Meds.ge » კლინიკები » მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი

მდებარეობა
map pin თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. 7
$ENTRY_TITLE$
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი არის მულტიდისციპლინურ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც გთავაზობთ სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციის, მეტყველების, ქცევის და გონებრივი განვითარების პრობლემების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების შეფასებას, კონსულტაციას, დიაგნოსტიკას, რეკომენდაციებს და მართვას.

ჩვენი მიზანია ხარჯთ-ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება.

ჩვენი მისიაა ჩვენ პაციენტებთან და მათი ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან და სხვა ორგანიზაციებთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება.

ჩვენი ფასეულობებია: ჰუმანურობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, თანასწორობა, ხელმისაწვდომობა, შემწყნარებლობა.

ჩვენი გუნდი შედგება ლიცენზირებული:

ბავშვთა ფსიქიატრის,
ნევროლოგის,
ფსიქოლოგის,
ქცევითი თერაპევტის,
ენისა და მეტყველების თერაპევტის,
სპეცპედაგოგის,
ხელოვნებით თერაპევტის,
ფიზიკური თერაპევტის და
სენსორული თერაპევტისგან.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ: თბილისში – 558999985 ან 2999400, ბათუმში –  514999494

ჩვენთან შესაძლებელია ისეთი დარღვევებისა და მდგომარეობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორიცაა:

აუტიზმი და აუტიზმის სპექტრის აშლილობები
ენისა და მეტყველების სპეციფიკური აშლილობები:
მეტყველების არტიკულაციის სპეციფიკური აშლილობები
რეცეფტული ენის დარღვევები
ექსპრესული ენის დარღვევები
სასკოლო ჩვევების განვითარებასთან დაკავშირებული სპეციფიკური აშლილობანი:
კითხვის სპეციფიკური აშლილობა
მართლწერის სპეციფიკური დარღვევები
არითმეტიკული ოსტატობის წარმოების (თვლის) სპეციფიური აშლილობა
სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა
ქცევის ჰიპერკინეტიკული აშლილობა (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი)
ტიკები და ტურეტის სინდრომი
ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა

კომენტარები

user avatar servisebi.ge