Meds.ge » კლინიკები » ოსტეოპათიური ცენტრი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ოსტეოპათიური ცენტრი

მდებარეობა
map pin თბილისი, ლ.მიქელაძის 3 (ყოფილი თ.აბულაძის 34), ვაკე, თბილისი, საქართველო
$ENTRY_TITLE$
ოსტეოპათიური ცენტრი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

როგორ მიმდინარეობს მიღება ოსტეოპათთან?

მიღება ოსტეოპათთან ყოველთვის მოიცავს:

სპეციალისტთან საუბარს;
ოსტეოპათიურ დიაგნოსტირებას;
ოსტეოპათიურ კორექციას(მკურნალობას)
მიღება ყოველთვის იწყება თქვენთან საუბრით. თქვენ აჟღერებთ საკუთარ პრობლემას, სპეციალისტი სვამს დამაზუსტებელ კითხვებს: „როგორ და რანაირად ჩნდება ტკივილი? როგორია ის? დაკავშირებულია თუ არა ტკივილი რომელიმე ქმედებებთან ან მოძრაობებთან?“

სპეციალისტი აუცილებლად შეგეკითხებათ თქვენი დაბადების შესახებ, გადატანილი ოპერაციების და ტრავმების შესახებ.

ინფორმაცია დაბადების შესახებ ეხმარება იმის დადგენაში , გქონდათ თუ არა მიღებული სამშობიარო ტრავმები.

ინფორმაცია ოპერაციების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნაწიბურების არსებობა, ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე.  მთელი ჩვენი სხეული მოიცავს მრავლობით ფასციას, რომლებიც როგორც ზეწარი ეხვევა მთლიან სხეულს. ნორმის ფარგლებში ეს ფასცია უნდა იყოს მოძრავი თქვენი სხეულის ნებისმიერ წერტილში.

ოპერაციის შემდგომი ნაწიბური ზღუდავს ფასციის მოძრაობას და აკავებს მას, როგორც ხელი, რომელიც იჭერს ზეწარს საწოლზე. ეს დაძაბულობა გადაეცემა კუნთებს და შინაგან ორგანოებს, რითაც იწვევს მათი მოძრაობის შეზღუდვას. ეს კი, თავის მხრივ იწვევს თქვენთვის საგრძნობ ტკივილს.

ინფორმაცია ტრავმების შესახებ ასევე აუცილებელია. ამ ინფორმაციით გასაგები ხდება თქვენს სხეულში წარმოქმნილი პრობლემის მექანიზმი.

რაც უფრო მეტ დაზუსტებებს გაიგებს სპეციალისტი საუბრის დროს, მით უფრო ეფექტური ხდება მკურნალობა.

საუბრის შემდეგ ოსტეოპათი ამოწმებს და პალპირებს მთელ სხეულს.

თავიდან სპეციალისტი ყურადღებას აქცევს თქვენს დგომას. როგორ აბრუნებთ მხრებს, მუცელს და მენჯს. როგორ მდებარეობაშია თავი და ტერფები. რომელი ფეხია საყრდენი. ეს ინფორმაცია ეხმარება იმის შესაფასებლად, თუ სად არის სიმძიმის ცენტრი თვენს სხეულში, როგორ გაივლის ძირითადი ღერძი, ხერხემლის რომელი უბნებში არის დარღვევა, კუნთების რომელი ჯგუფია დაძაბული.

შემდეგ ოსტეოპათი გთხოვთ შეასრულოთ ზოგიერთი აქტიური მოძრაობა, რომ გაიგოს როგორ მონაწილეობენ ამ მოძრაობაში ხერხემლის სხვადასვხვა უბნები, გავა, მენჯი და სხვა ძვლები, კუნთები და სახსრები.

ამის შემდეგ თქვენ წვებით და ოსტეოპათი ხელების მეშვეობით პალპირებს მთელ სხეულს. ოსტეოპათიაში პრობლემის ყველაზე მთავარი მაჩვენებელია- ქსოვილებში მობილობის ნაკლებობა, ამიტომ ოსტეოპათი ამოწმებს ფასციების მობილობას, შინაგანი ორგანოების და თავის ქალის ძვლების მოძრაობის უნარს. იქ სადაც ნაკლებია მობილობა, ყოველთვის დარღვეულია სისხლის მიმოქცევა და ინერვაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანო ან ქსოვილი არ ფუნქციონირებს ნორმალურად.

საუბრის და შემოწმების შემდეგ სპეციალისტი იწყებს ოსტეოპათიურ კორექციას ( მკურნალობას). კორექცია ჩვეულებრივ იწყება თქვენი სხეულის იმ უბნებიდან, სადაც ქსოვილებს ყველაზე დაბალი მობილობა გააჩნია. როგორც წესი, ეს ადგილი არის სხეულში გაჩენილი სხვა დისფუნქციების მიზეზი, რომლებიც ჩნდებიან პირველად პრობლემასთან ადაპტირების მიზნით.

მოვიყვანოთ მაგალითი. დაუშვათ, მიმართეთ ოსტეოპათს ჩივილით, ტკივილი წელის არეში. საუბრისას სპეციალისტი ადგენს, რომ რამდენიმე თვის წინ გადაგიბრუნდათ მარჯვენა ტერფი. ის გტკიოდათ 2-3 დღე და შემდეგ თქვენ დაივიწყეთ მის შესახებ. დავუშვათ, გაჩნდა დისფუნქცია ქუსლისა და კოჭის ძვალს შორის და სიარულის დროს ტერფი ოდნავ შიგნით როტირდებოდა. ტერფის შიგნითა როტაციის შემდეგ , როტაცია განიცადეს  მუხლის და მენჯ-ბარძაყის სახსრებმა, მენჯმა, გავამ, ხერხემლის წელის მიდამომ. ძვლოვანი სტრუქტურების როტაციის შედეგად კუნთებმაც რეაგირება მოახდინეს, რადგან დატვირთვა არათანაბრად ნაწილდებოდა. ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას, რამდენიმე ხნის შემდეგ სხეული აცნობებს პრობლემის შესახებ ტკივილის მეშვეობით. გამაყუჩებელი აბების და მალამოების გამოყენებისას, თქვენ ებრძვით შედეგს  და არა მიზეზს, ამიტომაც მედიკამენტოზურ მკურნალობას მოქმედების ხანმოკლე ვადა აქვს. თვითონ მიზეზის აღმოფხვრა შესაძლებელია, მხოლოდ ტერფის ძვლების და პათოლოგიურ პროცესში ჩათრეული სხვა კუნთოვან-ძვლოვანი სტრუქტურების დისფუნქციის აღმოფხვრის შემდეგ.

ჩვენს სხეულში არ არის ცალკეული ნაწილები. ყველაფერი მუშაობს როგორც ერთიანი ურთიერთდამოკიდებული სისტემა. ნებისმიერი დარღვევა იწვევს მთლიანი სხეულის რეზონანსს. სწორედ ამიტომ, ოსტეოპათი ცდილობს აღმოფხვრას არა მხოლოდ ტკივილი, არამედ მისი გამომწვევი მიზეზი.

ოსტეოპათიური მკურნალობის შედეგის გასამყარებლად სპეციალისტმა შეიძლება მასაჟის და/ან აღდგენითი ფიტნესის კურსის რეკომანდაცია გაგიწიოთ.

მასაჟის და აღდგენითი ფიტნესის სპეციალისტები აწარმოებენ მიღებას ასევე ჩვენს ცენტრში.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

კომენტარები

user avatar servisebi.ge