Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სლოკინი

სლოკინი

181

სლოკინი ხდება მაშინ, როდესაც დიაფრაგმა უცბად და უნებურად  იკუმშება (ვიწროვდება), რაც იწვევს სლოკინის ხმას, რომელიც წარმოიქმნება სასულის ზემოთა ნაწილში.

 

სლოკინის სამედიცინო სახელია სინგულტუსი.

დიაფრაგმა არის თხელი კუნთოვანი მემბრანა, რომელიც ყოფს გულმკერდის ღრუს მუცლისგან. ის მდებარეობს ნეკნებით შემოსაზღვრული სივრცის ქვეშ და ეხმარება ორგანიზმს სუნთქვის კონტროლში.

რა იწვევს სლოკინს?

სლოკინი არის რეფლექსური ქმედება, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ვერ აკონტროლებთ მას. ის გავრცელებული მდგომარეობაა და ადამიანთა უეტესობას ემართება ცხოვრების განმავლობაში. სლოკინი შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ბავშვების ჩათვლით და ჩვეულებრივ მას რაიმე გარკვეული გამომწვევი მიზეზი არ აქვს, თუმცა სლოკინის მოკლევადიანი ეპიზოდები კავშირშია:

  • ალკოჰოლის მოხმარებასთან
  • თამბაქოს მოწევასთან
  • მუცლის შებერილობასთან
  • ძალაინ სწრაფად კვებასთან, ან ძლაიან ცხარე საკვების მიღებასთან
  • ცხელი, ან გაზიანი სასმელის დალევასთან
  • ემოციებთან, როგორიცაა სტრესი, შიში ან აღფრთოვანება

 

იშვიათ შემთხვევაში, სლოკინი შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნით. თუ სლოკინი გაგრძელდა 48 საათზე მეტ ხანს, ეს ცნობილია, როგორც მუდმივი ან გაჭიანურებული სლოკინი და სლოკინი, რომელიც გრძელდება თვეზე მეტ ხანს, ცნობილია როგორც უკურნებელი სლოკინი. ასეთი ტიპის გრძელვადიანი სლოკინი დაკავშირებულია სხვადასხვა არსებულ სამედიცინო მდგომარეობებთან და ზოგიერთ წამლებთანაც.

როდის უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას?

სლოკინი, როგორც წესი არ არის სერიოზული მდგომარეობა და უმეტეს შემთხვევაში გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში. თუმცა, უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ეს მდგომარეობა ხშირად გემართებათ, ან გრძელდება 48 საათზე მეტ ხანს, რომ გამოიკვლიონ მისი გამომწვევი მიზეზები და გააანალიზონ საჭიროებს თუ არა მკურნალობას.

სლოკინის მკურნალობა

უმეტეს შემთვევაში, სლოკინი მალე გაივლის და ძირითადად გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ეს შემთხვევა, როგორც წესი, მკურნალობას არ საჭიროებს.

თუმცა მუდმივი და ძნელად განკურნებადი სლოკინის დროს, რომელიც გრძელდება 48 საათზე მეტ ხანს, დამატებითი გამოკვლევებია საჭირო იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია სლოკინი და როგორ ვუმკურნალოთ მას.

თუ გაწუხებთ სლოკინი, შემდეგი რჩევები შეიძლება დაგეხმაროთ:

  • ძალიან ცივი, ყინულიანი წყლის მოსმა
  • სუნთქვის შეკავება მცირე ხნით
  • ლიმონის მოკბეჩა
  • ნატეხი შაქრის გადაყლაპვა
  • ძმრის გასინჯვა
  • მუხლების მიტანა მკერდთან

 

უფრო გრძელვადიანი სლოკინის დროს საჭიროა მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა და მისი მკურნალობა. არსებობს ასევე სხვადასხვა წამლები, რომლებიც ზოგერ ეხმარება სლოკინის კონტორლში.

კომენტარის დამატება