Meds.ge » კლინიკები » ღია გული / მე-5 კლინიკური საავადმყოფო
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ღია გული / მე-5 კლინიკური საავადმყოფო

მდებარეობა
map pin თბილისი, თემქა XI მიკრო I კვარტალი (5 კლინიკური საავადმყოფო)
$ENTRY_TITLE$
ღია გული / მე-5 კლინიკური საავადმყოფო
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

კლინიკა "ღია გული" წარმოადგენს პირველ მაღალტექნოლოგიურ კარდიოქირურგიულ კლინიკას საქართველოში. დღეის მდგომარეობით კლინიკა ინტეგრირებულია შპს "N5 კლინიკურ საავადმყოფო"-სთან. მე-5 კლინიკური საავადმყოფო/,,ღია გული’’ 260  საწოლზეა გაშლილი, აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი აპარატურით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლის დაცვით მომსახურების სრულ სპექტრს.

 

ჩვენ ვთანამშრომლობთ შვეიცარიის, ისრაელის, ამერიკის, პოლონეთის წამყვან კლინიკებთან, საიდანაც პერიოდულად  ჩვენს კლინიკას სპეციალისტები სტუმრობენ და  ადგილობრივ ექიმებთან ერთად სამედიცინო მომსახურებას უწევენ პაციენტებს.

 

კლინიკის სახეს წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ასევე გავლილი აქვთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები, ჩვენს პარტნიორ ევროპისა და ამერიკის სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენთვის მთავარი ღირებულება, გამოჯანმრთელებული და კმაყოფილი პაციენტია, სწორედ ამიტომ კლინიკაში  აქცენტი მუდმივად გამახვილებულია, უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგზე.  პერიოდულად ვმართავთ, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ კონფერენციებს, რაც თავისთავად ისევ, მოიცავს  კონტაქტების დამყარებასა და გამოცდილების გაზიარებას.

 

კლინიკაში მომუშავე საშუალო და დაბალ მედპერსონალთათვის (ექთნები, ექთნის დამხმარეები და სანიტრები) ნოზოკომიური ინფექციების პრევენციისა და ინფექციური კონტროლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით  3 თვეში ერთხელ კლინიკის ექიმი-ეპიდემიოლოგისა და კლინიკის მთავარი მედდის მიერ ტარდება ტრენინგები.

 

მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული, მე-5 კლინიკური საავადმყოფო/,,ღია გული’’ ერთ-ერთი მოწინავეა დღევანდელი ჯანდაცვის სფეროში.

 

კლინიკა სთავაზობს სტუდენტებს როგორც საბაკალავრო, ასევე რეზიდენტურის პროგრამებს, რომლებიც არის აფილირებული სხვადასხვა უნივერსიტეტებთან.

 

აღნიშნული პროგრამებია:

  • "ბავშვთა ფსიქიატრიის" პროგრამა
  • "კარდიოლოგიის" პროგრამა
  • "ზოგადი და კერძო ქირურგიის" პროგრამა
  • "მეანობა-გინეკოლოგიის" პროგრამა
  • "ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის" პროგრამა

 

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:

  • ამბულატორია
  • მიმღები და გადაუდებელი მედიცინა
  • კარდიოლოგია (ინტერვენციული კარდიოლოგია, კარდიოინტენსიური, არითმოლოგია)
  • კარდიოთერაპია
  • ქირურგია (სისხლძარღვთა ქირურგია, ზოგადი და მცირე ინვაზიური ქირურგია, ონკოქირურგია, თორაკალური ქირურგია, ენდოსკოპიური ქირურგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, ოტორინოლარინგოლოგია, პროქტოლოგია)
  • კარდიოქირურგია (მოზრდილთა კარდიოქირურგია, ბავშვთა კარდიოქირურგია, ანესთეზიოლოგია და ინტენსიური თერაპია)
  • ანესთეზიოლოგია
  • რეანიმაცია (ზოგადი რეანიმაცია, ახალშობილთა რეანიმაცია)
  • ნევროლოგია (ნევროლოგია, ინტერვენციული ნევროლოგია)
  • მეანობა-გინეკოლოგია (ნეონატოლოგიური სამსახური, ახალშობილთა რეანიმაცია)
  • ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი
  • ფსიქიატრია (მოზრდილთა ფსიქიატრია, ბავშვთა ფსიქიატრია)
  • დიალიზის ცენტრი
  • სტომატოლოგია

 

კლინიკის ლაბორატორიაში ხორციელდება კვლევები შემდეგი მიმართულებებით:

  • კლინიკური
  • ბიოქიმიური
  • სეროლოგიური
  • კოაგულოლოგიური
  • ციტოლოგიური
  • იზოსეროლოგიური
  • იმუნოლოგიური
  • ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა

 

კლინიკა სთავაზობს მომხმარებლებს დიაგნოსტიკას:

  • ექოსკოპია
  • რენტგენოლოგია
  • ენდოსკოპია
  • კარდიოლოგიური დიაგნოსტიკა
  • კომპიუტერული ტომოგრაფია - CT

კომენტარები

user avatar servisebi.ge