სიბრძნის კბილის ამოღება
სიბრძნის კბილის ანუ მესამეძირითადი კბილის ექსტრაქცია გაერთიანებულ სამეფოში ერთერთი ყველაზე გავრცელებული პროცედურაა.
სიბრძნის კბილები იზრდება ყველაზე ბოლოს ღრძილების უკანა ნაწილში. უმეტესად აქვთ ოთხი სიბძნის კბილი, ერთი ცალი თითო კუთხეში.
ძირითადი კბილები, როგორც წესი, ამოიზრდება ღრძილებში გვიანი თინეიჯერობის ან ოცი წლის ასაკში. ამ დროისათვის დანარჩენი 28 კბილი, ჩვეულებრივ, უკვე ადგილზეა, ამიტომ სიბრძნის კბილების სწორად გასაზრდელად ხშირად საკმარისი სივრცე არ არის.
ადგილის უკმარისობის გამო სიბრძნის კბილები შეიძლება ამოვიდეს ნაწილობრივ ან არასწორად.
როდის უნდა მიმართოთ კბილის ექიმს
ექიმს უნდა მიმართოთ, თუ განიცდით ძლიერ ტკივილს ან დისკომფორტს სიბრძნის კბილების გამო. ექიმი შეამოწმებს კბილებს და საჭიროების შემთხვევაში გაგიწევთ კონსულტაციას მათ ამოღებასთან დაკავშირებით.
თუ დენტისტი დაგაწყვეტს, რომ უმჯობესია კბილის ამოღება, უმეტესწილად საჭირო გახდება რენტგენის სხივებით სურათის გადაღება, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო ცხადად დაინახონ კბილის მდგომარეობა და განლაგება.
ნებისმიერ სიტუაციაში უმჯობესია დენტისტს მიმართოთ, რაც შეიძლება სწრაფად და არ დაელოდოთ გეგმიურ ვიზიტს (dental check-up).
რატომ იღებენ სიბრძნის კბილებს?
სიბრძნის კბილის ამოღება არ არის საჭირო, თუ ის არ ქმნის რაიმე პრობლემას პირის ღრუში.
ზოგჯერ სიბრძნის კბილები, რომლებიც მთლიანად არ ამოიჭრა ღრძილებიდან, ან არასწორად ამოვიდა იწვევენ კბილების პრობლემებს. სიბრძნის კბილის წვერის ირგვლივ შეიძლება გაიჭედოს საკვები და დაგროვდეს ბაქტერიები, რაც გამოიწვევს ნადების განვითარებას და შედეგად შეიძება გამოიწვიოს:
- კბილის ლპობა (კბილის კარიესი) – ეს ხდება მაშინ, როდესაც კბილის ნადები იწყებს კბილის ზედაპირის დაზიანებას. როდესაც კბილის კარიესი უფრო იზრდება, ის აჩენს კბილში ხვრელს, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა კბილებზეც;
- ღრძილების დაავადებება (gum disease)- რაც ასევე ცნობილია, როგორც გინგივიტი ან პერიოდონტალური დაავადება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ნადები იწყებს ტოქსინების გამოშვებას, რაც აღიზიანებს ღრძილებს, რის შედეგადაც ღრძილები წითლდება, სივდება და ხდება მტკივნეული. ღრძილების დაავადებამ ასევე შეიძლება იმოქმედოს სხვა კბილებზეც და კბილის ქვემოთ ძვალზეც;
- პერიკორონიტი - როდესაც ნადები იწვევს კბილის გარშემო არსებული რბილი ქსოვილის ინფექციას;
- ცელულიტი - ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ვლინდება ლოყაზე, ენაზე ან ყელში;
- აბსცესი - როდესაც ბაქტერიული ინფექციის შედეგად წარმოწმნილი ჩირქი გროვდება სიბრძნის კბილში ან მის შემომსაზღვრავ ქსოვილში;
- კისტები და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები - ძალიან იშვიათად, სიბრძნის კბილმა, რომელიც ვერ ამოჭრის ღრძილს, შეიძლება გამოიწვიოს კისტის ჩამოყალიბება (სითხით სავსე პატარა პარკუჭი).
ამ პრობლემების უმრავლესობას შეიძლება ვუმკურნალოთ ანტიბიოტიკებით, მაგრამ ერთადერთი რეკომენდირებული მეთოდი, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებები არ იმოქმედებს არის სიბრძნის კბილის ამოღება.
როგორ ხდება სიბრძნის კბილის ამოღება
სიბრძნის კბილი შეიძლება ამოიღოს თვითონ დენტისტმა ან გადაგამისამართონ საავადმყოფოში სპეციალიზირებულ ქირურგთან. პროცედურამდე გაგიკეთებენ ადგილობრივ ანესთეზიას, რათა გაუტკივარდეს კბილის ირგვლივ ქსოვილები. ამოღებამადე იგრძნობთ ზეწოლას, როდესაც დენტისტი ან ქირურგი ფოსოს გასაფართოვებლად კბილს გაამოძრავებს წინ და უკან.
ზოგიერთ შემთვევაში საჭირო ხდება ღრძილზე განაკვეთის გაკეთება და კბილის პატარა ნაწილებად დაჭრა და შემდეგ ამოღება.
პროცედურის დრო ცვალებადია. ის შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთი, ან 20წთ და შეიძლება მეტიც.
სიბრძნის კბილის ამოღების შემდეგ შესაძლოა იგრძნოთ შეშუპება და დისკომფორტი პირის, როგორც შიგნით ასევე გარეთა მხარეს. ეს გაივლის, როგორც წესი, სამ დღეში, მაგრამ შეიძლება გასტანოს ორ კვირამდეც.
წაიკითხეთ სრულად, თუ როგორ იღებენ სიბრძნის კბილს, სიბრძნის კბილის ამოღების შემდეგ გამოჯანმრთელება და რა სახის გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ პროცედურას.
შესაძლო გართულებები
როგორც ყველა ქირურგიული ჩარევა, სიბრძნის კბილის ამოღებაც დაკავშირებულია რისკებთან. რისკებია ინფექცია ან გახანგრძლივებული გამოჯანსაღების პროცესი. ორივეს განვითარების უფრო მეტი შანსია მწეველებში. გართულება შეიძლება იყოს ე.წ. „მშრალი ფოსო“. ამ დროს ღრძილში გაქვთ შემაწუხებელი, მტკივნეული შეგრძნება და ხანდახან უსიამოვნო სუნი და გემო ცარიელ ფოსოში. მშრალი ფოსო ხშირია, თუ არ მიყვებით ინსტრუქიებს პოსტოპერაციული ქცევების შესახებ.
ასევე არსებობს მცირე რისკი ნერვის დაზიანებისა. ამანაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და ჩხვლეტის შეგრძნება და ენის, ქვედა ტუჩის, ნიკაპის, კბილებისა და ღრძილების გაბუჟება. ეს, უმეტესად, დროებითია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია მუდმივადაც გაგრძელდეს.
კომენტარის დამატება