ტოპრა / topra / TOPRA
შემადგენლობა
საინიექციო პრეპარატის ერთი ფლაკონი შეიცავს ცეფეპიმის 1 გ-ს და L-არგინინს - პH 4.0-6.0 ფარგლებში შესანარჩუნებლად.
მოქმედების მექანიზმი
IV თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. მოქმედებს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, ამინოგლიკოზიდებისა და III თაობის ცეფალოსპორინებისადმი მდგრადი შტამების მიმართ. ცეფეპიმი მდგრადია უმეტესი ბეტა-ლაქტამაზებით გამოწვეული ჰიდროლიზისადმი, ახასიათებს მცირედი მსგავსება ქრომოსომული გენებით კოდირებული ბეტა-ლაქტამაზების მიმართ, სწრაფად აღწევს გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედებში.
ცეფეპიმი აქტიურია გრამდადებითი აერობული ბაქტერიების მიმართ: Staphylococcus aureus (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Staphylococcus epidermidis (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Staphylococcus spp.- ს სხვა შტამები (St. hominis, St. saprophyticus-ის ჩათვლით), Streptococcus pyogenes (A ჯგუფის სტრეპტოკოკები), Str. Agalactiae (B ჯგუფის სტრეპტოკოკები), Str. Pneumonia (პენიცილინისადმი საშუალო მდგრადობის - მდკ 0,1-1 მკგ/მლ შტამების ჩათვლით), Str. Bovis (D ჯგუფის), Str. viridans, სხვა ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები (C,G,F ჯგუფის); გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიების მიმართ: Pseudomonas spp. (P.aeruginosa, P.putida, P.stutzeri-ს ჩათვლით), Escherichia coli, Klebsiella spp. (K.pneumoniae, K.oxytoca, K.ozaenae-ს ჩათვლით), Enterobacter spp. (E.cloacae, E.aerogenes, E.agglomerans, E.sakazakii-ს ჩათვლით), Proteus spp. (P.mirabilis, P.vulgaris-ს ჩათვლით), Acinetobacter calcoaceticus (ქვეტიპიA.anitratus, A.lwoffi i), Aeromonas hydrophila, Capnocytophaga spp., Citrobacter spp. (C.diversus, C.freundii- ს ჩათვლით), Campylobacter jejuni, Gardnerella vaginalis, Haemophilus ducreyi, Haemophilus infl uenzae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfl uenzae, Hafnia alvei, Legionella spp., Morganella morganii, Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Neisseria gonorrhoeae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Neisseria meningitidis, Providencia spp.(P.rettgeri, P.stuartii-ის ჩათვლით), Salmonella spp., Serratia spp. (S.marcescens, S.liquefaciens- ის ჩათვლით), Shigella spp., Yersinia enterocolitica. ანაერობული ბაქტერიების მიმართ: Bacteroides spp. (B.melaninogenicus-ის ჩათვლით, Bacteroides spp ს სხვა შტამები/პირის ღრუში/) Clostridium perfringens, Fusobacterium spp., Mobiluncus spp., Peptostreptococcus spp., Veillonella spp. პრეპარატისადმი მდგრადია Xanthomonas maltophilia (Pseudomonas maltophilia) - ს ზოგიერთი შტამი, Bacteroides fragilis, Clostridium diffi cile. მეტიცილინისადმი მდგრადი ენტეროკოკებისა (მათ შორის Enterococcus faecalis) და სტაფილოკოკების უმეტესი შტამები რეზისტენტობას ინარჩუნებენ უმეტესი ცეფალოსპორინების (მათ შორის ცეფეპიმის) მიმართაც. ცეფეპიმის თერაპიული კონცენტრაცია აღმოჩენილია შარდში, ნაღვლის წვენში, პერიტონეალურ სითხეში, ბრონქების ლორწოვან სეკრეტში, ნახველში, წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში, თავ-ზურგტვინის სითხეში მენინგიტის დროს. ცეფეპიმის T1/2 შეადგენს დაახლოებით 2 საათს. ცეფეპიმი გამოიდევნება თირკმლების საშუალებით. პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით T1/2 იზრდება. ცეფეპიმის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილია ბავშვებში 2 თვიდან 11 წლამდე.
ჩვენებები
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონიისა და ბრონქიტის ჩათვლით); საშარდე გზების ინფექციები (გაურთულებელი და გართულებული); კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; ინტრააბდომინალური ინფექციები (პერიტონიტისა და სანაღვლე გზების ინფექციის ჩათვლით); გინეკოლოგიური ინფექციები; სეპტიცემია; ნეიტროპენიული ცხელება (ემპირიული თერაპიის სახით); ბაქტერიული მენინგიტი ბავშვებში; ღრუ ორგანოებზე ქირურგიული ჩარევისას ინფექციის განვითარების პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები
ცეფეპიმით მკურნალობის დაწყება დასაშვებია გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიკაციამდეც. პრეპარატის დოზის შერჩევას და შეყვანის გზას ადგენენ გამომწვევის მგრძნობელობის, ინფექციის სიმძიმის, ასევე ავადმყოფის თირკმლების ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით. პრეპარატის ვენაში ინიექცია, უპირატესად მძიმე ან სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების დროს (შოკის საშიშროებისას) გამოიყენება. მოზრდილებში და 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით პრეპარატის დოზა შეადგენს:
საშარდე გზების ინფექციები-მსუბუქი და საშუალო სიმძიმის | 0.5-1 გ ვენაში ან კუნთში საინიექციო | ყოველ 12 სთ-ში |
---|---|---|
სხვა სახის ინფექციები - მსუბუქი და საშუალო სიმძიმის | 1 გ ვენაში ან კუნთში საინიექციო | ყოველ 12 სთ-ში |
მძიმე ინფექციები | 2 გ ვენაში საინიექციო | ყოველ 12 სთ-ში |
სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები | 2 გ ვენაში საინიექციო | ყოველ 8 სთ-ში |
ქირურგიული ჩარევებისას ინფექციის განვითარების პროფილაქტიკის მიზნით ოპერაციამდე 60 წთ-ით ადრე საჭიროა 2 გ ტოპრას ვენაში 30 წთ-ის განმავლობაში შეყვანა, შემდეგ - 500 მგ მეტრონიდაზოლი. გასათვალისწინებელია, რომ ცეფეპიმის და მეტრონიდაზოლის ერთდროულად ინიექცია არ შეიძლება, მეტრონიდაზოლის შეყვანამდე საჭიროა საინფუზიო სისტემის გამორეცხვა. ხანგრძლივი (12 საათზე მეტი) ქირურგიული ოპერაციების დროს ტოპრას შეყვანიდან 12 საათის შემდეგ საჭიროა მისი განმეორებითი ინიექცია იგივე დოზით, შემდგომში მეტრონიდაზოლის შეყვანით. ბავშვებში (2 თვის ასაკიდან) პრეპარატის მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს მოზრდილთა რეკომენდებულ დოზას. 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში საშარდე გზების გართულებული ან გაურთულებელი ინფექციების (პიოლონეფრიტის ჩათვლით), კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციების, პნევმონიის, ნეიტროპენიული ცხელების ემპირიული მკურნალობის დროს პრეპარატის საშუალო დოზა შეადგენს 50 მგ/კგ-ზე ყოველ 12 საათში ერთხელ. პაციენტებში ნეიტროპენიული ცხელებით და ბაქტერიული მენინგიტით ინიშნება 50 მგ/კგ-ზე ყოველ 8 საათში ერთხელ. თერაპიის ხანგრძლივობა საშუალოდ 7-10 დღეა, მძიმე ინფექციების სამკურნალოდ დასაშვებია მკურნალობის გახანგრძლივება. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (კკ 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) საჭიროა დოზის კორექცია. საწყისი დოზა ისეთივეა, როგორც პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით. შემანარჩუნებელი დოზა განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით.
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) | რეკომენდებული დოზა | |||
---|---|---|---|---|
2 გ ყოველ 8 საათში | 2 გ ყოველ 12 საათში | 1 გ ყოველ 12 საათში | 500 მგ ყოველ 24 საათში | |
> 50 | რეკომენდებული დოზა კორექციას არ საჭიროებს | |||
50-30 | 2 გ ყოველ 12 საათში | 2 გ ყოველ 24 საათში | 1 გ ყოველ 24 საათში | 500 მგ ყოველ 24 საათში |
29-11 | 2 გ ყოველ 24 საათში | 1 გ ყოველ 24 საათში | 500 მგ ყოველ 24 საათში | 500 მგ ყოველ 24 საათში |
< = 10 | 1 გ ყოველ 24 საათში | 500 მგ ყოველ 24 საათში | 250 მგ ყოველ 24 საათში | 250 მგ ყოველ 24 საათში |
როდესაც ცნობილია შრატში კრეატინინის სტაციონარული კონცენტრაცია, კრეატინინის კლირენსის (კკ) განსაზღვრა ხდება შემდეგნაირად: მამაკაცებში: კკ (მლ/წთ)=წონა(კგ)X(140-ასაკი)/(72Xშრატის კრეატინინი(მგ/დლ). ქალებში: ზემოაღნიშნული მაჩვენებელიX0,85 ჰემოდიალიზის დროს ორგანიზმიდან 3 საათში გამოიდევნება ცეფეპიმის საერთო რაოდენობის 68%. ყოველი დიალიზის შემდეგ საჭიროა საწყისი დოზის ოდენობით განმეორებითი დოზის შეყვანა. განუწყვეტელ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებში ინფექციის სიმძიმიდან გამომდინარე ცეფეპიმი გამოიყენება საშუალო რეკომენდებული დოზით: 500მგ, 1გ ან 2გ, ერთჯერად დოზებს შორის 48 საათიანი ინტერვალის დაცვით. ბავშვებში თირკმლების დარღვეული ფუნქციით ცეფეპიმის დოზის კორექცია ისეთივეა, როგორც მოზრდილებში.
ხსნარის მომზადების და შეყვანის წესი
ვენაში საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონის შიგთავსი (1გ ცეფეპიმი) იხსნება 10 მლ საინიექციო სტერილურ წყალში, 5% გლუკოზის ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. ცეფეპიმი ვენაში შეყავთ 3-5 წთ-ის განმავლობაში. ვენაში გადასასხმელად სისტემის გამოყენებისას ცეფეპიმი უნდა შეუთავსონ სხვა გადასასხმელ ხსნარს და შეიყვანონ არანაკლებ 30 წთ-ის განმავლობაში. ცეფეპიმის ხსნარი კონცენტრაციით 1-40 მგ/მლ შეთავსებადია შემდეგ ხსნარებთან: 0,9% ნატრიუმის ქლორიდი ინიექციისათვის, 5% ან 10% გლუკოზის ხსნარი ინიექციისათვის, M/6 ნატრიუმის ლაქტატის ხსნარი, 5% დექსტროზის ხსნარი ინიექციისათვის, რინგერის ხსნარი. კუნთში საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონის შიგთავსი (1გ ცეფეპიმი) იხსნება საინიექციო სტერილურ წყალში, 5% გლუკოზის ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინიექციო ხსნარში, საინიექციო ბაქტერიოსტატურ წყალში პარაბენით ან ბენზილის სპირტით, 0,5% ან 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში.
ფხვნილი ინიექციისათვის | გამხსნელის რაოდენობა (მლ) | მიღებული ხსნარის რაოდენობა (მლ) | ცეფეპიმის კონცენტრაცია (მგ/მლ) | |
---|---|---|---|---|
ვენაში ინიექციისათვის | 1 გ/ფლ | 10 | 11,3 | 100 |
კუნთში ინიექციისათვის | 1 გ/ფლ | 24 | 3,6 | 280 |
მომზადებული ხსნარი ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას ვარგისია 24 სთ-ის განმავლობაში, ხოლო მაცივარში შენახვისას (2-8ოჩ ტემპერატურაზე) - 7 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
ტოპრა ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი ეფექტები ვლინდება იშვიათად და ძირითადად საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან ან ალერგიული რეაქციების სახით ვლინდება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში დიარეა, გულისრევა, ღებინება, კოლიტი, ტკივილი მუცლის არეში; ალერგიული რეაქციები: კანის სიწითლე, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ანემია, ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას, ტუტე ფოსფატაზასა და საერთო ბილირუბინის დონის მატება, დადებითი კუმბსის რეაქცია ჰემოლიზის გარეშე. სხვადასხვა: სხეულის ტემპერატურის მომატება, ვენაში ინიექციის დროს - ფლებიტი, ანთებითი რეაქცია, კუნთში ინიექცის დროს - ანთებითი რეაქცია ან ტკივილი.
უკუჩვენება
ცეფეპიმისა და L-არგინინისადმი, ასევე ცეფალოსპორინების რიგის პრეპარატების, პენიცილინების და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიკაციისა და ცეფეპიმისადმი მგრძნობელობის დასადგენად საჭიროა შესაბამისი ტესტის ჩატარება. შერეული აერობულ/ანაერობული მიკროფლორით (მათ შორის Bacteroides fragilis არსებობისას) გამოწვეული ინფექციის განვითარების მაღალი რისკის პაციენტებში, გამომწვევის იდენტიფიკაციამდე თერაპიის მიზნით რეკომენდებულია ტოპრასთან ერთად ანაერობებისადმი აქტიური პრეპარატის დანიშვნაც. ტოპრა სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ალერგიის ნებისმიერი ფორმით. პრეპარატით მკურნალობის ფონზე ალერგიის განვითარებისთანავე საჭიროა მისი მოხსნა. დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინებებისას კი, შესაძლოა საჭირო გახდეს ადრენალინის გამოყენება და შემანარჩუნებელი თერაპია. ცეფეპიმით მკურნალობის ფონზე დიარეის გამოვლინებისას გასათვალისწინებელია ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება. კოლიტის მსუბუქი ფორმა ექვემდებარება პრეპარატის მოხსნას, ხოლო საშუალო და მძიმე ფორმები საჭიროებენ სპეციალურ მკურნალობას. ტოპრას (ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების) გამოყენებისას შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება, რაც პრეპარატის მოხსნას და შესაბამის თერაპიას საჭიროებს. მოზრდილებსა და ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება თანაბარია. პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 2 თვემდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. ცეფეპიმის ხსნარისა (ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების უმრავლესობის მსგავსად) და მეტრონიდაზოლის, ვანკომიცინის, გენტამიცინის, ტობრამიცინის სულფატის და ნეტილმიცინის სულფატის ერთდროულად გამოყენებისას მოსალოდნელია მათი ურთიერთქმედება. ამიტომ ცეფეპიმი და აღნიშნული პრეპარატები ინიშნება ცალ-ცალკე. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. ორსულობის პერიოდში ცეფეპიმის უსაფრთხოების დამადასტურებელი ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა; პრეპარატის გამოყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არის დასაშვები. დედის რძეში ცეფეპიმი მცირე კონცენტრაციით გამოიყოფა; ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება. დოზის გადაჭარბება. დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში აღწერილია ენცეფალოპათიის ნიშნები. მკურნალობა: ნაჩვენებია ჰემოდიალიზი, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 25°C ტემპერატურამდე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელადგილზე! მომზადებული ხსნარი ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას ვარგისია 24 სთ-ის განმავლობაში, ხოლო მაცივარში შენახვისას (2-8°C ტემპერატურაზე) - 7 დღის განმავლობაში.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
რეგისტრაციის # და თარიღი
წს N რ - 002082 18.12.2006
კომენტარის დამატება