Meds.ge » კლინიკები » ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი - უროლოგიური ჰაბი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი - უროლოგიური ჰაბი

მდებარეობა
map pin თბილისი, ლუბლიანას ქ. 5 მე-9 სართული
$ENTRY_TITLE$
ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი - უროლოგიური ჰაბი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

MMT ჰოსპიტალი- წარმოადგენს პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბს. ულტრათანამედროვე მეთოდების, მაღალტექნოლოგიური, მუდმივად განახლებადი აპარატურისა და მაღალკვალიფიციური მედ-პერსონალის წყალობით ჩვენთან უზრუნველყოფილია კომპლექსური, ინდივიდუალური მიდგომა ყოველი პაციენტებისადმი.

ზოგადი უროლოგიის ცენტრთან ერთად, ფუნქციონირებს  პროსტატის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ცენტრი, მამაკაცთა ჯანმრთელობის ცენტრი, ონკოლოგიური პაციენტების პრე და პოსტოპერაციული მონიტორინგის ცენტრი და კენჭის დაშლის ცენტრი.

პროსტატის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ცენტრი- პაციენტებს სთავაზობს პროსტატის დაავადებათა უზუსტესი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის აუცილებელ ყველა იმ  მეთოდსა და სერვისს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც კი ახლა ინერგება: პროსტატის მიკრო-ექოსკოპია – პროსტატის  კვლევა მაღალი გარჩევადობის მიკრო ულტრაბგერით; პროსტატის დამიზნებითი (თარგეთული)  ბიოფსია მაღალი გარჩევადობის მიკრო-ულტრაბგერით, პროსტატის კიბოს 100%-იანი დიაგნოსტიკა ,,ფიუჟენ’’ (Fusion) ბიოფსიით, მაგნიტური რეზონანსის (MRI) და მიკრო-ექოსკოპიის ერთდროული კონტროლით; Focal one  რუთი (რობოტული ულტრაბგერითი თერაპია ) პროსტატის კიბოს უოპერაციო, არაინვაზიური,   რობოტული მეთოდით მკურნალობა-რევოლუციური სიახლე, რომელიც პროსტატის ლოკალიზებულ კიბოს ოპერაციის გარეშე, ერთ დღეში ანადგურებს. პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების უსაფრთხო და “უსისხლო“ /ენდოსკოპური ოპერაციები იაპონური კომპანიის/OLYMPUS სისტემის ულტრათანამედროვე აპარატურით: ბიპოლარული ტური, პლაზმური ვაპორიზაცია და ენუკლეაცია.

მამაკაცთა ჯანმრთელობის ცენტრი -აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიის STORZ  DUOLITH -ის აპარატურით, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება  ქრონიკული პროსტატიტის და ტკივილის სინდრომის მკურნალობა უახლესი მეთოდით.  უმტკივნეულო, არაინვაზიური, ნებისმიერი ასაკისთვის მისაღები, უსაფრთხო და მაღალეფექტური დარტყმით-ტალღოვანი თერაპია უზრუნველყოფს პროსტატის სისიხლის მიმოქცევისა და ფუნქციის აღდგენას, ტკივილების მოხსნასა და  ერექციული ფუნქციის გაუმჯობესებას;

,,შტორცის” კენჭის დაშლის ცენტრი-ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ  ცენტრი  შარდ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობისათვის.  ხორციელდება თირკმლისა და შარდსაწვეთის ნებისმიერი ზომისა და შემადგენლობის კენჭების გარანტირებული უოპერაციო მკურნალობა. STORZ-ის MODULITH SLX-F2 აპარატის ზუსტი, ძლიერი,  უმტკივნეულო ტალღებისა და უნაკლო, ციფრული ვიზუალიზაციის წყალობით , იშლება  ყველა ზომის, ფორმისა და შემადგენლობის, მათ შორის მარჯნისებური კენჭებიც;

პაციენტი იმ დღესვე ეწერება სახლში და რაც მთავარია,  არ არსებობს არანაირი შეზღუდვა პაციენტის წონაზე, ხოლო ბავშვებისთვის და ორსულებისთვის კი გააჩნია კენჭის დაშლის სპეციალური პროგრამა

კომენტარები

user avatar servisebi.ge