Meds.ge » ყველა წამალი » დესლორადინი / desloradini / Desloradin

დესლორადინი / desloradini / Desloradin

169

დესლორადინი - დესლორატადინი 5 მგ (შემოგარსული ტაბლეტი N20)

დესლორადინი - ხანგრძლივი მოქმედების ანტიჰისტამინური პრეპარატია, რომელიც პერორალური მიღების შემდეგ იწვევს პერიფერიული H1- ჰისტამინო რეცეპტორების სელექტიურ ბლოკადას, ხასიათდება ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო  მოქმედებით, არ აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და არ იწვევს ძილიანობას.

სწრაფი და გახანგრძლივებული ეფექტურობა ალერგიული რინიტისა და ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარიის დროს

სწრაფად ხსნის ალერგიასა და მნიშვნელოვნად ამცირებს ცხვირის გაჭედვის სიმპტომებს

არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და არ იწვევს ძილიანობას

უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი - თერაპიული დოზის გაზრდა არ იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს ეკგ-ზე.

ხასიათდება სწრაფი მოქმედებითა და ხანგრძლივი ეფექტით (ნახევრადგამოყოფის პერიოდი 27 სთ)

ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში, დესლორადინი ეფექტურად ხსნის ისეთ სიმპტომებს როგორიცაა ცემინება, ქავილი და გამონადენი ცხვირიდან, თვალების ქავილი და სიწითლე, ცრემლდენა, ქავილი სასის მიდამოში.

ჩვენება:

სეზონური და წლის მანძილზე მიმდინარე ალერგიული რინიტი

ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია

სეზონური პოლიპოზი

ალერგიული კონიუქტივიტი

ატოპიური დერმატიტი

 

დოზირება:

12 წლიდან და მოზრდილებში ინიშნება 1 აბი ერთჯერ დღეში, კვებისგან დამოუკიდებლად.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე

უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ

გამოშვების ფორმა:
დესლორატადინი 5 მგ, შემოგარსული ტაბლეტი N20

კომენტარის დამატება