Meds.ge » კლინიკები » პლასტიკური ქირურგია - სიმონ მუმლაძე
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

პლასტიკური ქირურგია - სიმონ მუმლაძე

მდებარეობა
map pin თბილისი, კოსტავას ქ. 38
$ENTRY_TITLE$
პლასტიკური ქირურგია - სიმონ მუმლაძე
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

სიმონ მუმლაძე
განათლება და კვალიფიკაციები:
თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი.
თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, მოქანდაკის სპეციალობა.
კლინიკური ორდინატურა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო/კვლევით ინსტიტუტში, თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო/პრაქტიკული ცენტრის ბაზაზე, რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში.
საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია: რეკონსტრუქციული და პლასტიკური მიკროქირურგია; ესთეტიკური ქირურგია; ცხვირის ფუნქციონალურ ესთეტიკური და დანამატი წიაღების ენდონაზალური ქირურგია.
სტაჟირება დანიაში: იორინგის და ოჰუსის კლინიკაში, გრიმერის ესთეტიკური მედიცინის კერძო კლინიკაში და ისრაელში (იერუსალიმში) – ჰადასას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტში.
პროფესიული გამოცდილება:
რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილება.
ჭიათურის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილება, ქირურგი.
კლინიკური ორდინატურა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტში, თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ს/პ ცენტრის ბაზაზე.
დამწვრობის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილება, პლასტიკოსი ქირურგი.
პლასტიკოსი ქირურგი სხვადასხვა კერძო კლინიკებში;
2007–2010 წწ კლინიკა „მედი“, პლასტიკოსი ქირურგი.
2010 -2016 წელი "ჯანმრთელობის ცენტრში," პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის კლინიკა.
2016 - დან დღემდე ჩაჩავას კლინიკა, (ახალი ქირურგიული კლინიკა)
სახელმწიფო სერთიფიკატები: #28647 მე-2 ბ 37 (პლასტიკური ქირურგია); #030764 მე-2 ბ 25 (ზოგადი ქირურგია).
ენები: რუსული, ინგლისური.
პლასტიკური ქირურგი სიმონ მუმლაძე, ამასთანავე არის მხატვარი და პროფესიონალი მოქანდაკე, რაც მას ძალიან ეხმარება საკუთარი საქმიანობის პროფესიონალურად განხორციელებაში. იგი წინასწარ უხატავს პაციენტს ცხვირის მომავალ ფორმას, სახის პროპორციებისა და ნაკვთების ფორმის გათვალისწინებით, რაც, ერთი მხრივ, პაციენტს საშუალებას აძლევს, აირჩიოს მისთვის სასურველის (სახის პროპორციების შესაბამისი) ფორმა და, მეორე მხრივ, თავად ქირურგს ეხმარება მაქსიმალურად კარგი შედეგის მიღებაში

კომენტარები

user avatar servisebi.ge