Meds.ge » ყველა წამალი » ალერგინი / alergini / ALERGINI

ალერგინი / alergini / ALERGINI

169

შემადგენლობა

ტაბლეტის შემადგენლობა: 
პერილას მშრალი ექსტრაქტი (Extractum perillae siccum) – 0,3გ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის ფუძეკარბონატი, კალციუმის სტეარატი, სახამებელი, ტალკი, საქაროზა, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის კარბონატი, აეროსილი, ტიტანის ორჟანგი, წითელი პიგმენტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პერილას ანტიალერგიული მოქმედება (შერჩევითი ეფექტი მცენარეული მტვერით გამოწვეულ ალერგიულ სიმპტომებზე) განპირობებულია მასში როზმარინის მჟავას, კოფეინის მჟავას და ლუტეოლინის შემცველობით. მცენარის შემადგენლობაში შემავალი პოლისაქარიდები და პოლიფენოლები განსაზღვრავს ანტიოქსიდანტურ აქტივობას, გარდა ამისა, ქრიზოერიოლის, ლუტეოლინის და როზმარინის მჟავას არსებობით განპირობებულია ანტიპირექსული მოქმედება.

ჩვენებები
• რინიტი;
• პოლინოზები;
• ალერგიული ცემინება;

მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
არ იწვევს ძილიანობას, არ მოქმედებს მოძრაობის კოორდინაციაზე და მეხსიერებაზე, არ ახასიათებს შეჩვევა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.
ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვა: ინახება 15-25oC ტეპერატურულ პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.

კომენტარის დამატება