Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სასუნთქი გზების ინფექციები

სასუნთქი გზების ინფექციები

191

სასუნქთი გზების ინფექციები სინუსების, ყელის, სასუნთქი გზების ან ფილტვების ინფექციას გულისხმობს.

ჩვეულებრივ ამ ინფექციებს ვირუსები იწვევს, მაგრამ შესაძლოა ბაქტერიებიტაც იყოს გამოწვეული.

სასუნთქი გზების ინფექციები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ადამიანები ექიმს ან ფარმაცევტს მიმართავენ. სასუნთქი გზების ყველაზე ფართოდ გავრცელებული ინფექცია გაციებაა.

ზოგადად, მედიკოსები სასუნთქი გზების ინფექციებს 2 ტიპად ყოფენ:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, რომლებიც ცხვირს, სინუსებსა დაყელს მოიცავს
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, რომლებიც სასუნთქ გზებსა და ფილტვებს აზიანებს.

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია მოზრდილებზე ხშირად ბავშვებს ემართებათ, რადგან მათ ინფექციების გამომწვევი ბევრი ვირუსის მიმართ იმუნიტეტი (რეზისტენტობა) ჯერ კიდევ არ აქვთ განვითარებული.

როგორ ვრცელდება რესპირატორული ინფექციები

რესპირატორული ინფექციები შესაძლოა რამდენიმე გზით გავრცელდეს. ინფექციის, მაგალითად გაციების შემთხვევაში, დაცემინების ან ხველის დროს გაციების ვირუსების შემცველი სითხის პაწაწინა ნაწილაკები/წვეთები ჰაერში გამოიდევნება. თუ ეს წვეთები სხვა ადამიანმა შეისუნთქა, შესაძლოა ისიც დაინფიცირდეს.

ინფექცია შესაძლოა არაპირდაპირი კონტაქტითაც გავრცელდეს. მაგალითად, თუ გაციებული ხართ და ცხვირზე ან თვალებზე ხელით შეხების შემდეგ უკვე დაბინძურებული ხელით შეეხებით რაიმე ზედაპირს ან ნივთს, მაგალითად მაგიდას, კარის სახელურს, ტელეფონს, ან ტელევიზორის პულტს, ეს საგნების დაბინძურდება ინფექციით. შემდგომ კი თუ ვინმე შეეხება ამ დაბინძურებულ ნივთს და ხელს მიიტანს ცხვირთან ან პირთან მასაც შეიძლება გადაედოს დაავადება.

ინფექციის გავრცელების პრევენციის საუკეთესო გზა არის კარგი ჰიგიენა, მაგალითად, ხელების საპნითა და თბილი წყლით ხშირად დაბანვა.

იხილეთ, თუ როგორ შეიძლება თავიდან აიცილოთ მიკრობების გავრცელება.

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები

გავრცელებული ზედა სასუნთქი გზის ინფექციები მოიცავს:

  • ჩვეულებრივ გაციებას  
  • ტონზილიტს (ტონზილებისა და ყელის უკანა მხარეს არსებული ქსოვილების ინფექცია)
  • სინუსიტს (სინუსების ინფექცია)
  • ლარინგიტი (ხორხის ინფექცია)
  • გრიპს.

ხველა ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. სხვა სიმპტომები თავის ტკივილს/headaches, სურდოს ან ცხვირის ღრუს დახშობას, ყელის ტკივილს/sore throat, ცემინებასა და კუნთის ტკივილებს მოიცავს.

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები

ქვედა სასუნთქი გზების გავრცელებული ინფექციები მოიცავს:

  • გრიპი - შეიძლება დააზიანოს ზედა ან ქვედა სასუნთქი გზები
  • ბრონქიტი - საჰაერო გზების ინფექცია
  • პნევმონია - ფილტვების ინფექცია
  • ბრონქიოლიტი - წვრილი სასუნთქი გზების ინფექცია, რომელიც 2 წლამდე ბავშვებს ემართებათ
  • ტუბერკულოზი/tuberculosis (ფილტვების მუდმივი ბაქტერიული ინფექცია).

ზედა სასუნთქი გზების ინფექციის მსგავსად, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის მთავარი სიმპტომიც ხველაა. თუმცა, ჩვეულებრივ ეს უფრო მძიმე მიმდინარეობისაა და თან ფლეგმა და ლორწო ამოჰყვება ხოლმე. სხვა შესაძლო სიმპტომები გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, გახშირებული სუნთქვა, სუნთქვის უკმარისობა და სუნთქვისას სტვენის მსგავსი ხმაა.

სიმპტომებზე ზრუნვა სახლის პირობებში

რესპირატორული ინფექციების უმრავლესობა მკურნალობის საჭიროების გარეშე ჩაივლის, ჩვეულებრივ ექიმთან ვიზიტი არ დაგჭირდებათ. სიმპტომების მკურნალობა სახლშიც შეგიძლიათ, ამისთვის აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებლები, მაგალითად პარაცეტამოლი ან იბუპროფენი გამოიყენეთ, ან დიდი რაოდენობით სითხეები მიიღეთ და დაისვენეთ. სასუნთქი გზების ინფექციების უმრავლესობის სამკურნალოდ ანტიბიოტიკების მიღება არ არის რეკომენდირებული, რადგან ისინი ეფექტური მხოლოდ მაშინაა, როცა ინფექციის გამომწვევი ბაქტერიაა.

ჩვეულებრივ, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების სიმპტომები 1-2 კვირაში გაივლის.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს

ექიმთან ვიზიტზე მისვლა რეკომენდირებულია თუ:

  • თქვენი სიმპტომები პნევმონიაზე მიუთითებს, მაგალითად თუ სისხლიანი ამონახველი გაქვთ
  • გულის, ფილტვის, ღვიძლის ან თირკმლის პათოლოგია გაწუხებთ
  • ნერვული სისტემის რომელიმე დაავადება, მაგალითად გაფანტული სკლეროზი/multiple sclerosis გაწუხებთ
  • ცისტური ფიბროზი/cystic fibrosis ან ბრონქიექტაზი გაწუხებთ
  • თქვენი იმუნური სისტემა დაუძლურებულია
  • ფილტვის ქრონიკული დაავადება, მაგალითად ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან ასთმა გაწუხებთ
  • ხველა გაგიგრძელდათ სამ კვირაზე მეტ ხანს, კარგავთ წონას, გაქვთ ტკივილი გულ-მკერდის არეში, ან კისერზე გამონაზარდები.

ექიმთან ვიზიტი ასევე რეკომენდირებულია, თუ 65 წელს გადაცილებული ხართ, გაწუხებთ ხველა და ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორთაგან მინიმუმ 2 ან უფრო მეტი გესადაგებათ, ან თუ 80 წელს გადაცილებული ხართ, გაწუხებთ ხველა და ამ ფაქტორთაგან ერთ-ერთი აღგენიშნებათ, ეს ფაქტორებია:

  • წინა წლის განმავლობაში საავადმყოფოში მოგათავსეს
  • გაქვთ დიაბეტი
  • გქონდათ ამ გაქვთ გულის უკმარისობა/heart failure
  • სტეროიდული მედიკამენტის ტიპს-გლუკოკორტიკოიდს ღებულობთ, მაგალითად პრედნიზოლონს.

ასევე შეგიძლიათ თქვენს ექიმს ვაქცინების შესახებ ჰკითხოთ, რომლებიც ზოგიერთი რესპირატორული ინფექციისგან დაგიცავენ.

კომენტარის დამატება