Meds.ge » ყველა წამალი » ზიტრომედი / zitromedi / ZITHROMED™

ზიტრომედი / zitromedi / ZITHROMED™

104

შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
აზითრომიცინის USP 500მგ
ექვივალენტური აზითრომიცინის დიჰიდრატს

ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბაქტერიული საშულება. წარმოადგენს მaკროლიდური ანტიბიოტიკების - აზალიდების - ახალი ჯგუფის პირველ წარმომადგენელს, მოქმედებს ბაქტერიციდულად. აქტიურია გრამდადებითი კოკების: Streptococcus spp., (C, F, G jgufis), Streptococcus pneumonia, Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, Streptococcus viridians, Staphylococcus aureu, გრამდადებითი ბაქტერიების: Haemophilus ducrei, Campylobacter jejuni, Neisseria gonorrhoeae da Gardenella vaginalis; ზოგიერთი ანაერობული მიკროორგანიზმის: Bacteroides bivius, Clostridiun perfringes, Pertostreptococcus spp., და აგრეთვე Chlamydia trachomatis, Mycoplasma pneumonia, Ureaplama urealiticum, Treponema palidium, Borellia burgdorferi-s მიმართ. აზითრომიცინს გააჩნია აბსორბციის მაღალი უნარი, მჟავა მდგრადია. კარგად აღწევს სასუნთქ გზებში, შარდ-სასქესო ორგანოებში და ქსოვილებში, წინამდებარე ჯირკვალში, კანსა და რბილ ქსოვილებში. ანთების კერაში რჩება ბაქტერიციდული კონცენტრაციით დოზის ბოლო მიღების შემდეგ 5-7 დღის განმავლობაში, რაც გვაძლევს ხანმოკლე მკურნალობის კურსის (3-დან 5-დღემდე ) ჩატარების საშუალებას.

ჩვენებები
- ზედა (სტეპტოკოკური ფარინგიტი და ტონზილიტი)და ქვედა (ქრონიკული ობსტრუქციული პნევმონიის ბაქტერიული გამწვავება. ინტერსტიციული და ალევოლარული პნევმონია, ბაქტერიული ბრონქიტი) სასუნთქი გზების ინფექციები;
- ყელ-ყურის ინფექციები (შუა ყურის ოტიტი, ლარინგიტი და სინუსიტი);
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (ურეთრიტი და ცერვიციტი);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადი ინფექციური დერმატოაები), მიგრირებადი ერითემის ქრონიკული სტადია (ლაიმას დაავადება); 
- Mycobacterium avium intracellulare-თი გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- დაავადებები, რომლებიც გადაეცემა სასქესო გზით.

მიღების წესები და დოზები
ბავშვებში
მწვავე. შუა ყურის ოტიტი: 10მგ/კგ პირველ დღე-ღამეს (მაქსიმალური დოზა 500 მგ/დღე-ღამეში), შემდეგ 5 მგ/კგ/დღე-ღამეში 25 დღე-ღამის განმავლობაში (მაქსიმალური დოზა 250 მგ/დღე-ღამეში).
მოზრდილებში
ბრონქიტი, გაურთულებელი პნევმონია, კანის ინფექციები: ერთჯერადად 500მგ/კგ პირველ დღე-ღამეს, შემდეგ 250 მფ/დღე-ღამეში 4 დღე-ღამის განმავლობაში.
არაგონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი, რბილი შანკრი:
ერთჯერადად 1 გ.
პნევმონია სალლი მკურნალობის პირობებში: 500მგ/კგ ერთელ დღე-ღამეში 2 დღე- ღამის განმავლობაში, შემდეგ 500 მგ ერთელ დღე-ღამეში: მკურნალობის საერთო ხანგძლივობა 7-10 დღე-ღამე.
საშვილოსნოსა და დანამატების ანთებითი დაავადებები:
500 მგ ერთხელ დღე-ღამეში 12 დღე-ღამის განმავლობაში, შემდეგ 250 მგ ერთხელ დღე-ღამეში: მკურნალობის საერთო ხანგძლივობა 7 დღე-ღამე. 
მიღების წესი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს:
შესაძლებელია, თუ თერაპიის მოსალოდნელი ეფექტი აღემატება ნაყოფისა და ბავშვისათვის პოტენციური რისკს.

გვერდითი მოვლენები
ღებინება, გულისრევა, დიარეა, გაუვალოდბა, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, მელენა, ქოლესტატური სიყვითლე, ტკივილი მკერდშ, ტაქიკარდია, სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მძინარობა, ნეფრიტი, ვიგინიტი, ნეიტროპენია, ან ნეიტროფილია, ჰიპერკინეზია, აგზნებადობა, ნერვიულობა, უძილობა, კონიუნქტივიტი, ფსევდომემბრანული კოლიტი, კანდიდოზი, ფოტოსენსიბილიზაცია, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ეოზინოფილია; ბავშვებში - გარდა ამისა, ჰიპერკინეზია, აგზნებადობა, ნერვიულობა, უძილობა, კონიუნქტივიტი.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა (მ.შ. სხვა მაკროლიდების მიმართ)
შეზღუდვები გამოყენებისთვის:
ღვიძლის და თირკმელის ფუნქციების მძიმე დარღვევები, ორსულობა, ძუძუთი კვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს ჭვავის რქის ალკალოიდების - დიჰიდროეგოტამინის ეფექტს. ტეტრაციკლინი და ქლორამფენიკოლი აძლიერებს მოქმედებას (სინერგიზმს), ლინკოზამიდები აქვეითებენ ეფექტს. ანტაციდები, ეთანოლი, საჭმელი ანელებენ და ამცირებენ შეწოვის ეფექტს. ანელებს ექსკრექციას, ზრდის კონცენტრაციას სისხლის შრატში და აძლიერებს ციკლოსერინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, მეთილპრედნიზოლონის და ფელოდიპინის ტოქსიურობას. აინჰიბირებს ჰეპატოციტებში მიკროსომულ ჟანგვას, ახანგძლივებს T½, ანელებს ექსკრეციას, ზრდის კარბამაზეპინის, ჭვავის რქის ალკალოიდების, ვალპროის მჟავის, ჰექსობარბიტალის, ფენიტოინის, დიზოპირამიდის, ბრომოკრიპტინის, თეოფილინისა და ქსანტინების სხვა წარმოებულის, პერორული ჰიპოგლიკემიური საშუალებების კონცენტრაციას. შეუთავსებელია ჰეპარინთან.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 25◦C - ის ქვემოთ, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე წარმოებიდან.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა ექიმის რეცეპტით)

კომენტარის დამატება