Meds.ge » ყველა წამალი » ფაგობიოდერმი / fagobiodermi / PHAGOBIODERM

ფაგობიოდერმი / fagobiodermi / PHAGOBIODERM

111

შემადგენლობა

ფირის 1 სმ2 შეიცავს:
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი – 0,89მგ; ანესთეზინი (ბენზოკაინი) - 1,78მგ; პიოფაგი - არა ნაკლებ 104-ფაგისა; პროტეოლიზური ფერმენტიa - ქიმოტრიფსინი - 0,13მგ; 
ბიოდეგრადირებადი პოლიმერი - 5,35-7,18მგ;

ფარმაკოლოგიური თვისებები
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი - მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიმიკრობული საშუალება ფტორქინოლების ჯგუფიდან ხასიათდება ბაქტერიციდული მოქმედებით: იწვევს ბაქტერიის ფერმენტ დნმ-ჰირაზას ინჰიბირებას, რის გამოც ირღვევა დნმ-ის რეპლიკაცია და ბაქტერიების უჯრედების ცილის სინთეზი. ციპროფლოქსაცინი მოქმედებს მიკროორგანიზმებზე როგორც გამრავლების, ასევე მოსვენების ფაზაში. 
პიობაქტერიოფაგი იწვევს 5 ძირითადი ჩირქმბადი მიკროორგანიზმის (Ps.aeruginosa, E.coli, Staphylococcus, Streptococcus, Proteus) ლიზისს, ხასიათდება იმუნომასტიმულირებელი მოქმედებით. 
a - ქიმოტრიფსინი შლის ნეკროზულ (მკვდარ) ქსოვილებს და ფიბრინოზულ წარმონაქმნებს (თრომბი, სისხლის შენადედები), აჯირჯვებს ბლანტ სეკრეტებს, ექსუდატებს. ბიოდეგრადირებადი პოლიმერი ბიოშეთავსებადი ნაერთია, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ამინომჟავებად. ხასიათდება ბაქტერიციდული აქტივობით, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის და ეპითელიზაციის პროცესებს.

ფარმაკოკინეტიკა
თერაპიული ეფექტი მიიღწევა სამკურნალო ნივთიერებების მაღალი ლოკალური კონცენტრაციის გამო (დაბალი ინტეგრალური დოზის პირობებში) ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რასაც მინიმუმამდე დაყავს შესაძლო გვერდითი მოვლენები.

ჩვენებები
ძნელად შეხორცებადი, ინფიცირებული ზედაპირული ჭრილობები, ნაწოლები, სხვადასხვა ეტიოლოგიის ტროფიკული წყლულები, დამწვრობები.

მიღების წესები და დოზები
სტანდარტულად დამუშავებული ჭრილობა საგულდაგულოდ ირეცხება ნატრიუმის ბიკარბონატის 4-5%-იანი თბილი წყალხსნარით და 'ფაგობიოდერმის' ფირი ედება ჭრილობას მიმდებარე ქსოვილების მცირე გადაფარვით. ფირს ზემოდან ეფარება დოლბანდის ტამპონი და ფიქსირდება. 2-3 დღეში ერთხელ ტარდება რევიზია - თუ ფირი გაწოვილი ან ძლიერ ფრაგმენტირებულია, იდება ახალი. მიხორცების შემთხვევაში ფირი რჩება ჭრილობის სრულ შეხორცებამდე.

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები ფირში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა ფირის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
• ფენილკეტონურია (პრეპარატი შეიცავს ფენილალანინს);

ორსულობა და ლაქტაცია
არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილე:
არაკომპესირებული შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული ტროფიკული წყლულების მკურნალობისას მცირდება ფაგობიოდერმის თერაპიული ეფექტურობა.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არსებობს სათანადო კვლევები სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25˚С ტემპერატურაზე.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით

კომენტარის დამატება