Meds.ge » ყველა წამალი » ევკალიპტი + C / evkalipti + C / Eucalypti + C

ევკალიპტი + C / evkalipti + C / Eucalypti + C

190

შემადგენლობა 

პარასამკურნალო საშუალება შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: 
ეთერზეთებს (80% ცინეოლი), ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს.
შემადგენლობა: მგ/1 ტაბლ.
ევკალიპტის ზეთი (Oლეუმ Eუცალყპტი) 6მგ;
მენთოლი 5მგ;
ასკორბინის მჟავა 20მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
შაქარი 619,81მგ;
სორბიტი 13მგ; 
ტალკი 6მგ; 
კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი 20მგ; 
აეროსილი 6მგ;
საღებავი 0,19მგ;

ფარმაკოლოგიური თვისებები
აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული და ამოსახველებელი ეფექტი. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე.

ჩვენებები
გამოიყენება როგორც ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი საშუალება. 
• პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისას (გინგივიტი, სტომატიტი და სხვა). 
• ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისას (ლარინგიტი, ტრაქეიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი, და სხვა).

მიღების წესები და დოზები
ბავშვებში: 8 წლის ასაკის ზემოთ: თითო ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე.
მოზრდილებში: თითო ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა:
მკურნალობის კურსი არ აღემატება 5 დღეს.

გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი.

უკუჩვენება
ინდივიდუალური შეუთავსებლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის წესი: ინახება სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.

კომენტარის დამატება