Meds.ge » ყველა წამალი » ნოვექსი იბუპროფენი / noveqsi ibuprofeni / Novex Ibuprofen

ნოვექსი იბუპროფენი / noveqsi ibuprofeni / Novex Ibuprofen

207

ფარმაკოლოგიური მოქმედება
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ფენილპროპიონის მჟავას წარმოებული. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. 

მოქმედების მექანიზმი ანთების, ტკივილისა და ცხელების პათოგენეზში მთავარი როლის მქონე პროსტაგბლანდინების წინამორბედის არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის ძირითადი ფერმენტის ციკლოოქსიგენაზას აქტივობის დათრგოუნვასთან არის დაკავშირებული. 

ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება განპირობებულია როგორც პერიფერიული (ირიბად, პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გზით), ასევე ცენტრალური მექანიზმით (რომელიც განპირობებულია პროსტაგბლანდინების სინთეზის დათრგუნვით ცენტრალურ და პერიფერიულ წერვულ სისტემაში). თრგუნვას თრომბოციტების აგრეგაციას. 

 

ფარმაკოკინეტიკა 
შიგნით მიღების დროს ნოვექსი იბუპროფენი პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების ერთდროული მიღება ანელებს შეწოვის სიჩქარეს. 

პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში (90%). T1/2 შეადგენს 2-3 საათს.დოზის 80% გამოიყოფა შარდთან ერთად უმეტესწილად მეტაბოლიტების სახით (70%), 10% - უცვლელი სახით; 20% გამოიყოფა ნაწლავის გავლით მეტაბოლიტების სახით. 

 

გამოყენების ჩვენებები:
ნოვექსი იბუპროფენს გააჩნია ძლიერი სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები უსაფრთხოების ფართო პროფილით.

 

პრეპარატი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს:
– ცხელება, რომელიც დაკავშირებულია ზედა სასუნთქი გზების ინფექციებთან და სხვა დარღვევებთან;
– იუვენილური რევმატოიდული ართრიტი;
– რბილი ქსოვილების ანთება;
– ტრავმული ანთებები და არასპეციფიკური ტკივილები. 

 

გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარტს იღებენ შიგნით. 

დოზა დამოკიდებულია ზავშვის მასაზე. 

ცხელებისას და ტკივილის სინდრომის დროს პრეპარატს ნიშნავენ 5-10 მგ/კგ სხეულის მასისა დოზით 3-4 ჯერ/დღე-ღამეში. 

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ/კგ სხეულის მასას.

        ასაკი

    სხეულის მასა

       დოზა

 მაქსიმალური

სადღეღამისო დოზა

3  - 6 თვე

6-12 თვე

1-4 წელი

4-7 წელი

7-10 წელი

10-12 წელი

5 კგ-ზე ნაკლები

6-10 კგ

10-15 კგ

15-20 კგ

21-29 კგ

30-40 კგ

50 მგ (2.5 მლ) 3 ჯერ დღეში

50 მგ (2.5 მლ) 3-4 ჯერ დღეში

100 მგ (5 მლ) 3 ჯერ დღეში

150 მგ (7.5 მლ) 3 ჯერ დღეში

200 მგ (10 მლ) 3 ჯერ დღეში

300 მგ (15 მლ) 3 ჯერ დღეში

 

 

150 მგ

200 მგ

300 მგ

450 მგ

600 მგ

900 მგ

 

მითითებულ დოზას არ უნდა გადაამეტოთ.

 

ცხელების დროს იმუნიზაციის შემდეგ:
1 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში: პრეპარატს ნიშნავენ 50 მგ (2.5 მლ) დოზით;

1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: საჭიროებისას 6 საათის შემდეგ პრეპარატი შეიძლება დანიშნულ იქნას განმეორებით იგივე დოზით. 

არ გამოიყენოთ 5 მლ-ზე მეტი 24 საათის განმავლობაში.

 

მკურნალობის ხანგრძლივობა: სიცხის დამწევი საშუალების სახით პრეპარატი არ უნდა მიღებულ იქნას 3 დღეზე მეტი ხნით, ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით - არაუმეტეს 5 დღის განმავლობაში. 

თუ ცხელება (სხეულის მომატებული ტემპერატურა) ნარჩუნდება, მაშინ საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

 

პრეპარატის გამოყენების წესები
სუსპენზია გამოყენებამდე გულმოდგინედ უნდა შენჯღრეულ იქნას.

სუსპენზიის ზუსტი დოზირებისთვის ფლაკონთან არის საზომი ჭიქა.

 

გვერდითი მოქმედება
გვერდითი რეაქციები იშვიათად აღინიშნებოდა, თუმცა შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების გაჩენა. 

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ხშირად - გულისრევა, ანორექსია, ღებინება, ეპიგასტრიუმის არეში დისკომფორტის შეგრძნება, იშვიათად - სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. 

ცენტრალური ნერვულის სისტემის და პერიფერიული ნერვულისსისტემის მხრივ:

ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები, აგზნება, მხედველობის დარღვევები. 

სისლმბადი სისტემის მხრივ: ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი. 

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია თირკმლების ფუნქციის დარღვევები. 

ალერგიული რეაქციები: ხშირად - კანზე გამონაყარი, კვინკეს შეშუპება; იშვიათად - ასეპტიკური მენინგიტი (უფრო ხშირად აუტოიმუნური დაავადებების მქონე

პაციენტებში), ბრონქოსპასტიკული სინდრომი.

 

უკუჩვენებები:
–- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები გამწვავების ფაზაში;

- მხედველობის ნერვის დაავადებები;

- ასპირინული ტრიადა;

- სისხლის წარმოქმნის დარღვევა; 

- თირკმლების და/ან ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები;

- მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის მიმართ.

 

გამოყენება ორსულობის და ძუმუთი კვების დროს
არ შეიძლება ნოვექსი იბუპროფენის გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში.

ორსულობის I და II ტრიმესტრებში გამოყენება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება შესაძლო ზიანს ნაყოფისთვის. 

ნოვექსი იბუპროფენი უმნიშვნელო ოდენობით გამოიყოფა დედის რძეში.

შესაძლებელია ლაქტაციის დროს გამოყენება ტკივილებისა და სიცხის შემთხვევაში.

ხანგრძლივი გამოყენების ან მაღალ დოზებში (800 მგ/დღე-ღამე დოზაზე უფრო მაღალი) გამოყენების საჭიროებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა.

 

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების დროს
უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების დროს. 

პრეპარატი სიფრთხილით და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა გამოყენებულ იქნას 3-6 თვის ასაკის ბავშვებში, ბავშვის ანამნეზში ღვიძლის დაავადებების არსებობისას.

 

გამოყენება თირკმლების ფუნქციის დარღვევების დროს
უკუნაჩვენებია თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევების დროს.

პრეპარატი სიფრთხილით და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა გამოყენებულ იქნას 3-6 თვის ასაკის ბავშვებში, ბავშვის ანამნეზში თირკმლების დაავადებების არსებობისას.

 

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლების თანმხლები დაავადებების, გულის ქრონიკული უკმარისობის, დისპეფსიური სიმპტომების დროს უშუალოდ მკურნალობის დაწყებამდე, უშუალოდ ქირურგიული ჩარევების შემდეგ, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენებზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებზე, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებულ ალერგიულ რეაქციებზე მითითებების დროს.

მკურნალობის პროცესში საჭიროა ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციების, პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატიური კონტროლი.

 

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: მუცლის ტკივილები, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, შუილი ყურებში, მეტაბოლური აციდოზი, კომა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, ტაქიკარდია.

 მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა (მიღების შემდეგ მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში), აქტივირებული ნახშირის მიღება, ტუტოვანი სითხის მიღება, ფორსირებული დიურეზი; სიმპტომური თერაპია.

 

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება
ნოვექსი იბუპროფენის და ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენების დროს შესაძლებელია უკანასკნელთა მოქმედების გაძლიერება. 

ერთდროული გამოყენების დროს წოვექსი იბუპროფენი ზრდის სისხლში დიგოქსინის, ფენიტოინის, მეტოტრექსატის, ლითიემის კონცენტრაციას. 

ნოვექსი იბუპროფენი პრეპარატის დიურეზულ საშუალებებთან და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენების დროს შესაძლებელია უკანასკნელთა მოქმედების შესუსტება. 

ერთდროული გამოყენების დროს ნოვექსი იბუპროფენი აძლიერებს მინერალოკორტიკოიდებისა და გლუკოკორტიკოიდების გვერდით ეფექტებს.

 

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი, არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

შეფუთვა:
პრეპარატის 120 მლ ქარვის ფერის შუშის ფლაკონში თავსახურით, რომელიც აღჭურვილია ბაშვების წვდომისგან დასაცავად; 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციითა და საზომი ჭიქით მუყაოს კოლოფში.

 

გაცემის პირობები:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30“C ტემპერატურაზე; 

დაიცავით სინათლისგან და სინესტისგან;

 

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

კომენტარის დამატება