გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა
2011 წლიდან დღემდე სასწრაფო-გადაუდებელ და ამბულატორიული მომსახურების სამსახურს ხელმძღვანელობს პედიატრი, ექიმი-რეანიმატოლოგი ფიქრია ლურსმანაშვილი. სამსახური პაციენტებს სთავაზობს პირველად,როგორც თერაპიულ, ასევე ქირურ-გიულ გადაუდებელ დახმარებას, აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით: პედიატრები: მედეა გელაშვილი, მედეა რამიშვილი,ნინო გოგუაძე, ნინო სანოძე და რუსუდან იოსელიანი.
მრავალპროფილური ბავშვთა საავადმყოფო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა პაციენტებს სთავაზობს მსოფლიო სტანდარტების შესაბამის სტაციონარულ, ამბულატორიულ და დიაგნოსტიკურ მომსახურებას.კლინიკა დიდი ტრადიციების მატარებელია და არსებობის ხანგრძლივ ისტორიას ითვლის.
1997 წლიდან, ყოფილი ბავშვთა მე-2 საავადმყოფო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა გახდა, სადაც სამედიცინო საქმიანობის პარალელურად მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის.
კლინიკაში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი ექიმი-სპეციალისტები, როგორებიც იყვნენ პროფესორები: გივი ჟვანია, მარიამ გრიგალაშვილი, ირაკლი ციციშვილი, თამაზ გაჩეჩილაძე, ლეო ავალიანი, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე და სხვანი. თსსუ-ის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა კვლავაც აგრძელებს ტრადიციებს და აქტიურ მონაწილეობას იღებს საგანმანათლებლო პროგრამებში. რეგულარულად ტარდება სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობები ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის. კლინიკაში ამავდროულად ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებები, რაც ნებისმიერ სფეროში განვითარების აუცილებელი პირობაა.
კლინიკა ფუნქციონირებს 79 საწოლზე, აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით, დანერგილია უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები და დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალით.
თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ფუნქციონირებს შემდეგი სამსახურები:
თერაპიის სამსახური;
ქირურგიის სამსახური;
კრიტიკული მედიცინის სამსახური (ნეონატოლოგია);
სასწრაფო გადაუდებელი მომსახურეობა- EMERGENCY;
ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევის სამსახური;
ანესთეზიოლოგიის სამსახური და საოპერაციო ბლოკი.
ზოგადი ქირურგია;
ყბა-სახის ქირურგია
ოფთალმოლოგია;
ოტორინოლარინგოლოგია;
ალერგოლოგია;
ბავშვთა რევმატოლოგია;
პედიატრია;
ნეონატოლოგია;
ჰემატოლოგია;
ნევროლოგია;
ენდოკრინოლოგია;
რეანიმაცია;
გასტროენტეროლოგია;
ბავშვთა ენდოსკოპია
კომენტარები