Meds.ge » ყველა წამალი » პიობაქტერიოფაგი თხიერი / piobaqteriofagi txieri / PYOBACTERIOPHAGUM LIQUIDUM

პიობაქტერიოფაგი თხიერი / piobaqteriofagi txieri / PYOBACTERIOPHAGUM LIQUIDUM

166

შემადგენლობა

სტაფილოკოკური ფაგი
სტრეპტოკოკური ფაგი
ფსევდომონა აეროგინოზას ფაგი
პროტეუსის ფაგი
კოლი ფაგი

ფარმაკოლოგიური თვისებები
პიობაქტერიოფაგი უკუჩვენებების გარეშე ახდენს ჩირქოვანი ინფექციებიდან გამოყოფილი ბაქტერიების სპეციფიურ ლიზისს, იგი ბიოლოგიური ანტიბიოტიკია

ჩვენებები
ბიოლოგიური ანტიბიოტიკი უკუჩვენების გარეშე
კანისა და ლორწოვანი ვისცერალური ორგანოების ჩირქოვანი ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა. პიობაქტერიოფაგი გამოიყენება ჩირქოვანი ინფიცირებული ჭრილობების, ფურუნკულების, კარბუნკულების, აბსცესების, დამწვრობების, ვაგინიტების, მასტიტების, ანგინის, რინიტის, ლარინგიტის, გინგივიტის, კონიუქტივიტის, ცისტიტის, პროსტატიტის, პლევრიტის, ართრიტის, ქოლეცისტიტის, ენტეროკოლიტის და სხვა ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.

მიღების წესები და დოზები
პიობაქტერიოფაგი გამოიყენება ინფექციის კერის ადგილის მიხედვით ბადგილობრივად -ტამპონის სახით, ცხვირში ჩასაწვეთებლად , ყელში გამოსავლებად, ჭრილობაზე დასაფენად, აბსცესების დასამუშავებლად და სხვა. ცისტიტების, პროსტატიტების, პიელიტების, ქოლეცისტიტების, ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება, როგორც ადგილობრივად, ისე დასალევად. 
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა ემპირიულია, ინფექციის დაძლევის პერიოდის მიხედვით.

უკუჩვენება
პრეპარატს უკუჩვენება არ გააჩნია

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი შემღვრევის შემთხვევაში არ გამოიყენება

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას კლინიკური სურათი არ არსებობს

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეთავსებადია სხვა პრეპარატებით მკურნალობასთან ერთად

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბნელ, გრილ ადგილას 6-10oC ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ

კომენტარის დამატება