Meds.ge » კლინიკები » კლინიკა ინოვა
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

კლინიკა ინოვა

მდებარეობა
map pin თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი #6 (ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა).
$ENTRY_TITLE$
კლინიკა ინოვა
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

ინოვა მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა და პაციენტებს კომფორტულ  სივრცესა და მაღალ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს.  ინოვა დაფუძნდა  წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად.

 

კლინიკაში ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი, 8 საოპერაციო ბლოკი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, 70 ადგილიანი სტაციონარი. 


ინოვა აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე სტანდარტების აპარატურით.

ინოვაში გაერთიანდნენ  ექიმები ნეიროქირურგიის, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, გინეკოლოგიის, ზოგადი და პლასტიკური ქირურგიის, ბარიატრიის, კარდიოლოგიის, ნევროლოგიის, ანგიოლოგიის, რეპროდუქტოლოგიის, მამოლოგიის, ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში ფუნქციონირებს რადიოლოგიური სამსახური, კომპიუტერული ტომოგრაფია,ჰორმონული ლაბორატორია, რენტგენი, ულტრაბგერითი და DXA-დენსიტომეტრიის დიაგნოსტიკის აპარატები .

 

2016 წლის ივლისში ინოვაში გაიხსნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო, ქეთევან ოსიძის ხელმძღვანელობით.

კლინიკა წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საქართველოში სამედიცინო სერვისების განვითარებისთვის, აქ ტარდება ოპერაციები როგორც ქართველი, ასევე  უცხოეთიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტების მიერ.  ინოვაში ასევე იმართება დარგობრივი კონფერენციები, სადაც ხდება საოპერაციოდან პირდაპირი ჩართვების - live surgery-ის - უზრუნველყოფა.

კომენტარები

user avatar servisebi.ge