Meds.ge » კლინიკები » სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის გინეკოლოგიური განყოფილება
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის გინეკოლოგიური განყოფილება

მდებარეობა
map pin თბილისი, ყაზბეგის გამზ. 16
$ENTRY_TITLE$
სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის გინეკოლოგიური განყოფილება
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი წარმოადგენს მრავალპროფილიან, სპეციალიზებულ, კლინიკურ სტაციონარს, რომელიც გაშლილია 150 საწოლზე. მასში ფუნქციონირებს:  

თერაპიული (40 საწ.), ქირურგიული (40 საწ.), გინეკოლოგიური (20 საწ.), პედიატრიული (40 საწ.)  რეანიმაციული (10 საწ.) და მიმღებ-პოლიკლინიკური განყოფილებები. მაღალკვალიფიციური ბაქტერიოლოგიური, კლინიკური და იმუნოლოგიური ლაბორატორიები.

ტრანსფუზიოლოგიისა და ექსტრაკორპორალური დეტოქსიკაციის, ულტრასონოგრაფიისა და ენდოსკოპიის, ჰიპერბარული ოქსიგენაციის (ბაროკამერა), ლაზეროთერაპიის, ფუნქციონალური დიაგნოსტიკის, რენტგენოლოგიური, სისხლძარღვთა ქირურგიის, ელექტროაკუპუნქტურის, თერაპიული მასაჟის და სტომატოლოგიური კაბინეტები; ვიწრო სპეციალისტები - ტრავმატოლოგი, ნევროპათოლოგი, ოტოლარინგოლოგი, ეპიდემიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ინფექციონისტ-იმუნოლოგი და ფთიზიატრი.

ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ექიმთა ასოციაცია 'სეფსისი' და ანტიბიოტიკთა რაციონალური გამოყენების მსოფლიო ალიანსი APUA.

ცენტრი უნიკალურია იმდენად, რამდენადაც აქ  მკურნალობენ, არა მარტო სეფსისით დაავადებულ, არამედ ჩირქოვან-ანთებადი დაავადებებით პაციენტებსაც, რომელთა დაგვიანებული ან არასათანადო მკურნალობა იწვევს სეფსისის განვითარებას. ცენტრში უცნობი ეტიოლოგიის ცხელების ან სეფსისზე საეჭვო დიაგნოზით შემოსულ პაციენტებიდან საბოლოოდ სეფსისის დიაგნოზი უდასტურდება მხოლოდ 1/4 –ს, ნახევარს აქვს ჩირქოვან-ანთებითი ან გენერალიზებული ინფექციური დაავადებები, დანარჩენს კი სხვა დაავადებები და დროულად გადაეცემათ შესაბამის სპეციალისტებს

კომენტარები

user avatar servisebi.ge