ოფლოჰექსალი / ofloheqsali / OFLOHEXAL®
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ოფლოქსაცინი; გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს 200მგ ან 400 მგ ოფლოქსაცინს;
დამხმარე ნივთიერებები: მონოჰიდრატების ლაქტოზები, სიმინდის სახამებელი, პოვიდონ 25, კროსპოვიდონი, პოლოქსამერი 188, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, მეთილჰიდროპროპილცელულოზა 5 „Cps” , მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფლოჰექსალი, როგორც ფტორქინოლონის სხვა წარმოებულები, ახდენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას. პრეპარატი მაღალაქტიურია უმრავლესი გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმების მიმართ და რიგი გრამდადებითი აერობული ბაქტერიებისადმი, რომლებიც მდგრადია პენიცილინის, ცეფალოსპორინების და ამინოგლიკოზიდებისადმი. პრეპარატი ასევე აქტიურია ქლამიდიის, მიკრობაქტერიებისადმი. პრეპარატისადმი არ არიან მგრძნობიარე ანაერობული ბაქტერიები, მკრთალი სპიროქეტა, ვირუსები, სოკოები და უმარტივესები. ოფლოჰექსალი კარგად და სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. კარგად აღწევს ბიოლოგიურ სითხეებში და ორგანიზმის ქსოვილებში და თერაპიული კონცენტრაციით არის ნახველში, ნერწყვში, ნაღვლის წვენში, ზურგის ტვინის სითხეში, ძვლის ქსოვილში, ლორწოვან გარსებში, გადის პლაცენტარულ ბარიერს და ხვდება დედის რძეში.
ჩვენებები
ოფლოჰექსალი ინიშნება ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
- სასუნთქი გზების ინფექციები: პნევმონია და ბრონქოპნევმონია, პლევრიტი, ფილტვების ემპიემა, ბრონქოექტაზიური დაავადებებისას ინფიცირება, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ფილტვის აბსცესები;
- ყელის, ცხვირის და ყურის ქრონიკული და მორეციდივე ინფექციები, ოტიტის, სინუსიტის ჩათვლით (გარდა მწვავე ტონზილიტისა);
- შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები: მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი, ცისტიტი, ეპიდიდიმიტი, საშარდე გზების ქირურგიული ინფექციები, შარდ-გამომყოფი გზების გართულებული ან მორეციდივე ინფექციები;
- რბილი ქსოვილების და კანის ინფექციები;
- მუცლის ღრუს ინფექციები, მცირე მენჯის ღრუს ინფექციების ჩათვლით, ბაქტერიული დიარეა;
- ურეთრის, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავის დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პენიცილინისადმი მდგრადი გონოკოკებით, ქლამიდიით და სხვა მიკროორგანიზმებით, რომლებიც მგრძნობიარეა ოფლოქსაცინისადმი;
- სხვა ინფექციური დაავადებები: მუცლის ტიფი, სალმონელოზი, შიგელოზი, სანაღვლე გზების ინფექციები, ოსტეომიელიტი;
- ინფექციების პროფილაქტიკა (კერძოდ სელექტიური ნაწლავური დეზინფიცირება) პაციენტებში ნეიტროპენიით.
შეიძლება გამოყენებული იქნას კომპლექსურ თერაპიაში სეპტიცემიის, ენდოკარდიტის, ოსტეომიელიტის, მიკრობაქტერიული ინფექციების, კეთრის სამკურნალოდ, ოპერაციის წინა პროფილაქტიკისათვის ან ოპერაციის შემდგომი ინფექციების სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სახესა და სიმძიმეზე, მიკროორგანიზმების სახეობაზე, პაციენტის ასაკზე, სხეულის მასასა და თირკმლების ფუნქციაზე, ასევე პრეპარატზე გამომწვევების რეაგირების სისწრაფეზე.
უმრავლეს შემთვევებში რეკომენდირებულია მკურნალობის გაგრძელება ტემპერატურის დაქვეითებიდან და დაავადების სიმპტომების შემცირებიდან კიდევ 3 დღის განმავლობაში. მწვავე ინფექციებისას მკურნალობა, როგორც წესი, გრძელდება 7-10 დღე. მკურნალობის ჩვეული ხანგრძლივობა შეადგენს 7-8 დღეს სალმონელოზისას, 4-5 დღეს შიგელოზისას და 3 დღეს ნაწლავური ინფექციებისას.
ქვედა საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციებისას, ჩვეულებრივ საკმარისია მკურნალობა 3 დღის განმავლობაში. გაურთულებელი გონორეის სამკურნალოდ საკმარისია 400 მგ-იანი ოფლოჰექსალის 1 ტაბლეტი. ძვლების ინფექციების შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-4 კვირას, ერთეულ შემთხვევებში ზოგჯერ მეტსაც. რეკომენდირებულია თერაპიის ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს 2 თვეს.
გარსით დაფარული ოფლოჰექსალის 200 და 400 მგ-იანი ტაბლეტები შეიძლება გაიყოს შუაზე. მათი მიღება საჭიროა დაუღეჭავად, საკმაო რაოდენობის სითხის დაყოლებით (0,5 – 1 ჭიქა წყალი), საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად.
სადღეღამისო დოზას ჩვეულებრივ ყოფენ ორ თანაბარ დოზად, რომელსაც იღებენ დილით და საღამოს, მნიშვნელოვანია, რომ მიღებებს შორის შუალედები იყოს დაახლოებით ერთნაირი.
დოზირება თირკმლის ნორმალური ფუნქციისას.
ჩვენებები | ერთჯერადი და დღეღამური დოზები |
---|---|
ქვედა შარდგამომყოფი გზების არაგართულებული ინფექციები | 100 მგ ოფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში |
არაგართულებული გონორეა | 400 მგ ოფლოქსაცინი 1-ჯერ დღეში ერთჯერადი დოზის სახით |
თირკმლის, შარდგამომყოფი გზების და სასქესო ორგანოების ინფექციები | 200 მგ ოფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში |
სასუნთქი გზების, ყელის, ცხვირის და ყურის ინფექციები | 200 მგ ოფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში |
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები | 200 მგ ოფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში |
ძვლის ინფექციები | 200 მგ ოფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში |
მუცლის ღრუს ინფექციები (ბაქტერიებით გამოწვეული დიარეის ჩათვლით) | 200 მგ ოფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში |
ცალკეულ შემთხვევებში, მაგ. სხვადასხვა მგრძნობელობის მქონე პათოგენური მიკროორგანიზმების არსებობისას, პრეპარატისადმი პაციენტის არასაკმარისი ამთვისებლობისას, ძვლების ინფექციებისას, ოფლოქსაცინის დოზა შესაძლოა გაიზარდოს 400 მგ-მდე დღეში 2-ჯერ.
ნეიტროპენიით დაავაებულებში პროფილაქტიკისათვის რეკომენდირებულია ოფლაქსაცინის მიღება სადღეღამისო დოზით 400-600მგ.
დოზირება თირკმლის ფუნქციის დარღვევისას.
პაციენტებისათვის თირკმლის ფუნქციის ზომიერი და მძიმე დარღვევით, რომელსაც საზღვრავენ კრეატინინის დონის ცვლილებებით სისხლის შრატში და კლირენსით, პირველი დოზა ოსეთივეა, როგორც თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში და შეესაბამება დაავადების ტიპს და სიმძიმეს. შემანარჩუნებელი დოზა განისაზღვრება კრეატინინის კლირენსიდან გამომდინარე შემდეგი სახით:
კრეატინის კლირენსი | შრატის კლირენსი | შემანარჩუნებელი დოზა |
---|---|---|
50-20მლ/წთ | 1.5მგ/დლ | 100-200 მგ ოფლოქსაცინი დღეში |
< 20 მლ/წთ | < 5 მგ/დლ | 100-200 მგ ოფლოქსაცინი დღეში |
ჰემოდიალიზი, ან პერიტონული დიალიზი | 100-200 მგ ოფლოქსაცინი დღეში |
დოზირება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (მაგ.ღვიძლის ციროზი და ასციტი) ოფლოქსაცინის გამოყოფა შესაძლოა დაქვეითებული ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია სადღეღამისო დოზა არ აღემატებოდეს მაქსიმალურ დოზას - 400მგ ოფლოქსაცინი.
გვერდითი მოვლენები
ზოგადად, სიმპტომები იშვიათად ჩნდება და სწრაფად გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცლის ტკივილი, უმადობა, გულისრევა, პირღებინება და დიარეა. ძალიან იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ფსევდომემბრანული კოლიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ღვიძლის ფერმენტების დონის და ბილირუბინის დონის მომატება.
ნერვიული სისტემის მხრივ:თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, შფოთვა, ცნობიერების მოშლა, ტრემორი, არადამაჯეებელი სიარული.
იშვიათად და ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ტაქიკარდია და ხანმოკლე ჰიპოტენზია, ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოპენია ან პანციტოპენია.ძალიან იშვიათად შეიძლება მოიმატოს კანის მგრძნობელობამ სინათლისადმი.
ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად თვალებში მწველი ტკივილის, გამაღიზიანებელი ხველის ან ცხვირიდან გამონადენის სახით, კანის, ლორწოვანი გარსების, სახის, ენის და ხახის შეშუპებით. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს მოხრჩობა, რომელიც განპირობებულია ბრონქოსპაზმით და/ან შოკი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის მიღებას დაუყოვნებლივ წყვეტენ და ატარებენ ანტიშოკურ თერაპიას.
ამ არასასიამოვნო რეაქციების გაჩენისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
უკუჩვენება
არ ინიშნება ბავშვებში და მოზარდებში 18 წლამდე, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში, ეპილეფსიით დაავადებულებში, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებისას კრუნჩხვის დაქვეითებული ზღურბლით, ღვიძლის დაავადებებისას, ჰეპატიტისას, მყესების დაავადებების/დაზიანებისას, რომელიც განპირობებულია ქინოლონებით თერაპიით, მომატებული მგრძნობელობისას ქინოლონების და ფტორქინოლონების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილე გამოყენებისას. პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია უთხრათ ექიმს თუ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებმა თირკმლის დაავადებებით და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით (თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, ეპილეფსია). პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ოფლოჰექსალს, უნდა მიიღონ სითხეები მნიშვნელოვანი რაოდენობით, კრისტალურიის თავიდან ასაცილებლად. მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავი აარიდონ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას და ულტრაიისფერი სხივებით დასხივებას (მზის ლამფა, სოლარიუმი).
ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენებმა შესაძლოა გააუარესოს პაციენტის ყურადღება და დააქვეითოს მისი რეაქტიულობა და ამით გაზარდოს ტრანსპორტის მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას რისკი. ეს უმთავრესად ეხება ალკოჰოლთან ერთად გამოყენებას.
თუ თქვენ გქონდათ ალერგიული რეაქციები, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ამის შესახებ!
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ თქვენ იღებთ რაიმე სხვა სამკურნალო სასუალებებს, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ამის შესახებ!
არაორგანული ანტაციდური საშუალებების, სუკრალფატის, ლითონის იონების შემცვლელი პრეპარატების (ალუმინის, რკინის, მაგნიუმის, ცინკის) ერთდროული შეყვანა, მაგ. მიკროელემენტების შემცველი ვიტამინების, ამცირებს ოფლოქსაციის ეფექტს, რის გამოც ოფლოჰექსალი უნდა მიიღოთ 2 საათით ადრე ასეთი პრეპარატების მიღებამდე.
ოფლოქსაციის და ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (მაგ. ფენბუფენი), ან ტეოფილინის ერთდროულად მიღებისას, იზრდება კრუნჩხვების განვითარების ალბათობა.
იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებისას, რომლებიც გამოიყოფიან თირკმლის მილაკებით (პრობენეციდი, ციმეტიდინი, ფუროსემიდი, მეთოტრექსატი) შესაძლოა, განვითარდეს მათი გამოყოფის ურთიერთინჰიბირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში მათი დონეების მომატება და გვერდითი მოვლენების გაზრდა. შესაძლოა, გაძლიერდეს კუმარინის წარმოებულების ეფექტები, ამიტომ საჭიროა კოაგულოგრამის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.
ოფლოქსაცინის უნარის გამო გაზარდოს შრატში გლიბენკლამიდის დონე პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, ახდენენ სისხლში შაქრის დეტალურ მონიტორინგს.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტს 250C ტემპერატურისა.
ვარგისიანობის ვადა. ვარგისიანობის ვადა არის 5 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი:რეცეპტი)
კომენტარის დამატება