Meds.ge » ყველა წამალი » მასაგიმი / masagimi / Massagim

მასაგიმი / masagimi / Massagim

211

აქტიური ნივთირება:
დიეთილამინის სალიცილატი. 1გრამი კრემი შეიცავს 28,57 მგ დიეთილამინის სალიცილატს.

სხვა შემადგენლებია:
სტეარინის მჟავა, ქოლესტეროლი, ტროლამინი
სკიპიდარი ,ლანოლინი, გლიცერინი, მეთილის პარა-ჰიდროქსიბენზოატი(კონსერვანტი), კუმარინი, ლავანდას ეთერზეთი და გამოხდილი წყალი.
დიეტილამინის სალიცილატი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა ადგილობრივი მოხმარებისთვის.გააჩნია გამახურებელი მოქმედება – რაც დადებითად მოქმედებს კუნთის და სახსრების ტკივილის სიმპტომატური მკურნალობისას, ასევე გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.
სისხლში შეიწოვება კანზე დატანის ფართობისა, დაზიანებული კერის მდგომარეობის და მკურნალობის ხანგრძლივობის შესაბამისად.

ჩვენებები:
– მიალგია (კუნთების ტკივილი)
-ძვლებისა და სასხსრების ტკივილი
– პოსტტრავმული ტკივილი
– ლუმბაგო (უეცარი მწვავე ტკივილი, აღმოცენებული უხერხული მოძრაობის ან სიმძიმის აწევის დროს)
– დისკოზური თიაქარი
– ნევრალგიები
– იშიაზი (საჯდომი ნერვის ანთება)
– სინოვიტები (სახსრის სინოვიური გარსის ანთება, მასში ექსუდატის წარმოქმნით)
– ბურსიტები (სახსრის ამომფენი სითხით სავსე ტომსიკის – ბურსის ანთება)
– დაჟეჟილობა, სილურჯე
– რევმატიული დარღვევები
– სისხლჩაქცევები
გამოყენება კანზე.
დოზირება და მოხმარების წესი: გამოიყენება 1-3-ჯერ დღეში, ხელის ნაზი მოძრაობით დაზიანებულ ადგილზე შეზელით.

უკუჩვენებები:
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა მედიკამენტის აქტიურ ნივთიერებაზე ან მის რომელიმე შემადგენელზე;
– თუ არსებობს ალერგიულობა (მომატებული მგრძნობელობა) სალიცილატების ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
– არ გამოიყენება ლორწოვანი გარსების, დაზიანებული კანის (ჭრილობა, დამწვრობა), თვალების ტკივილის, კანის ეგზემის დროს;
–არ გამოიყენება ასევე ბავშვებში.(7 წლამადე)
წარმოდგენილია კრემის სახით, რომელიც მოთავსებულია ტუბში.
დალუქულია, შეფუთვაში შედის 35 გ-იანი კრემის ტუბი.

ვარგისიანობის ვადა  და  შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ბნელ და  გრილ ადგილას, არ დაუშვათ გაყინვა. ვარგისია გამოშვებიდან 5 წელი

გამოშვების ფორმა: Massagim-ი წარმოდგენილია კრემის სახით, რომელიც მოთავსებულია ტუბში.

დალუქულია, შეფუთვაში შედის 35 გ-იანი კრემის ტუბი.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

კომენტარის დამატება