საშოს გამონადენი (ვაგინალური გამონადენი)
საშოდან გამჭვირვალე ან თეთრი გამონადენის ქონა ნორმალური და ჯანრთელია.
ეს ლორწო საშვილოსნოს ყელიდან ბუნებრივად წარმოიქმნება.
საშოს გამონადენის რაოდენობა განსხვავებულია და მენსტრუალური ციკლის მიხედვით იცვლება (ჩვეულებრივ, ციკლის ბოლოს ყავისფერი გამონადენია). ორსული ქალების შემთხვევაში კი ორსულთათვის დამახასიათებელი სპეციალური გამონადენი/'pregnancy discharge' წარმოიქმნება.
ჯანსაღ გამონადენს ძლიერი სუნი ან ფერი არ გააჩნია. შესაძლოა სისველის გამო დისკომფორტი შეგექმნათ, მაგრამ საშოს გარშემო ქავილი ან ტკივილი არ უნდა გაწუხებდეთ.
საიდან უნდა მივხვდე ჩემი გამონადენი ჯანსაღია თუ არა?
გამონადენის ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილება შესაძლოა საშოს ინფექციაზე მიუთითებდეს. უნდა იცოდეთ თქვენი ციკლის განმავლობაში გამონადენი ბუნებრივად როგორ იცვლება და რა არის ნორმალური. ინფექციის აშკარა გამაფრთხილებელი ნიშნებია:
- ფერის ან კონსისტენციის შეცვლა
- მოულოდნელი ცუდი სუნი
- გამონადენის უჩვეულოდ დიდი რაოდენობა
- გამონადენთან ერთად, კიდევ ერთი სიმპტომი, მაგალითად ქავილი საშოს გარეთ ან ტკივილი მენჯის ან მუცლის არეში
- საშოდან მოულოდნელი სისხლდენა.
თუ არ ხართ დარწმუნებული, თქვენი გამონადენი ნორმალურია თუ არა და ამაზე ღელავთ, შეგიძლიათ ექიმს ან ექთანს მიმართოთ. სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ ზოგადი ინფორმაციისა და რჩევის შესახებ იხ. sexual health.
ანომალური გამონადენის გამომწვევი გავრცელებული მიზეზები
საშოდან ანომალური გამონადენის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ ჩვეულებრივ ეს ინფექციის ნიშანია. ხშირად ინფექცია ისეთი რამითაა გამოწვეული, რაც საშოში არსებული ბაქტერიის ან საფუარას ბუნებრივ ბალანსს არღვევს, მაგალითად საშოს შიგნიდან დაბანა, ან ინფექციის შეძენის მეორე გზა სექსუალური კავშირია.
ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია:
- რძიანა – სოკოვანი ინფექცია, რომელიც საშოზე მოქმედებს
- ბაქტერიული ვაგინოზი/bacterial vaginosis - საშოს ბაქტერიული ინფექცია
- ტრიქომონიაზი – სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელიც პატარა ზომის პარაზიტითაა გამოწვეული
- გონორეა ან ქლამიდია/chlamydia - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებია, რომლებიც ბაქტერიითაა გამოწვეული
- გენიტალური ჰერპესი - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიცმარტივი ჰერპესის ვირუსითაა გამოწვეული
ქვემოთ განხილული ინფორმაცია გამონადენის გამომწვევი მიზეზის დადგენაში დაგეხმარებათ. თუმცა, სწორი დიაგნოზის დასასმელად და ინფექციის მკურნალობის შესახებ რჩევის მისაღებად ექიმის ნახვა ძალიან მნიშვნელოვანია.
წყლიანი ან თეთრი ფერის გამონადენი საშოდან, რომელსაც თან ახლავს ინტენსიური ქავილი
თუ თქვენი გამონადენი თხელი და წყლიანია ან სქელი და თეთრი შეფერილობის (კოტეჯის ყველის მსგავსი), შესაძლოა რძიანა გქონდეთ. ეს გავრცელებული სოკოვანი ინფექცია ინტენსიურ ქავილს და საშოს გარშემო ტკივილს იწვევს. გამონადენს შესაძლოა ოდნავ საფუარას მსგავსი სუნი ჰქონდეს, მაგრამ ეს ძლიერი სუნი არაა.
პერიოდულად ასეთი გამონადენი თითქმის ყველა ქალს აქვს და ეს სქესობრივი გზით გადამდები არაა. მისი მკურნალობა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით/antifungal medicine მარტივად ხდება, ამ წამლების შეძენას აფთიაქში რეცეპტის გარეშე შეძლებთ.
თეთრი ან ნაცრისფერი თევზის სუნის მქონე გამონადენი
თუ გამონადენი ნაცრისფერია ან ახასიათებს თევზის სუნი, განსაკუთრებით კი სქესობრივი კავშირის შემდეგ, ეს შეიძლება ბაქტერიული ვაგინოზის ნიშანი იყოს (bacterial vaginosis (BV)). ბაქტერიული ვაგინოზი საშოს შიგნით არსებული ბაქტერიების დისბალანსია. ეს როგორც წესი არ იწვევს ქავილს ან გაღიზიანებას. რძიანას მსგავსად, ბაქტერიული ვაგიგოზი საკამოდ ხშირია და არ არის სექსუალური აქტით გადამდები დაავადება. ის ადვილად იკურნება ანტიბიოტიკებით.
მწვანე, ყვითელი ან ქაფიანი გამონადენი
ტრიქომონოზი სქესობრივი გზით გადამდები საკმაოდ ხშირი დაავადებაა და გამოწვეულია მცირე ზომის პარაზიტის მიერ. ყვითელი, მწვანე ან ქაფიანი გამონადენი შესაძლებელია ამ დაავადების სიმპტომები იყოს. ამ დროს შესაძლებელია საკმაოდ დიდი რაოდენობის გამონადენი და ასევე უსიამოვნო თევზის სუნი გამონადენიდან. სხვა შესაძლო სიმპტომები არის საშოს გარშემო კანის გაღიზიანება, შესიება და ქავილი, ასევე ტკივილი შარდვის დროს. ტრიქომონოზი ადვილად იკურნება ანტიბიოტიკი მეტრონიდაზოლით (metronidazole), რომელსაც ექიმი გამოგიწერთ.
ანომალიური გამონადენი ტკივილთან და სისხლდენასთან ერთად
თუ გამონადენი ანომალიურია და თან ართავს ტკივილი მენჯის მიდამოებში ან შარდვის დროს, ან თუ აღინიშნება სისხლდენა მენსტრუალურ ციკლებს შორის, ან სექსუალური კავშირის შემდეგ, ეს სიმპტომები შესაძლებელია ქლამიდიის chlamydia ან გონორეის ნიშანი იყოს (ორივე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია). გონორეამ შესაძლებელია გამოიწვიოს მწვანე ფერის გამონადენი, თუმცა უფრო ხშირად ტკივილი და სისხლდენა უფრო შესამჩნევია.
თუ აღგენიშნებათ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი აუცილებლად სასწრაფოდ ეწვიეთ ექიმს რომ დაგინიშნონ მკურნალობა ანტიბიოტიკებით.
მკურნალობის გარეშე დატოვებული გონორეა ან ქლამიდია შესაძლებელია გავრცელდეს აღმავალი გზით და გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება (pelvic inflammatory disease), რომელიც საკმაოდ სერიოზული ინფექციური დაავადებაა საშვილოსნოს, საკვერცხეების ან საშვილოსნოსთან დამაკავშირებელი მილების.
ანომალური გამონადენი, რომელიც გენიტალიების გარშემო ბუშტუკებით ხასიათდება
გენიტალურმა ჰერპესმა საშოს გამონადენთან ერთად, შესაძლოა მტკივნეული, წითელი ბუშტუკების ან მტკივნეული ადგილების წარმოქმნა გამოიწვიოს. რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიაკითხეთ შარდ-სასქესო მედიცინიკის კლინიკას. შესაძლოა ანტივირუსული აბები შემოგთავაზონ, რომლებიც ჰერპესს გამრავლებაში შეუშლიან ხელს, მაგრამ სიმპტომები შესაძლოა განმეორდეს.
ახალგაზრდა გოგონები და პოსტ-მენოპაუზური ქალები
ახალგაზრდა მოუმწიფებელი გოგონებისთვის არანორმალური გამონადენი საშოდან ძალიან იშვიათი და უჩვეულოა, ამიტომ ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. ასეთი გამონადენის ხშირი მიზეზია ვულვიტის სახეობა, რომელიც გამოწვეულია სტრეპტოკოკული ინფექციებით.
არანორმალური გამონადენი ასევე უჩვეულო და იშვიათია ხნიერ ქალებში. თუ ასეთი ტიპის გამონადენი შეინიშნება მენოპაუზის შემდგომ აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მოხდეს ექიმთან ვიზიტი. ამისი შესაძლო გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
- სქესობრივად გადამდები დაავადებები
- საშვილოსნოს პოლიპები - არა-სიმსივნური წამონაზარდები საშვილოსნოში, ან საშვილოსნოს ყელის ამომფენში
- საშვილოსნოში ჩადგმული ე.წ. სპირალი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოირიცხოს საშვილოსნოს ყელის cervical cancer, ან ენდომეტრიული კიბო endometrial cancer.
საშოს გასუფთავება
საშო თვით-გასუფთავებადი ადგილია, რაც ნიშნავს, რომ არ არის საჭიროება მისი შიგნიდან გამობანვის. გამობანვამ შეიძლება გააღიზიანოს და დაარღვიოს საშოში არსებული ბაქტერიების და სოკოების ბუნებრივი ბალანსი და გამოიწვიოს რძიანა ან ბაქტერიული ვაგინოზი.
არომატული საპნების, ქაფიანი აბაზანების და საშხაპე გელების ზედმეტმა გამოყენებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ანმალიური გამონადენი საშოდან და საშოს ტკივილი ან დაწყლულება.
არასოდეს გამოიბანოთ საშო რაიმე ძლიერ არომატული (სუნიანი) საშუალებით. გამოიყენეთ რბილი საპონი და თბილი წყალი, რომ ფრთხილად დაიბანოთ გენიტალიების გარშემო ადგილები.
კომენტარის დამატება