როქსიტრომიცინ სანდოზი / roqsitromicin sandozi / Roxithromycin Sandoz®
სამკურნალწამლო ფორმა
აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა
თეთრი ფერის ტაბლეტები 150 მგ, მრგვალი ამოზნექილი, აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს რისკით და ამოტვიფრული წარწერით R 150.
შემადგენლობა
აპკოვანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს როქსითრომიცინის 150 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, დალექილი სილიციუმის დიოქსიდი, პოლოქსამერი 188, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცე-ლულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 4000, ტიტანის დიოქსიდი (E171).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მაკროლიდები, ლინკოზამიდები და სტრეპტოგრამინები. АТХ კოდი: J01F A06.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
როქსითრომიცინი წარმოადგენს ნახევრად სინთეზურ მაკროლიდს.
როქსითრომიცინის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ცილის სინთეზის დათრგუნვას, რაც ბაქტერიოსტატიკურ ეფექტს იწვევს.
შესაძლებელია სრული ჯვარედინი რეზისტენტულობა როქსითრომიცინის და აზითრომიცინის, კლარითრომიცინის და ერითრომიცინის მიმართ. აგრეთვე შეიძლება არსებობდეს ჯვარედინი რეზისტენტულობა კლინდამიცინის და სტრეპტოგრამინ B-ს მიმართ. შეიძლება აღინიშნოს ნაწილობრივი ჯვარედინი რეზისტენტულობაც კლინდამიცინის და სტრეპტოგრამინ B-ს მიმართ. შეიძლება აღინიშნოს ნაწილობრივი ჯვარედინი რეზისტენტულობა სპირამიცინის მიმართ.
ჩვეულებრივად მგრძნობიარე სახეობები
გრამდადებითი აერობები: Streptococcus pyogenes 1
გრამუარყოფითი აერობები: Haemophilus influenzae ° $, Moraxella catarrhalis °
სხვა: Chlamydia trachomatis °, Chlamydophila pneumoniae °, Chlamydophila psittaci °, Legionella pneumophila °, Mycoplasma pneumoniae °
შეძენილი რეზისტენტობის შესაძლებელი განვითარების მქონე სახეობები
გრამდადებითი აერობები: Staphylococcus aureus (მეთიცილინ-მგრძნობიარე), Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული)+,Streptococcus pneumoniae
ბუნებრივი რეზისტენტობის მქონე სახეობები
გრამუარყოფითი აერობები: Escherichia coli, Klebsiella spp., Pseudomonas aeruginosa
სხვა: Mycoplasma hominis.
ფარმაკოკინეტიკა
მაქსიმალური შეწოვის მისაღწევად ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული არანაკლებ 15 წუთით ადრე ჭამამდე. 150 მგ და 300 მგ ერთჯერადი მიღების შემდეგ Cmax საშუალო მნიშვნელობები მერყეობს 5,8 და 10,1 მკგ/მლ-ს და 7,2 და შესაბამისად 12,0 მკგ/მლ-ს შორის. მრავალჯერადი მიღების შემდეგ, დაახლოებით 15 დღემდე შეიძლება განხორციელდეს პრეპარატის უმნიშვნელო აკუმულაცია, ხოლო Cmax საშუალო მნიშვნელობები შეადგენს 6,57-9,3 (პრეპარატის 150 მგ-ის მიღებისას) და 10,4-10,9 მკგ/მლ (პრეპარატის 300 მგ მიღებისას). მაქსიმალური კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 1-2 საათის შემდეგ.
ცილებთან დაკავშირება შეადგენს 80-96% კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციებისას.
რექსითრომიცინი კარგად აღწევს სხვადასხვა ქსოვილებსა და სითხეებში, ფილტვების, ნუშისებრი ჯირკვლების, ცხვირის დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსის, პრასტატის და საშვილოსნოს ქსოვილებში მაღალი კონცენტრაციების მრავალჯერადი დანიშვნისას აღწევს 6 და 12 საათში. როქსითრომიცინი მხოლოდ მცირე რაოდენობით აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
ნახევრად გამოდევნის პერიოდი 150-450 მგ დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ შეადგენს 6,3-დან 16 საათამდე. მრავალჯერადი მიღების შემდეგ - 12-13 საათს. გამოიდევნება უპირატესად განავალში და ნაწილობრივ ფილტვების მეშვეობით. თირკმელების დარღვევის მქონე პაციენტებს დოზის კორექცია არ ესაჭიროებათ.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
პრეპარატის 150 მგ შინაგანად მიღების შემდეგ მისი ნახევრად გამოდევნის პერიოდი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში გრძელდება დაახლოებით 25 საათამდე, ხოლო Cmax იზრდება (იხ. „გამოყენების დოზები და ხერხი“). თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში Cmax არ განსხვავდებოდა ჯანმრთელი პირებისთვის დამახასიათებელი Cmax-გან.
უმცროსი ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ როქსითრომიცინს დოზით 2,5 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში 6 დღის განმავლობაში, Cmax-ის საშუალო მნიშვნელობები შეადგენდა 10,1 მკგ/მლ (5-13 თვე), 8,7 მკგ/მლ (2-4 წელი) და 8,8 მკგ/მლ (5-12 წელი) შესაბამისად.
ხანდაზმულ პაციენტებს დოზის კორექცია არ ესაჭიროებათ.
მოყვანილი კატეგორიზაცია ნაწილობრივად ეფუძნება მონაცემებს, რომლებიც ერითრომიცინს მიეკუთვნება.
°) გამოქვეყნების მომენტისთვის ბოლო მონაცემები მისაწვდომი არ იყო. მონაცემები მგრძნობელობის შესახებ მოყვანილია ლიტერატურის მეტად მნიშვნელოვანი წყაროების, მკურნალობის ძირითადი სახელმძღვანელოების და რეკომენდაციების მონაცემებიდან გამომდინარე.
$) იზოლატების უმრავლესობის ბუნებრივი მგრძნობელობა შუალედურ დიაპაზონში იმყოფება.
+) სულ ცოტა, ერთ რეგიონში რეზისტენტობის დიაპაზონი 50%-ს აღემატება.
1) რეზისტენტობის დიაპაზონი ≥ 10% რიგ გამოკვლევებში.
გამოყენების ჩვენებები
როქსითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები:
- ყურის, ყელის და ცხვირის ინფექციები (შუა ყურის ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, ოტიტი);
- სასუნთქი გზების ინფექციები: ბრონქიტი, პნევმონია (მათ შორის, ქლამიდიებით, მიკოპლაზმებით და ლეგიონელებით გამოწვეული), ყივანახველა;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ფურუნკულოზი, პიოდერმია, იმპეტიგო, წითელი ქარის ანთება, ჩვეულებრივი აკნე, ოდონტოგენური ინფექციები);
- უროგენიტალური ინფექციები, როგორებიცაა ქლამიდიებითა და მიკოპლაზმებით გამოწვეული ურეთრიტი, ცერვიციტი, ცერვიკოვაგინიტი.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა როქსითრომიცინის, მაკროლიდებისა ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ჭვავის რქის სისხლძარღვების შემავიწროვებელი ალკოლოიდების ერთდროული გამოყენება (იხ. „სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“);
- ვიწრო თერაპიული დიაპაზონის მქონე სამკურნალწამლო პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4 იზოფერმენტის სუბსტრატს (მაგალითად, ასთემიზოლი, ციზაპრიდი, პიმოზიდი და ტერფენადინი) (იხ. „განსაკუთრებული მითითებანი და უსაფრთხოების ზომები“) და („სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
განსაკუთრებული მითითებანი და უსაფრთხოების ზომები
ანტიბიოტიკების დანიშვნისას უნდა იქნას გათვალისწინებული მათი გამოყენების ოფიციალური რეკომენდაციები.
არსებობს შეტყობინებები გამოხატული ვაზოკონსტრიქციის („ერგოტიზმის“) შესახებ კიდურების ნეკროზის სავარაუდო გაჩენით, მაკროლიდებისა და ჭვავის რქის სისხძარღვების შემავიწროებელი ალკალოიდების ერთობლივი გამოყენებისას. როქსითრომიცინ სანდოზის დანიშვნის წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ პაციენტი არ იღებს მოცემულ ალკალოიდებს.
როქსითრომიცინ სანდოზი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ სარგებლიანობა-რისკის შეფარდების საგულდაგულოდ შეფასების შემდეგ შემდეგ შემთხვევებში:
- QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივება;
- ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია;
- კლინიკურად მნიშვენელოვანი ბრადიკარდია;
- გულის უკმარისობის კლინიკური გამოვლინებები;
- არითმიები ანამნეზში.
უნდა დაიცვათ სიფრთხილე როქსითრომიცინის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებს. ეს პრეპარატები ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (იხ. „სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“), რომლებსაც განეკუთვნება IA კლასის (მაგალითად, ქინიდინი, პროკაინამიდი, დიზოპირამიდი) და III კლასის (მაგალითად, დოფეტილიდი, ამიოდარონი) ანტიარითმიული საშუალებები, ციტალოპრამი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მეტადონი, ზოგიერთი ანტიფსიქოტიკი (მაგალითად, ფენოტიაზინები), ფტორქინოლონები (მაგალითად, მოქსიფლოქსაცინი), სოკოს საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება (მაგალითად, ფლიკონაზოლი, პენტამიდინი), ასევე მთელი რიგი ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, ტელაპრევირი).
მძიმე ფორმის ღვიძლის უკმარისობისას როქსითრომიცინის გამოყენება რეკოემდებული არ არის. მსუბუქი და ზომიერი ფორმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება. ხანდაზმული ასაკის პირებს დოზის კორექცია არ ესაჭიროებათ.
როქსითრომიცინის და მისი მეტაბოლიტების თირკმლის ექსკრეცია შეადგენს პრეპარატის შეიგნით მიღებული დოზის დაახლოებით 10%-ს. თირკმლის უკმარისობისას პრეპარატის დოზის შეცვლა რეკომენდებული არ არის. სხვა მაკროლიდების მიღების მსგავსად, როქსითრომიცინის გამოყენებამ შეიძლება დაამძიმოს მიასტენია გრავისის გამოვლინებები.
რეკომენდებულია სისხლის სურათის და ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების კონტროლი, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას (ე.ი. რომელიც აჭარბებს 2 კვირას) (იხ. „გვერდითი მოქმედება“).
დაავადება, რომელსაც ეწოდება Clostridium difficile: დიარეა, განსაკუთრებით მძიმე ფორმის, ხანგრძლივი და/ან სისხლნარევი, რომელიც ჩნდება როქსითრომიცინით თერაპიის ფონზე ან მას შემდეგ, შეიძლება წარმოადგენდეს ფსევდომემბრანული კოლიტის გამოვლინებას. თუ ნავარაუდებია ფსევდომემბრანული კოლიტი, როქსითრომიცინით მკურნალობა უნდა დაუყოვნებლივ იქნას მოხსნილი.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. მისი მიღება დაუშვებელია გალაქტოზის იშვიათი თანდაყოლილი გადაუტანლობის, ლაქტაზის დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევის მქონე პაციენტებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის პერიოდში ნაყოფისთვის როქსითრომიცინის უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
როქსითრომიცინი მცირე რაოდენობებით აღწევს ძუძუს რძეში. ამასთან დაკავშირებით აუცილებლობის მიხედვით უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, ან მოხსნათ პრეპარატის მიღება.
ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
უნდა მიექცეს ყურადღება თავბრუსხვევის განვითარების ალბათობაზე.
დოზები და გამოყენების ხერხი
დოზა და გამოყენების ხერხი დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, პათოგენური მიკროორგანიზმის მგრძნობელობაზე და პაციენტის საერთო მდგომარეობაზე.
მოზრდილები და ბავშვები/მოზარდები წონით 40 კგ-ზე ზემოთ
პაციენტები წონით 40 კგ-ზე ზემოთ, როგორც წესი, იღებენ 300 მგ დღე-ღამეში, ე.ი. 150 მგ ყოველ 12 საათში ერთხელ (დილა-საღამოს) ან 300 მგ დღეში ერთხელ (დილით).
დოზა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში სადღეღამისო დოზა უნდა ორჯერ შეამციროთ. (იხ. „განსაკუთრებული მითითებანი და უსაფრთხოიების ზომები“).
დოზა თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს დოზის კორექცია, როორც წესი, არ ესაჭიროებათ.
მაგრამ თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმის შემთხვევაში მიზანშეწონილია გააკონტროლოთ როქსითრომიცინის შრატის კონცენტრაცია და აუცილებლობის შემთხვევაში შეამციროთ დოზა ან გაზარდოთ დოზებს შორის ინტერვალი.
ღვიძლისა და თირკმელების შერწმული მძიმე დაზიანების შემთხვევაში, უნდა რეგულარულად გააკონტროლოთ როქსითრომიცინის შრატის კონცენტრაცია და აუცილებლობისას, დააკორექტიროთ დოზა.
დოზა ხანდაზმული ასაკის პირთათვის
ჩვეულებრივ არ არის აუცილებელი დოზის შემცირება (მხოლოდ ასაკთან დაკავშირებული, თირკმელების ფუნქციის გაუარესების შემთხვევაში).
გამოყენების ხერხი და ხანგრძლივობა
ტაბლეტები უნდა მიიღოთ დაუღეჭავად, მიაყოლოთ საკმარისი რაოდენობით სითხე, საჭმლის მიღებამდე ერთი საათით ადრე.
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ და ბაქტერიოლოგიურ მონაცამებზე. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა უნდა გააგრძელოთ არანაკლებ 2 დღის განმავლობაში.
სტრეპტოკოკული ინფექციებისას რეციდივის ან გვიანი გართულებების თავიდან ასაცილებლად მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 დღეს. ურეთრიტის, ცერვიციტის და ცერვიკოვაგინიტის მკურნალობის ხანგრძლივობა ასევე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 დღეს. მაგრამ იქამდე, სანამ არ იქნება დაგროვილი შემდგომი კლინიკური გამოცდილება, პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული 4 კვირაზე მეტხანს.
გვერდითი მოქმედება
არახელსაყრელი რეაქციების შეფასება ეფუძნება შემდეგ ინფორმაციას შემდეგი სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი: 1/10; ხშირი: 1/100 - < 1/10; არც ისე ხშირი: 1/1,000 - < 1/100; იშვიათი: 1/10,000 - < 1/1,000; ძალიან იშვიათი: < 1/10,000; სიხშირე უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე).
ინფექციური და პარაზიტალური დაავადებები
სიხშირე უცნობია: სუპერინფექცია (ხანგრძლივი გამოყენებისას), კოლიტი, განპირობებული Clostridium difficile-ით (ფსევდომემბრანული კოლიტი).
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრიდან
არც ისე ხშირი: ეოზინოფილია, სიხშირე უცნობია: აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
სიხშირე უცნობია: ანაფილაქტიური შოკი.
ფსიქიატრიული აშლილობები
სიხშირე უცნობია: ჰალუცინაციები, გონების არევ-დარევა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; სიხშირე უცნობია: პარესთეზია, დისგევზია (გემოს დარღვევები), აგევზია (გემოვნებითი მგრძნობელობის დაკარგვა), პაროსმია (ყნოსვის დამახინჯება ყნოსვის ილუზიების ტიპის მიხედვით), ანოსმია (ყნოსვის დაკარგვა).
დარღვევები სმენის და ვესტიბულარული აპარატების მხრიდან
სიხშირე უცნობია: ტრანზიტორული სიყრუე, სმენის ნაკლებობა (ბრადიაკუზია), ვესტიბულარული თავბრუსხვევა, ყურებში ზანზარი.
დარღვევები გულის მხრიდან
სიხშირე უცნობია: QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, „პირუეტის“ ტიპის არითმია.
დარღვევები სასუნთქი სუსტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრიდან
სიხშირე უცნობია: ბრონქოსპაზმი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
ხშირი: გულისრევა, ღებინება, დისპეფსია (ტკივილი ეპიგასტრიაში), დიარეა: სიხშირე უცნობია: სისხლნარევი დიარეა, პანკრეატიტი.
ჰეპატობილიარული დარღვევები
სიხშირე უცნობია: ქოლესტატური ჰეპატიტი (ქოლესტატური ან ჰეპატოცელულარული მწვავე ჰეპატიტი).
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან
ხშირი: გამონაყარი, მულტიმორფული ერითემა, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია: ანგიონევროტული შეშუპება, პურპურა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსკიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები
სიხშირე უცნობია: ასპარტამინოტრანსფერაზის (ასტ) მომატება, ალანინამინოტრანსფერაზის (ალტ) მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზის მომატება.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას მიღებული ზომები: სიმპტომური მკურნალობა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
წინააღმდეგ ნაჩვენებია
ჭვავის რქის სისხლძარღვების შემავიწროებელი ალკალოიდები (იხ. „უკუჩვენებები“).
როქსითრომიცინი ციტოქრომის სისტემის CYP3A4 იზოფერმენტის სუსტ ინჰიბიტორს წარმოადგენს.
ასტემიზოლი, ციზაპრიდი, პიმოზიდი.
როქსითრომიცინის სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან კომბინირებული დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
ტერფენადინი
ზოგიერთ მაკროლიდებსა და ტერფენადინს შორის შესაძლებელია ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება, როქსითრომიცინის და ტერფენადინის ერთდროული მიღება რეკომენდებული არ არის.
სხვა ურთიერთქმედებები
პრეპარატები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს
პაციენტების როქსითრომიცინით და სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებით ერთდროული მკურნალობისას, რომლებსაც QT ინტერვალის გახანგრძლივება შეუძლიათ, უნდა დაიცვათ სიფრთხილე (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“). ასეთ პრეპარატებს განეკუთვნება IA კლასის (მაგალითად, ქინიდინი, პროკაინამიდი, დიზოპირამიდი) და III კლასის (მაგალითად, დოფეტილიდი, ამიოდარონი) ანტიარითმიული საშუალებები, ციტალოპრამი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მეტადონი, ზოგიერთი ანტიფსიქოტიკები (მაგალითად, ფენოტიაზინები), ფტორქინოლონები (მაგალითად, მოქსიფლოქსაცინი), სოკოს საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება (მაგალითად, ფლუკონაზოლი, პენტამიდინი), ასევე მთელი რიგი ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, ტელაპრევირი).
ვარფარინი და სხვა ანტიკოაგულანტები
როქსითრომიცინის და K ვიტამინის ანტაგონისტების ერთდროული მიღებისას მიზანშეწონილია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (სნშ) კონტროლი.
დიზოპირამიდი
როქსითრომიცინს შეუძლია განდევნოს დიზოპირამიდი ცილებთან კავშირიდან; მსგავსი ეფექტი in-vivo იწვევს თავისუფალი დიზოპირამიდის შრატის კონცენტრაციის მომატებას. ამიტომ აუცილებელია ეკგ-ს ჩატარება, და შეძლებისდაგვარად, შრატში დიზოპირამიდის კონცენტრაციის გაკონტროლება.
დიოქსიდინი და სხვა გულის გლიკოზიდები.
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ როქსითრომიცინს და დიოქსიდინს ან სხვა გულის გლიკიზიდებს, აუცილებელია ეკგ-ს ჩატარება და შეძლებისდაგვარად, შრატში გულის გლიკოზიდების კონცენტრაციის კონტროლი. იმ სიმპტომების გაჩენისას, რომელთა მეშვეობითაც ნავარაუდებია გულის გლიკოზიდების ჭარბი დოზირება, მსგავსი გამოკვლევები აუცილებელია.
ჰმგ-კო А-რედუქტაზას (3-ჰიდროქსი-3-მეთილ-გლუტარილ-კოენზიმ A-რედუქტაზა) ინჰიბიტორები
სტატინებით და როქსითრომიცინით კომბინირებული თერაპია საჭიროებს სიფრთხილეს, გარდა ამისა, პაციენტებში უნდა გაკონტროლდეს მიოპათიის სიმპტომების გაჩენა.
მიდაზოლამი
როქსითრომიცინის (300 მგ დღე-ღამეში) და მიდაზოლამის (15 მგ შინაგანად მისაღებად) კომბინირებული გამოყენება ზრდიდა მიდაზოლამის (Р-450 ციტოქრომის სისტემის CYP3A4 იზოფერმენტის მგრძნობიარე სუბსტრატის) AUC-ს 47%-ით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიდაზოლამის მოქმედების გაძლიერება.
თეოფილინი
აღინიშნებოდა თეოფილინის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება პლაზმაში, რომელსაც არ ესაჭიროება ჩვეულებრივი დოზის შეცვლა.
ბრომოკრიპტინი
როქსითრომიცინს შეუძლია AUC და ბრომოკრიპტინის პლაზმური კონცენტრაციის გაზრდა მოცემული პრეპარატის არასასურველი ეფექტების გაჩენის გაზრდილი რისკით.
ციკლოსპორინი
იმ პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს გულის ტრანსპლანტაცია და იღებდნენ ციკლოსპორინს სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში, რომლებსაც ენიშნებოდათ როქსითრომიცინის 150 მგ დღე-ღამეში ორჯერ 11 დღის განმავლობაში, როქსითრომიცინი იწვევდა ციკლოსპორინის პლაზმური კონცენტრაციის 50%-ით მომატებას, რომელიც თანდათან მცირდებოდა როქსითრომიცინის მოხსნის შემდეგ.
რიფაბუტინი
როქსითრომიცინს შეუძლია რიფაბუტინის პლაზმური კონცენტრაციის გაზრდა.
არ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება კარბამაზეპინთან, რანიტიდინთან, ალუმინისთან და მაგნიუმის ჰიდროქსიდთან.
მცირერიცხოვან გამოკვლევებში მონაწილეთა მცირე რაოდენობით მიღებულია როქსითრომიცინისა და ესტროგენებისა და პროგესტაგენების შემცველი ორალური კონტრაცეპტივების ურთიერთქმედების უარყოფითი შედეგები.
გამოშვების ფორმა
10 (1х10) ტაბლეტი ალ/პვხ ბლისტერში, მუყაოს შეკვრაში.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას,ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღს წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღე.
გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით
კომენტარის დამატება