Meds.ge » ყველა წამალი » პლოფედი / plofedi / PLOFED

პლოფედი / plofedi / PLOFED

150

შემადგენლობა

1 მლ
პროპოფოლი. . . . . 10 მგ 
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი 100%, ოლეინის მჟავა, ლეციტინი გასუფთავებული მიღებული ქათმის კვერცხიდან, ჟელატინი, სოიოს ზეთი საინექციო, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი 1 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პროპოფოლი წარმოადგენს არასაინჰალაციო სანარკოზე საშუალებას. იგი იწვევს ცნობიერების გათიშვას. გათიშვის ხარისხი პრეპარატის დოზირებაზეა დამოკიდებული. პროპოფოლის მოქმედების მექანიზმი შესწავლილი არ არის. სამკურნალო საშუალება იწვევს სწრაფ შესვლას ნარკოზში აგზნების მინიმალური სიმპტომებით. უზრუნველყოფს ნარკოზის სიღრმის კარგ კონტროლს და ცნობიერების სწრაფ აღდგენას პრეპარატის შეყვანის შეწყვეტის შემდეგ. პროპოფოლმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის არტერიული წნევის დაწევა, თრგუნავს სუნთქვით ფუნქციას და აქვეითებს ტვინის სისხლის მიმოქცევას.
პროპოფოლი სწრაფად ნაწილდება მთელ ორგანიზმში, სწრაფად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, მოქმედებს ხანგრძლივად - ცნობიერების აღდგენა ერთჯერადი ინტრავენური დოზის შეყვანის შემდეგ 2-2.5 მგ/სხეულის მასის 1 კგ-ზე გადაანგარიშებით დგება 3-5 წუთის განმავლობაში.
ბიოტრანსფორმირდება აქტიური მეტაბოლიტების სახით და უკავშირდება გლუკორონის მჟავას ღვიძლში.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება:
- ზოგადი ნარკოზისა და მისი შენარჩუნებისათვის სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში;
- სედატიური ეფექტის გამოსაწვევად დიაგნოსტიკური მანიპულაციების ან მცირე ქირურგიული ოპერაციების დროს;
- სედატიური ეფექტის გამოსაწვევად ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარებისას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - ხანგრძლივობით 3 დღემდე.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი შეიყვანება ინტრავენურად ან ინტრავენური ინფუზიის სახით გლუკოზის 5 %-იან ხსნარში განზავების შემდეგ: 1 მოცულობა პროპოფოლი + 4 მოცულობა გლუკოზა (2 მგ პროპოფოლი 1 მლ-ში). სამკურნალო საშუალების მომზადების და შეყვანის დროს საჭიროა ასეპტიკის წესების დაცვა. განზავების შემდეგ ემულსიის სტაბილურობა 6 საათს შეადგენს. გამოუყენებელი, ფლაკონში დარჩენილი პრეპარატის ნაწილი გადაგდებულ უნდა იქნას.
დოზები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და პრემედიკაციისთვის გამოყენებული სამკურნალო საშუალებების სახეობებისა და დოზების გათვალისწინებით.
ზოგადი ნარკოზის მიზნით პრეპარატის შეყვანის დროს, ტკივილის შესამცირებლად სამკურნალო საშუალება შეიძლება განზავდეს ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0.5 ან 1 % საინექციო ხსნარით, შეფარდებით: პრეპარატ პლოფედი 1%-ის 20 მოცულობა ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1% ხსნარის 1 მოცულობასთან, ან ინტრავენურად შეიყვანება 10-20 მგ ლიდოკაინი (1-2 მლ 1 % ხსნარი) უშუალოდ პრეპარატ პლოფედი 1%-ის შეყვანის წინ.
პრეპარატ პლოფედი 1%-ის შეყვანისას ინტრავენური ინფუზიის სახით რეკომენდებულია წვეთების მრიცხველის, ავტომატური შპრიცის ან ვოლუმეტრული საქაჩის გამოყენება შეყვანის საჭირო სიჩქარის მისაღწევად.
საერთო ნარკოზში შეყვანა
ბავშვები 3 წლის ასაკის ზევით: 2.5-3.5 მგ/კგ სხეულის მასაზე 20-30 წამის განმავლობაში.
მოზრდილები 55 წლამდე ასაკის: 1.5–დან 2.5 მგ/კგ სხეულის მასაზე 2-3 დაყოფილ დოზად ყოველ 10 წამში ნარკოზის სიმპტომების დადგომამდე.
მოზრდილები ხანდაზმული ასაკით, დასუსტებულები ორგანიზმით, ჰიპოვოლემიით: 1.0-დან 1.5–მდე მგ/კგ სხეულის მასაზე 2-3 დაყოფილ დოზად ყოველ 10 წამში ნარკოზის სიმპტომების დადგომამდე.
საერთო ნარკოზის შენარჩუნება
ბავშვები 3 წლის ასაკის ზევით: 7.5-15 მგ/კგ სხეულის მასაზე/საათში.
მოზრდილები 55 წლამდე ასაკის: 0.1-დან 0.2 მგ/კგ სხეულის მასაზე/წუთში ინტრავენური ინფუზიის ფორმით პირველი 10-15 წუთის განმავლობაში. ნარკოზში შეყვანის შემდეგ საჭიროა ინფუზიის გაგრძელება დიდი სიჩქარით - 0.15-დან 0.20 მგ/კგ / წუთში: შემდეგ ინფუზიის სიჩქარე უნდა შემცირდეს 30-50% საერთო ნარკოზის შენარჩუნების პირველი 30 წუთის განმავლობაში; ნარკოზის შესანარჩუნებლად ინფუზიის საშუალო სიჩქარე – 0.05-0.10 მგ/კგ სხეულის მასაზე/წუთში - უზრუნველყოფს ნარკოზიდან გამოსვლის ოპტიმალურ ხანგრძლივობას.
ინტრავენური ინფუზიის ნაცვლად სამკურნალო საშუალება შეიძლება შეყვანილ იქნას ცალკეული ინექციების (ბოლუსების) სახით 20-25 მგ რაოდენობით, ნარკოზის სასურველი სიღრმის მიხედვით შეყვანის სიხშირის რეგულაციით.
მოზრდილები ხანდაზმული ასაკით, დასუსტებულები ორგანიზმით, ჰიპოვოლემიით: 0.05-0.10 მგ სხეულის მასაზე/წუთში ინტრავენური ინფუზიის ფორმით.
არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალების შეყვანა ცალკეული ინექციების (ბოლუსების) სახით.
სედაციური ეფექტი
მოზრდილები - 0.3-დან 4 მგ/კგ სხეულის მასაზე/საათში ინტრავენური ინფუზიის ფორმით. ინფუზიის სიჩქარე საჭიროა შეირჩეს სედაციური ეფექტის სასურველი ხარისხის შესაბამისად.
ბავშვები - არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ინტენსიური თერაპიის ჩატარებისას, ასევე დიაგნოსტიკური და ქირურგიული მანიპულაციების დროს.

გვერდითი მოვლენები
პროპოფოლის შეყვანის დროს ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს: ფილტვების შეშუპება, ანაფილაქსიური სიმპტომები, ბრონქოსპაზმის, ერითემის და არტერიული წნევის ვარდნის ჩათვლით.
ნარკოზში შეყვანის დროს შეიძლება გამოვლინდეს: აღგზნების სუსტად გამოხატული სიმპტომები, განვლადი აპნოე, ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება ან, იშვიათად, მომატება. 
პროპოფოლმა შეიძლება გამოიწვიოს: უნებური მოძრაობები, კრუნჩხვები (ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის შეყვანამ შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების განვითარების რისკი), ზოგჯერ თავის ტკივილი, გამოღვიძებისას - განვლადი გულისრევა ან/და ღებინება.
ძალიან იშვიათად შეინიშნებოდა სპაზმური ტკივილები მუცელში, ხველა, თავბრუხვევა, ცხელება, ერითემა, სლოკინი, პარესთეზია.
ინტრავენური შეყვანის დროს შეიძლება დადგეს მწველი, არახანგრძლივი ტკივილი ან წვა ინექციის ადგილას, იშვიათად, სიცივის ან დაბუჟების შეგრძნება.
ფლებიტი ან თრომბოზი გვხვდება სიხშირით < 1%.
შეყვანის გახანგრძლივებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის შეფერილობის შეცვლა.

უკუჩვენება
პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, თუ დადასტურებულია მომატებული მგრძნობელობა პროპოფოლის ან ემულსიის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ქათმის კვერცხის ლეციტინი ან სოიოს ზეთი).

ორსულობა და ლაქტაცია
პროპოფოლი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის დროს მხოლოდ საფუძვლიანი აუცილებლობის შემთხვევაში.
არ გამოიყენება მშობიარობის, ასევე საკეისრო კვეთის დროს. არ არის რეკომენდებული პრეპრატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი შეიძლება შეიყვანონ ორგანიზმში მხოლოდ შესაბამისმა სპეციალისტებმა ანესთეზიოლოგიის სფეროდან, რომელთაც გაიარეს სპეციალიზაცია ინტენსიურ თერაპიაში.
სამკურნალო საშუალების მომზადებისა და შეყვანის დროს საჭიროა ასეპტიკის საფუძვლების დაცვა. 
გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს.
არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი ფერის შესამჩნევი ცვლილებისა და ემულსიის ფაზების დაყოფის შემთხვევაში.
არ შეიძლება პრეპარატ პლოფედი 1%-ის შეყვანა გადასასხმელ სისხლთან ერთად ან ერთ შპრიცში სისხლის პრეპარატებთან ერთად.
პროპოფოლი შეიძლება შეყვანილ იქნას ერთი შპრიცით NaCl-ის 0,9% ხსნართან ან გლუკოზის 5%-იან ხსნართან ერთად, სამეულის გამოყენებით.
როგორც ზოგადი საანესთეზიო სხვა საშუალებები, ასევე პლოფედი შეიყვანება ფრთხილად, დოზის შემცირებით ხანდაზმული ასაკის ან დასუსტებულ პაციენტებში, სისხლის მიმოქცევის დარღვევების ან უკმარისობის მქონე პაციენტებში, პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით. არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალების გამოყენება პაციენტებში მომატებული ქალას შიდა წნევით. ფრთხილად შეიყვანება ლიპიდური ცვლის დარღვევების მქონე პაციენტებში.
როგორც სხვა იმ პრეპარატების შემთხვევაში, რომლებიც ახდენენ სედაციურ მოქმედებას, პროპოფოლის კომბინირებული შეყვანისას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ავლენენ დამთრგუნავ მოქმედებას ნერვულ სისტემაზე (მაგ: ანალგეზიური საშუალებები), შეიძლება გაძლიერდეს სედაციური ეფექტი, დადგეს სისხლძარღვოვანი კოლაფსი ან სუნთქვის მოშლა.
პაციენტმა არ უნდა გამოიყენოს ალკოჰოლი 24 საათის განმავლობაში ნარკოზის შემდეგ და არ უნდა მიიღოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი სამკურნალო საშუალებები ექიმის კონსულტაციის გარეშე. ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის შეყვანამ შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების განვითარების რისკი.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში 3 წლის ასაკის ქვემოთ.
სამკურნალო საშუალების ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის და სხვა ფსიქომოტორულ უნარებზე. საჭიროა სიფრთხილის დაცვა 24 საათის განმავლობაში ნარკოზის შემდეგ, ტრანსპორტის მართვის ან სხვა ისეთი ფუნქციის შესრულების დროს, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას, რამდენადაც სამკურნალო საშუალებამ შეიძლება დააქვეითოს ფსიქომოტორული ქმედითუნარიანობა.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვოვანი და სასუნთქი სისტემების დათრგუნვის სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატ პლოფედი 1%-ის შეყვანის შეწყვეტა, ჟანგბადის მიცემა, ხსნარების ინტრავენური შევსება. საჭიროა პაციენტზე დაკვირვება წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითების და ბრადიკარდიის სიმპტომების გამოვლენის დროს და საჭიროების შემთხვევაში, სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პროპოფოლის გამოყენება კომბინაციაში ნარკოტულ ანალგეტიკებთან, სედაციურ პრეპარატებთან, საძილე და ინჰალაციურ ანესთეტიკებთან აძლიერებს დამთრგუნველ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ეს იწვევს მოთხოვნის შემცირებას ნარკოტიკულ საშუალებებზე და ამცირებს ნარკოზიდან გამოსვლის ხანგრძლივობას.
პროპოფოლის და ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის მაბლოკირებელი საშუალებების ერთდროული გამოყენება არ იწვევს ურთიერთზეგავლენის გამოვლენას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 2-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 
დაუშვებელია გაყინვა.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით. გამოიყენება სტაციონარულ თერაპიაში.

კომენტარის დამატება