Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ღვიძლის არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება

ღვიძლის არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება

222

ღვიძლის არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება (Non-alcoholic fatty liver disease - NAFLD)ტერმინია, რომელიც ღვიძლის უჯრედებში ცხიმოვანი უჯრედების ჩალაგებით მიმდინარე სხვადასხვა დაავადებებს აერთიანებს. ჩვეულებრივ ეს პათლოგია ჭარბწონიან და მსუქან ადამიანებში გვხვდება.

ჯანმრთელი ღვიძლი ცხიმს მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ უნდა შეიცავდეს.

ღვიძლის არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების მქონე პაციენტების უმრავლესობას, ღვიძლში ცხიმის მხოლოდ მცირე რაოდენობა აქვს, რაც ჩვეულებრივ სიმპტომებს არ იწვევს. დაავადების ამ ადრეულ ფორმას მარტივი ცხიმოვანი ღვიძლი, ან სტეატოზი ეწოდება.

დიდ ბრიტანეთში მარტივი ცხიმოვანი ღვიძლი ძალიან ხშირი პათოლოგიაა, რაც მსუქანი ან ჭარბწონიანი ადამიანების სიმრავლეზე მიუთითებს. ეს ღვიძლის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. დადგინდა, რომ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის დაახლოებით 25-30% არა-ალკოჰოლური ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების ადრეული ფორმა აქვს.

პაციენტების უმრავლესობაში, მარტივი ცხიმოვანი ღვიძლი ზიანს არ იწვევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადება სერიოზული არაა, ეს შემდეგი ფაქტორებითაა გამოწვეული:

  • ზოგ ადამიანში ცხიმის დაგროვებამ და მდგომარეობის გაუარესებამ შესაძლოა ღვიძლის ანთება (არა-ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი - Non-alcoholic steatohepatitis - NASH) და დანაწიბურება გამოიწვიოს
  • იქიდან გამომდინარე, რომ ეს დაავადება ჭარბწონიანობასა დასიმსუქნესთანაა დაკავშირებული, ამ დაავადების ნებისმიერი ეტაპის მქონე ადამიანებს ინსულტის ან გულის შეტევის განვითარების გაზრდილი რისკი აქვთ - ეს რისკი არა-ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის მქონე ადამიანებში უფრო დიდია

ხშირადარა-ალკოჰოლური ღვიძლის ცხომოვანი დაავადების დიაგნოზი მაშინ ისმება, როცა ღვიძლის ფუნქციური ტესტები (სისხლის ანალიზის ტიპი) ანომალურ შედეგს იძლევიან და როდესაც ღვიძლის სხვა პათოლოგიების, მაგალითად ჰეპატიტის არსებობა გამოირიცხება. თუმცა, ეს მდგომარეობა შესაძლოა მაშინაც არსებობდეს, როცა ღვიძლის ფუნქციური ტესტები ნორმალურია.

ღვიძლის არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადებისოთხი ეტაპი

ღვიძლის არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება ძალიან წააგავს ღვიძლის ალკოჰოლურ დაავადებას, მაგრამ არაა გამოწვეული ჭარბი ალკოჰოლის მოხმარებით. 4 ეტაპი განხილულია ქვემოთ.

I ეტაპი: მარტივი ცხიმოვანი ღვიძლი (სტეატოზი)

ღვიძლის სტეატოზი დაავადების პირველი ეტაპია. ამ დროს ღვიძლის უჯრედებში ჭარბი რაოდენობით ცხიმი გროვდება, მაგრამ ეს ცვლილებები უსაფრთხოდ ითვლება. ჩვეულებრივ, ამ ეტაპზე სიმპტომები არ გამოვლინდება და შესაძლოა სისხლის ანალიზის ანომალური შედეგის მიღებამდე პათოლოგიის არსებობაზე არც იცოდეთ.

II ეტაპი: არა-ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი (NASH)

მარტივი ცხიმოვანი ღვიძლის მეორე სტადია პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილს უვითარდება. ამ სტადიას არა-ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი (NASH) ეწოდება. დადგენილია, რომ დიდ ბრიტანეთში ეს პათოლოგია მოსახლეობის 2-5%-ს აწუხებს.

NASH პათოლოგიის უფრო აგრესიული ფორმაა, რომლის დროსაც ღვიძლის ანთება იწყება. ანთება ორგანიზმის დაზიანებაზე საპასუხო რეაქციაა, რაც ღვიძლის უჯრედების დაზიანებაზე და ზოგიერთი მათგანის დაღუპვაზე მიუთითებს.

NASH-ის მქონე ადამიანს, შეიძლება ჰქონდეს მუცლის მარჯვენა ზედა მხარეში (მარჯვენა მხარეს, ნეკნების ქვედა საზღვართან) ყრუ ტკივილი აწუხებდეს, თუმცა შესაძლოა სიმპტომები საერთოდ არ იყოს გამოხატული.

სამწუხაროდ, მხოლოდ სისხლის რუტინული ანალიზი მარტივი სტეატოზის ან NASH-ის აღმოსაჩენად საკმარისი არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებითი სპეციალიზირებული ანალიზები იქნება საჭირო.

III ეტაპი: ფიბროზი

NASH-ის მქონე ზოგიერთ ადამიანს ფიბროზი უვითარდება, რომლის დროსაც ღვიძლის ხანგრძლივი ანთება მისი უჯრედებისა და სისხლძარღვების გარშემო ფიბროზული ნაწიბურის წარმოქმნას იწვევს.

ფიბროზული ქსოვილი ღვიძლის ჯანმრთელი ქსოვილის ნაწილს ჩაანაცვლებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ღვიძლის ნორმალურ ფუნქციის შესასრულებლად საკმარისი რაოდენობის ჯანმრთელი ქსოვლი რჩება.

IV ეტაპი: ციროზი

ეს ყველაზე მძიმე ეტაპია, რომლის დროსაც ნაწიბუროვანი ზოლები და ღვიძლის უჯრედების გროვები წარმოიქმნება. ღვიძლი იჭმუხნება და ხორკლიანი ხდება (რასაც ციროზი ეწოდება).

ჩვეულებრივ, ციროზი 50-60 წელ ასაკს გადაცილებულ ადამიანებში ვლინდება, რაც ღვიძლში არსებული მრავალწლიანი ანთებითი პროცესებისა და დაავადების ადრეული სტადიების შემდეგ ვითარდება. თუმცა, ზოგ პაციენტში ეს ცვლილებები შესაძლოა ბევრად ადრეც განვითარდეს.

NAFLD-ით გამოწვეული ღვიძლის ციროზის განვითარების ყველაზე მაღალი რისკი

ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებს აქვთ.

ციროზით გამოწვეული ზიანი მუდმივი და შეუქცევადია. ციროზი ნელა, მრავალი წლის განმავლობაში პროგრესირებს და ღვიძლის ფუნქციის შეწყვეტას თანდათანობით იწვევს. NAFLD-ს ღვიძლის პირველადი კიბოს (ღვიძლის უჯრედოვანი კარცინომა) გამოწვევაც შეუძლია. ამ მდგომარეობას ღვიძლის უკმარისობასაც უწოდებენ. ღვიძლის ციროზისა და მისი გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. ღვიძლის ციროზი.

ვინ ავადდება

NAFLD-ის და დაავადების უფრო მძიმე ფორმების, მაგალითად NASH, ფიბროზისანციროზის განვითარების უფრო მაღალ რისკ-ჯგუფში იმყოფებით თუ:

  • სიმსუქნეან ჭარბი წონა გაწუხებთ
  • ტიპი 2 დიაბეტი (ამ პათოლოგიის დროს ღვიძლის უჯრედების მიერ ცხიმის შეწოვა ძლიერდება) გაქვთ
  • სისხლის მაღალი წნევა გაწუხებთ
  • გაქვთ ქოლესტერინის მაღალი დონე
  • ხართ 50 წელს გადაცილებული
  • ეწევით.

NAFLD-თან ერთად ცხოვრება 

NAFLD-ის მქონე პაციენტების უმრავლესობას ღვიძლის მძიმე პრობლემები არ უვითარდება და დაავადების მხოლოდ Iეტაპი (მარტივი ცხომოვანი ღვიძლი) აქვს.

მარტივი ცხიმოვანი ღვიძლი ალაგდება, თუ მის გამომწვევ მიზეზს აღმოფხვრით. მაგალითად, ჭარბი წონის დაკლებით ან დიაბეტის უკეთ მართვით ცხიმოვანი ღვიძლის შექცევას შეძლებთ.

მრავალ ადამიანს სიმპტომები არ აწუხებს, მაგრამ ხშირია დაღლილობის შეგრძნება და ზოგერთი პაციენტი მუცლის ზედა მარჯვენა მხარეში (სადაც ღვიძლია) მუდმივ ტკივილს უჩივის.

ფიბროზის და ციროზის სიმპტომების განვითარებას შეიძლება წლები დასჭირდეს. დაავადების უფრო სერიოზულ სტადიაში პროგრესირების, გულის შეტევისა და ინსულტის პრევენციისთვის ცხოვრების სტილის შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

წონის დაკლება და ვარჯიში

NAFLD-ის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი წონის ეტაპობრივი კლება და რეგულარული ვარჯიშია. ეს გეხმარებათ:

  • ღვიძლის უჯრედებში ცხიმის რაოდენობის შემცირებაში - რაც თავის მხრივ ანთების ალაგებას უწყობს ხელს
  • ამცირებს ინსულტის და გულის შეტევის რისკს

წონაში დაკლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებისთვისაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია NAFLD-ის მქონე ნებისმიერი პაციენტისთვის.

გაიგეთ მეტი თუ როგორ უნდა დაიკლოთ წონაში.

მოწევის შეწყვეტა

თუ ეწევით, მოწევის შეწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გულის შეტევის და ინსულტის რისკს შეამცირებს.მოწევის შესაწყვეტად ახლავე გადადგით ნაბიჯები

მედიკამენტები

თუ სისხლის მაღალი არტერიული წნევა ან ქოლესტერინი გაწუხებთ, სამკურნალოდ შეიძლება დაგჭირდეთ წამლების მიღება. სისხლის მაღალი წნევისა და ქოლესტერინის მაღალი დონის მკურნალობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. სისხლის მაღალი წნევის მკურნალობა და ქოლესტერინის მაღალი დონის მკურნალობა.

თუ მეორე ტიპის დიაბეტი გაქვთ, სისხლში შაქრის მაღალი დონის შესამცირებლად წამლების მიღება დაგჭირდებათ.

თავდაპირველად, მკურნალობას აბებით დაიწყებთ, ხანდახან კი რამდენიმე წამლის კომბინაციას მიიღებთ. შეიძლება ინსულინის ინექციებიც დაგჭირდეთ. გაიგეთ მეტი მეორე ტიპის დიაბეტის მედიკამენტური მკურნალობის შესახებ.

NAFLD-ის სამკურნალო კონკრეტული მედიკამენტები არ არსებობს, მაგრამ სისხლის მაღალი წნევისა და დიაბეტის სამკურნალო კონკრეტული საშუალებები ღვიძლზეც დადებით გავლენას იქონიებენ. ექიმმა შესაძლოა კონკრეტული პრეპარატი გამოგიწეროთ, რომელიც NAFLD-ის მიერ გამოწვეული ციროზის ან ღვიძლის სიმსივნის განვითარების რისკს შეგიმცირებთ.

ალკოჰოლი

NAFLDალკოჰოლის მიერ არაა გამოწვეული, მაგრამ ალკოჰოლს ამ მდგომარეობის დამძიმება შეუძლია. ამიტომ ალკოჰოლის მიღება არ არის ამ დროს რეკომენდირებული.

ღვიძლის ფუნქცია

ღვიძლს ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რომელიც ორგანიზმს ეხმარება ნორმალურად მუშაობაში. ეს ფუნქციები მოიცავს:

  • გლიკოგენის შენახვას. გლიკოგენი იშლება გლუკოზად (შაქარი) და გამოიყოფა სისხლის მიმოქცევაში, როდესაც ორგანიზმს სჭირდება ენერგია
  • ცილებისა და ცხიმების გადამუშავებაში დახმარება
  • სისხლის შედედებისთვის აუცილებელი ცილების გამომუშავება
  • ალკოჰოლის, წამლების და ტოქსინების გადამუშავებაში და ორგანიზმიდან გამოყოფაში დახმარება
  • ნაღველის გამომუშავება, რომელიც წარმოადგენს სითხეს, რომელიც თავის მხრივ ნაღვლის სადინარის გავლით ჩაედინება კუჭში და საჭიროა გადამუშავებული საკვების ცხიმებად დასაშლელად.

კომენტარის დამატება