Meds.ge » კლინიკები » სორქ ფონდი - საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ქართული ფონდი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

სორქ ფონდი - საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ქართული ფონდი

მდებარეობა
map pin თბილისი, ბელიაშვილის ქ. 143ა
$ENTRY_TITLE$
სორქ ფონდი - საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ქართული ფონდი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

არაოფიციალური მონაცემებით საქართველოში 130,000 მეტი ფიზიკურად შეზღუდული ადამიანია. მათგან დაახლოებით 10%-ს აღენიშნება გადაადგილების უნარის შეზღუდვა. მათ შორის კიდურამპუტირებული პაციეტები საჭიროებენ საპროტეზო რეაბილიტაციას, ხოლო პაციენტები ფუნქციური დაავადებებით (ნევროლოგიური და სხვა დარღვევებით) ორთეზულ მომსახურებას. 1990-იან წლებში ამპუტაციის მთავარი მიზეზს ომთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები განაპირობებდა. ამჟამად იგივე მიზეზით შემთხვევათა 17%-ია გამოწვეული (მათ შორის ნაღმის მსხვერპლთა რიცხვი ძირითად ნაწილს შეადგენს), ხოლო ძირითად ფაქტორს (54%) წარმოადგენს ისეთი დაავადები, როგორიცაა დიაბეტი, სისხლ-ძარღვოვანი დაავადებები და სხვა. შემთხვევათა 28%-ში გვხვდება სატრანსპორტო და სხვა სახის ტრავმატიზმი.

საპროტეზო ორთოპედიული რაბილიტაციის ქართული ფონდში (სორქ ფონდი) რეგისტრირებულია 10,000-მდე ამგვარი პაციენტი. ფონდი დაარსდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორთოპედიული პროექტის ბაზაზე 2003 წლის დეკემბერში. მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები უზრუნველყოს ფიზიკური რეაბილიტაციის მომსახურებით (ფიზიკალური თერაპია, პროტეზირება და ორთეზირება). დღემდე 8,000-ზე მეტ ადამიანს გაეწია მომსახურება. ფონდში ამჟამად დასაქმებულია სხვადასხვა პროფესიული პროფილის მქონე 16 თანამშრომელი: ორთოპედიული ტექნოლოგები (საერთაშორისო II კატეგორია) და ტექნიკოსები, ექიმი რეაბილიტოლოგი, ფიზიოთერაპისტი, ადმინისტრაციული და დამხმარე შტატი. მათი პროფესიული დონის პერმანენტული ამაღლება სორქ ფონდის ზრუნვის ერთ-ერთი ძირითადი საგანია. სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2008 წელს წარმატებით განხორციელდა ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემის დანერგვა ISO 9001:2008 სტანდარტის მიხედვით.

მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნის და არსებული სახელმწიფო დაფინანსების სიმცირის პირობებში მეტად მნიშვნელოვანია ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო დახმარება ფონდის საქმიანობისთვის. ჩვენ დიდი მადლიერება გვინდა გამოვხატოთ ყველა იმ ორგანიზაციისა თუ პიროვნების მიმართ, რომელთა თანადგომამ შესაძლებელი გახადა ამგვარი სამსახურის არსებობა საქართველოში. მათ შორის არიან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, იოჰანიტერი, შმიცის ფონდი, ჯგუფი სოსიეტე ჯენერალი – ბანკი რესპუბლიკა, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია, ფონდი ევრაზია, კანადის მთავრობა, ქალბატონი ერიკა ულამეკი, ბატონი ჟერომ რიბო-გაილარი და სხვები.

2013 წლის აგვისტოში გაჩნდა ფონდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა  – დაიწყო ახალი ცენტრის მშენებლობა. მშენებლობის მნიშნელოვანი ნაწილი დაფინანსდა იაპონიის მთავრობის, იოჰანიტერისა და წითელი ჯვრის დახმარებით. 2015 წლიდან ცენტრი ახალ შენობაში ფუნქციონირებს მისამართზე: ბელიაშვილის 143ა ( მიონის მოპირდაპირე მხარეს, “საგას” შენობის (145) უკან)

კომენტარები

user avatar servisebi.ge