Meds.ge » ყველა წამალი » მონურალი / monurali / MONURAL

მონურალი / monurali / MONURAL

127

შემადგენლობა

1 პაკეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება – ფოსფომიცინის ტრომეტამოლს 3,754გრ ან 5,631გრ (ექვივალენტური 2,0 გრ ან 3,0გრ ფოსფომიცინის);
დამხმარე ნივთიერებები: მანდარინის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, საქარინი, საქაროზა.
აღწერილობა: თეთრი ფერის გრანულები მანდარინის სუნით

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
მონურალის აქტიური ნივთიერება - ფოსფომიცინის ტრომეტამოლი – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, ფოსფონის მჟავის წარმოებული.
მონურალს გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის პირველი ეტაპის დათრგუნვით. წარმოადგენს რა ფოსფოენოლ პირუვატის სტრუქტურულ ანალოგს, შედის კონკურენციაში მასთან და უკავშირდება ფერმენტ-N-აცეტილ-გლუკოზამინ-3-ენოლპირუვილ-ტრანსფერაზას, რის შედეგადაც ვითარდება ამ ფერმენტის სპეციფიური, არჩევითი და შეუქცევადი ინჰიბირება, რაც გამორიცხავს ჯვარედინი რეზისტენტობის არსებობას სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებთან და სინერგიზმის შესაძლებლობას სხვა ანტიბიოტიკებთან. (in vitro აღინიშნება სინერგიზმი ამოქსიცილინთან, ცეფალექსინთან, პიპემიდინის მჟავასთან) ფოსფომიცინის ტრომეტამოლის ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი in vitro ვრცელდება უმრავლესობა გრამდადებით (Enterococcus spp, Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus, Staphylococcus saprophyt, Staphylococcus spp.) და გრამუარყოფით (E. coli, Citrobacter spp, Enterobacter spp, Klebsiella spp, Klebsiella pneumonia, Morganella morganii, Proteus mirabilis, Pseudomonas spp, Serratia spp.) გამომწვევებზე. in vitro ფოსფომიცინის ტრომეტამოლი ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიას შარდგამომყოფი გზების ეპითელზე.

ფარმაკოკინეტიკა
შეღწევადობა: მონურალი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ პერორალური მიღებისას. ორგანიზმში დისოცირდება ფოსფომიცინად და ტრომეტამოლად. ტრომეტამოლს არ გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება. მონურალის 3 გრ-იანი დოზის ერთჯერადი მიღებისას ბიოშეღწევადობა შეადგენს 34-დან – 65%-მდე. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება პერორალური მიღებიდან 2-2.5 სთ-ის შემდეგ და შეადგენს 22-32მგ/ლ. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4სთ-ს. 

განაწილება: მონურალი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, არ მეტაბოლიზდება, უპირატესად გროვდება შარდში. მონურალის ერთჯერადი დოზის 3გრ-ის მიღებისას შარდში აღინიშნება მისი მაღალი კონცენტრაცია (1053 დან 4415 მგ/ლ-მდე), რაც 99%-ით ბაქტერიოციდულია საშარდე გზების ინფექციების გამომწვევი უმრავლესობა ბაქტერიებისთვის. მონურალის მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაცია გამომწვევებისთვის შეადგენს 128მგ/ლ-ს. მონურალი ჩერდება შარდში 24-48 სთ, რაც უზრუნველყოფს მონურალის ერთჯერადად გამოყენებას მკურნალობის კურსზე. მონურალის კონცენტრაცია შარდში მინიმალურზე მაღალია E.coli-ის დათრგუნვისთვის, რაც ნარჩუნდება სულ მცირე 80სთ-ის განმავლობაში. 

გამოყოფა: მონურალი 90% გამოიყოფა თირკმლებით შეუცვლელი სახით, ავითარებს რა მაქსიმალურ კონცენტრაციას შარდში. მიღებული დოზის 10% გამოიყოფა ნაწლავებით შეუცვლელი სახით. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 80 მლ/წთ), ასევე ხანდაზმულ ასაკში მისი ფიზიოლოგიური დაქვეითება, აღინიშნება ფოსფომიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდის მცირედით გახანგრძლივება, თუმცა მისი კონცენტრაცია თერაპიული დოზით ნარჩუნდება შარდში.

ჩვენებები
• მწვავე ბაქტერიული ცისტიტი, მორეციდივე ბაქტერიული ცისტიტის გამწვავება;
• ბაქტერიული არასპეციფიური ურეთრიტი;
• უსიმპტომო ბაქტერიურია ორსულობისას;
• საშარდე გზების ოპერაციის შემდგომი ინფექციები;
• შარდგამომყოფი გზების ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევისას და ტრანსურეთრალური დიაგნოსტიკური გამოკვლევების დროს.

მიღების წესები და დოზები
პერორალურად.
გრანულები იხსნება 1/3 ჭიქა წყალში. მონურალი მიიღება ერთხელ დღეღამეში, ჭამამდე 2სთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 2სთ-ის შემდეგ, ძილის წინ, დაცლილ შარდის ბუშტზე. 
მოზრდილებში ინიშნება 1 პაკეტი (3გ) ერთჯერადად დღეღამეში.
შარდგამომყოფი გზების ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით ქირურგიული ჩარევისას და ტრანსურეთრალური დიაგნოსტიკური პროცედურების დროს საჭიროა მონურალის ორჯერადი დოზის მიღება: 3სთ-ით ადრე ქირურგიულ ან დიაგნოსტიკურ ჩარევამდე და ჩარევიდან 24სთ-ის შემდეგ. 
ბავშვებში 5-დან-18 წლამდე ინიშნება 2გ ერთჯერადად დღეღამეში.
მკურნალობის კურსი შეადგენს 1 დღეს.
მძიმე შემთხვევებში (ხანდაზმული პაციენტები, მორეციდივე ინფექციები) განმეორებით მიიღება 1 პაკეტი მონურალი 24სთ-ის შემდეგ. 
თირკმლის უკმარისობისას მცირდება დოზა და იზრდება ინტერვალი მიღებებს შორის.

გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრიდან (გულისრევის შეგრძნება, გულძმარვა, ფაღარათი), კანზე გამონაყარი, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა ფოსფომიცინის ტრომეტამოლის მიმართ, თირკმლის მძიმე უკმარისობა(კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ), 5 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისას პრეპარატი ინიშნება მაშინ როცა, დედის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედების პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის დროს პრეპარატის დანიშვნისას მიზანშეწონილია ძუძუთი კვების შეწყვეტა მკურნალობის კურსის დამთავრებამდე.

განსაკუთრებული მითითებები
საკვებთან ერთად მონურალის მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციას-აუცილებელია მონურალის მიღება ჭამამდე 2სთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 2სთ-ის შემდეგ. 
პაციენტებმა შაქრიანი დიაბეტით უნდა გაითვალისწინონ რომ, მონურალის 1 პაკეტი 2გ-იანი და 3გ-იანი დოზები შესაბამისად შეიცავენ 2,100გ ან 2,213გ საქაროზას.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დიარეა (მწვავე დიარეის დროს მკურნალობა სიმპტომატურია) ჰიპერდოზირების რისკი მცირეა, ვინაიდან მონურალი გამოდის შეფუთვაში 1 ან 2 პაკეტი. ჰიპერდოზირებისას სასურველია სითხის მიღება დიურეზის გაძლიერების მიზნით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის სასურველი მონურალის მეთოკლოპრამიდებთან ერთად დანიშვნა, ვინაიდან ერთდროული მიღებისას მცირდება მონურალის შემცველობა სისხლის შრატში და შარდში.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 30ც, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების ვადა: 3წელი
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით

კომენტარის დამატება