Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სინუსიტი

სინუსიტი

154

სინუსიტი ხშირი მდგომარეობაა და წარმოადგენს სინუსების ამომფენის ანთებას. ეს მდგომარეობა გამოწვეულია ვირუსული ინფექცებით და ხშირად უმჯობესდება ორი ან სამი კვირის განმავლობაში. 

სინუსები პატარა, ჰაერით სავსე ღრუებია, რომლებიც მოთავსებულები არიან ყვრიმალების და შუბლის ძვლების უკან.

სინუსების მიერ გამომუშავებული ლორწო, ჩვეულებრიც ჩამოდინდება ცხვირში, წვრილი არხების საშუალებით. სინუსიტის დროს, ეს არხები იბლოკება, რადგან სინუსის ამომფენი გარსი ანთებული და შეშუპებულია.

ნიშნები და სიმპტომები

სინუსიტი ჩვეულებრივ ვითარდება, ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციის შემდეგ, როგორიცაა მაგალითად გაციება. თუ გქონდათ ძლიერი გაციება და გაგივითარდათ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, შეიძლება ეს სინუსიტის ნიშანი იყოს.

სინუსიტის მთავარი სიმპტომებია:

  • მწვანე ან ყვითელი ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან
  • გაჭედილი ცხვირი
  • ტკივილი და მგრძნობელობა ლოყების, თვალები და შუბლის გარეშემო
  • სინუსური თავის ტკივილი
  • მაღალი ტემპერატურა (სიცხე)  38°C და მეტი
  • კბილის ტკივილი
  • ყნოსვის შემცირებული უნარი
  • ცუდი სუნი პირის ღრუდან (ჰალიტოზი).

ბავშვები, სინუსიტის დროს, შეიძლება იყვნენ გაღიზიანებულები, სუნთქავდნენ პირიდან და უჭირდეთ ჭამა. მათი მეტყველება შეიძლება იყოს გაგუდული (თითქოს არიან გაციებულები).

სინუსიტის სიმპტომები ხშირად გაივლის რამდენიმე კვირის განმავლობაში (მწვავე სინუსიტის დროს), თუმცა იშვიათად შეიძლება გაგრძელდეს სამ თვეზე მეტ ხანსაც (ქრონიკული სინუსიტი).

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

თუ სიმპტომები მსუბუქად არის გამოვლენილი და უმჯობესდება თანდათანობით, არ დაგჭირდებათ ექიმტან ვიზიტი და მკურნალობას სახლის პირობებშიც შეძლებთ.

მაგრამ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:

  • სიმპტომები მწვავეა ან უარესდება
  • სიმპტომებმა არ დაიწყო შემსუბუქება დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში
  • ხშირად გიმეორდებათ სინუსიტის ეპიზოდები.

ექიმი შეეცდება დიაგნოზის დასმას, სიმპტომებზე დაკვირვების შედეგად და ცხვირის შიგნიდან გამოკვლევით.

თუ აღინიშნება მწვავე ტიპის, განმეორებითი სინუსიტები, ექიმმა შეიძება გადაგამისამართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან, დამატებითი გამოკვლევებისთვის.

სინუსიტის მკურნალობა

სინუსიტის მქონე ადამიანების უმეტესობა, გამოკეთდება ორი-სამი კვირის განმავლობაში და თავის მოვლას სახლის პირობებშიც შეძლებენ.

სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია:

  • ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებლებით, როგორიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი
  • ცხვირის გამხსნელი საშუალებებით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მათი გამოყენება არ შეიძლება ერთ კვირაზე მეტ ხანს, რადგან შეიძლება გააუარესოს პრობლემები
  • თბილის საფენების დადებით სახეზე
  • მარილიანი ხსნარის საშუალებით, ცხვირის შიგნიდან რეგულარული გამორეცხვით. გამოსარეცხი ხსნარი შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოამზადოთ, ან შეიძინოთ აფთიაქში. ამ პროცედურის შესრულებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომ დეტალურად აგიხსნათ თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს და ასევე წაიკითხეთ მწარმოებლის ინსტრუქცია ხსნარის შეძენისას.

თუ თქვენი სიმპტომები არ გაუმჯობესდება შვიდი დღის შემდეგ, ან თუ სინუსიტი ისევ შეგიბრუნდებათ, მიმართეთ ექიმს. ასეთ შემთხვევებში შეიძლება დაგინიშნონ ანტიბიოტიკები, ან კორტიკოსტეროიდები.

ძალიან მძიმე სინუსიტის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაცია სინუსების ფუნქციური მდგომარეობისა და ჩამოდენის გასაუმჯობესებლად. თუმცა, ოპერაციას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, თუ მკურნალობის სხვა გზები არაეფექტური აღმოჩნდება.  

რა იწვევს სინუსიტს?  

ვირუსული ინფექცია სინუსიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. ის ძირითადად გაციების ან გრიპის შემდეგ ვითარდება, როდესაც ვირუსები სინუსებში ზედა სასუნთქი გზებიდან ხვდებიან. ბაქტერიული ინფექციით სინუსითის მხოლოდ მცირე რაოდენობით შემთხვევები ფიქსირდება.

იშვიათად სინუსების ანთება შეიძლება გამოიწვიოს კბილის დაინფიცირებამ, ან სოკოვანმა ინფექციამაც.

არ არის ცნობილი რა იწვევს ქრონიკულ სინუსიტს (როდესაც სინუსიტი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება), მაგრამ ის ასოცირებულია:

  • ალერგიებთან და მასთან დაკავშირებულ მდგომარეობებთან, მათ შორის ალერგიულ რინიტთან, ასთმასთან და თივისმიერ ცხელებასთან
  • ცხვირის პოლიპებთან (ცხვირში წამონაზარდები)
  • სიგარეტის მოწევასთან
  • შესუსტებულ იმუნურ სისტემასთან.

ქრონიკული სინუსიტის სიმპტომების გაუმჯობესება შეიძლება ალერგიების და ასთმის კარგად კონტროლით.

კომენტარის დამატება