Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სისხლის ანალიზები

სისხლის ანალიზები

149

სისხლი

სისხლი გულის მეშვეობით ცირკულირებს ორგანიზმში. იგი აწვდის ჟანგბადს ორგანოებს, კუნთებსა და ქსოვილებს და გამოაქვს ნახშირორჟანგი.

სისხლი შედგება:

  • პლაზმისაგან, რომელიც არის წყლისა და ქიმიური ნივთიერებების ერთობლიობა, როგორიცაა, ცილები, გლუკოზა და მინერალური მარილები;
  • სისხლის წითელი უჯრედები, რომელთაც გამოაქვთ ჟანგბადი ფილტვებიდან და გადააქვთ მთელ ორგანიზმში;
  • სისხლის თეთრი უჯრედები, რომელიც წარმოქმის სხეულის იმუნური სისტემის ნაწილს და ეხმარება მას ინფექციებისაგან დაცვაში;
  • თრომბოციტები, უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმს სისხლის შედედების პროცესში, მაგალითად, ხელის გაჭრის დროს;

სისხლის ანალიზი გულისხმობს სისხლის მცირე ნიმუშის აღებას ლაბორატორიაში შესამოწმებლად. სისხლის ანალიზებს აქვს ფართო სპექტრის გამოყენება და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპის სამედიცინო ტესტია.

მაგალითად, სისხლის ანალიზს იყენებენ:

  • ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასების მიზნით;
  • ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციის არსებობის დასადასტურებლად;
  • გარკვეული ორგანოების, როგორიცაა ღვიძლისა და თირკმელების, ფუნქციობის შესაფასებლად;
  • გენეტიკური დაავადებების კვლევისთვის, როგორიცაა ცისტური ფიბროზი, ან ხერხემლის კუნთების ატროფია;

სისხლის ანალიზთა უმრავლესობის ჩატარებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება და ტარდება პოლიკლინიკებში, დიაგნოსტიკურ ცენტრებში, ან ადგილობრივ საავადმყოფოში.

სისხლის ანალიზის ასაღებად მზადება

ჯანდაცვის პროფესიონალი, რომელმაც უნდა აგიღოთ სისხლის ანალიზი, გაგაფრთხილებთ, არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული მითითებები ტესტის ჩატარებამდე.

მაგალითად, სისხლის ანალიზის სახის მიხედვით, თქვენ შეიძლება გთხოვონ, რომ:

  • არ მიიღოთ საკვები და სასმელი, წყლის გარდა (იყოთ უზმოზე) - იხილეთ შეიძლება საჭმლის მიღება სისხლის ანალიზამდე?
  • შეწყვიტოთ გარკვეული სახის მედიკამენტების მიღება - იხილეთ შეიძლება წამლების მიღება სისხლის ანალიზამდე?

რა ხდება სისხლის ანალიზის დროს?

სისხლი სანალიზი, როგორც წესი, გულისხმობს სისხლის ნიმუშის აღებას მკლავზე არსებული სისხლძარღვებიდან.

მკლავი არისმოსახერხებელინაწილი, რადგანმისი მოხრა და გაშლა ადვილად შესაძლებელია. ჩვეულებრივ,ადგილი საიდანაც ნიმუშს იღებენ არის იდაყვის შიდა მხარე და მაჯა, სადაც ვენები შედარებით ახლოს არიან კანის ზედაპირთან.

ბავშვებში, სისხლის ნიმუშს ჩვეულებრივ, ხელის უკანა მხრიდან იღებენ. ტესტის ჩატარებამდე ხელზე სპეციალურ საანესთეზიო კრემს უსმევენ, რომ ადგილი დაბუჟდეს და ტკივილი ვერ იგრძნონ.

მჭიდროსახვევს (ტურნიკეტს) ათავსებენ მხარზე. ეს ჭიმავს მკლავს, დროებით ანელებს სისხლის ნაკადის დინებას და იწვევს ვენების სისხლით გავსებას. ეს სისხლის ნიმუშის აღებას შედარებით მარტივს ხდის.

სისხლის ნიმუშის აღებამდე, ექიმიანექთანი შესაბამის არეს ანტისეპტიკური ხსნარით დაამუშავებს.

ნემსი, რომელიც მიერთებულიაშპრიცთანანსისხლის სპეციალურ კოლექტორ კონტეინერთან,ვენაში შედის. შპრიციგამოიყენებასისხლის ნიმუშის ასაღებად. თქვენ შეიძლება გრძნობდეთ უმნიშვნელო ჩხვლეტას ნემსის შესვლისას, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მტკივნეული. იმ შემთხვევაში, თუ არ გიყვართ ნემსები და ინექციები, უთხარით პერსონალს, რათა თავი მეტად კომფორტულად იგრძნოთ. სისუსტის, ან გულის წასვლის შეგრძნების შემთხვევაში, უნდა დაწვეთ.

ნიმუშის მიღებისთანავე იღებენ ნემსს. რამდენიმე წუთის მანძილზე, ზეწოლით ადებენ ბამბას, რათა არ განვითარდეს სისხლდენადახელი შეეშალოს სისხლ-ნაჟღენთების წარმოქმნას. მცირეჭრილობაზესისუფთავის შესანაჩუნებლად და ინფექციებისგან თავის ასაცილებლად შესაძლებელია პლასტირის მოთავსება.

ანალიზის შემდგომ

ანალიზის შედეგად, მხოლოდ მცირე რაოდენობის სისხლს იღებენ, ასერომ, აღნიშნულის შემდგომ,არ უნდა იგრძნოთ რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტები.

თუმცა, ზოგიერთი ადამიანი თავბრუსხვევას და სისუსტეს გრძნობს, გული მისდის ტესტის დროს ან მის შემდეგ. თუ ეს მოხდება, უნდა უთხრათ პერსონალს, რომელიც ატარებს ანალიზს, რათა მათ შეძლონ თქვენი დახმარება.

სისხლის ანალიზის შემდეგ, თქვენ შეიძლება კანზე მცირე, ჩალურჯებული არე აღგენიშნებოდეთ, იქ სადაც ნემსი იყო მოთავსებული. ზოგჯერ, შესაძლოა სილურჯე დიდ ფართობზე გავრცელდეს. ეს შეიძლება მოხდეს, თუ ნაჩხვლეტის ადგილას დაწოლა სუსტად მოხდა, ან ნემსით სისხლძარღვის დაზიანების გამო.

სისხლჩაქცევები შეიძლება იყოს მტკივნეული, მაგრამ, როგორც წესი, უვნებელია. თუმცა, თუ ის ხშირად გივითარდებათ სისხლის აღების შემდეგ, უთხარით ექიმს.

შედეგები

სისხლის ნიმუშის მიღების შემდეგ, იგი თავსდება შესაბამის ბოთლშიდაეწერება თქვენისახელი. ის შემდეგ იგზავნება ლაბორატორიაში, სადაც მას იკვლევენ მიკროსკოპის ქვეშ, ან ამოწმებენ ქიმიური ნივთიერებებით, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რისთვისაა ის. შემდეგ, შედეგები ბრუნდება საავადმყოფოში, თქვენს ექიმთან და შეგატყობინებენ, როდისდაროგორგადმოგცემენ მათ.

ზოგჯერ, შედეგების გაგება სტრესული და შემაშფოთებელია. იმ შემთხვევაში, თუ გაწუხებთ და ნერვიულობთ ანალიზის პასუხებზე, შეგიძლიათ აირჩიოთ სანდო მეგობარი ან ნათესავი, რათა მათთან ერთად ნახოთ ის. გარკვეული ტესტებისთვის, როგორიცაა აივ, შემოგთავაზებენ სპეციალისტს რჩევის მისაღებად, რათა დაგეხმაროთ მათ გამკლავებაში.

კომენტარის დამატება