ ბიჭს უვითარდება სტრიები
კომენტარის დამატება