პორტიჯის ასოციაცია
პორტიჯი ადრეული განვითარების პროგრამაა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.
საქართველოში პორტიჯის ასოციაცია 2006 წლიდან მუშაობს.
პორტიჯის ძირითადი მისიაა მშობლების მხარდაჭერა მათი შვილებისათვის პირველი მეტად ღირებული და ზეგავლენის მომხდენი გუნდის მეშვეობით.
პორტიჯი აღიარებს ბავშვის ადრეულ განვითარებაში მზრუნველი ადამიანის სასიცოცხლო როლს და მიიჩნევს, რომ:
განვითრების პირველ ეტაპზე კრიტიკული მნივნელობა ენიჭება ბავშვისა და მშობლის/მზრუნველის ურთიერთობის ხარისხს - რამდენად ცნობს და გრძნობს უფროსი ბავშვის გარემოზე რეაგირების ინდივიდუალურ თავისებურებებს, მის პერსონალურ ”ენას”;
უფროსმა ხელი უნდა შეუწყოს ადრეულ დასწავლას, რითაც გაჯერებული უნდა იყოს ყოველდღიური რუტინა და ურთიერთობები,
უფროსის როლი ბავშვის კეთილდღეობაზე გულისყურით აღსავსე ზრუნვაში გამოიხატება.
პორტიჯი ახდენს ფოკუსირებას ბავშვის, გარემო პირობების და პროგრამის ძლიერ მხარეებზე, ითვალისწინებს იმ გარემოს, რომელშიც პროგრამა მიმდინარეობს ბავშვისა და ოჯახისათვის ფოკუსირებულია ოჯახზე; ოჯახი, პროგრამასთან თანამშრომლობით, გადაწყვეტილების მიმღებია დაფუძნებულია ყველა ჩართული პირის მხარდამჭერ და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებზე.
პორტიჯის თანამშრომლები ერთმანეთთან და ასევე ბავშვის მშობელთან/მეურვესთან ურთიერთობისას ეყრდნობიან თანასწორობისა და ტოლერანტულობის პრინციპს; არ ახდენენ ადამიანების დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობის, მატერიალური შესაძლებლობების, რელიგიური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.
პორტიჯის თანამშრომლები ერთმანეთთან და ასევე ბავშვის მშობელთან/მეურვესთან ურთიერთობისას ეყრდნობიან ურთიერთდახმარებისა და ცოდნის გაზიარების პრინციპებს იჩენენ განსაკუთრებულ დელიკატურობას და მგრძნნობელობას ურთიერთსაჭიროებებისადმი. ყველა თანამშრომელი ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის შედეგად მიღებულ გამოცდილებას, სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობის შედეგად ან სხვადასხვა სემინარებსა თუ ტრენინგების საშუალბით მიღებულ ცოდნას უზიარებს თავის კოლეგებს, მიმართავს კოლეგებს რჩევებისა და რეკომენდაციებისათვის და იღებს მათგან უკუკავშირს. პრობლემური საკითხები ირჩევა ჯგუფურ შეხვედრებზე, გადაწყვეტილებების მიღება ხდება მსჯელობისა და შეხედულებების გაზიარების შედეგად შეჯერებუილ მოსაზრებებზე დაყრდნობით.
პორტიჯის თანამშრომლები იცავენ და უფრთხილდებიან პორტიჯის ღირებულებებსა და რეპუტაციას.
იცავენ ბავშვთან და მის ოჯახთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის პრინციპებს. ბავშვის ჯანმრთელობასთან და მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება ხდება მხოლოდ სპეციალისტებს შორის (მშობელთან შეთანხმებით), ოჯახის ან მშობლის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სპეციალისტებს შორის ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს აუცილებელია ბავშვის ინდივიდუალური გეგმის შესრულების საჭიროებებიდან გამომდინარე.
პორტიჯის თანამშრომლები იცავენ ბავშვის უსაფრთხოების, ძალადობისაგან დაცვისა და პრევენციის პრინციპებს; უგულვებელყოფასა ან ძალადობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მიმართავენ სახლმწიფო სოციალური მომსახურების სააგენტოს რეაგირებისათვის, ახდენენ ამ რეაგირების დოკუმენტირებას და ყურადღებასა და მგრძნობელობას იჩენენ საკითხის მოგავრების მიმართ
კომენტარები