სანნი
სანნი
გახსნა/დახურვა
გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
ნეირორეაბილიტაცია, ორთორეაბილიტაცია, ბავშთა და ზრდასრულთა გამაჯანსაღებელი პროცედურები
სარეაბილიტაციო ცენტრი ”სანნი” დაფუძნდა ქ. თბილისში 2010 წელს. ცენტრში მუშაობენ უკრაინიდან მოწვეული მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები, რომლებსაც გააჩნიათ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება წამყვან სარეაბილიტაციო კლინიკებში.
ცენტრის ფუნქციონირებას საფუძვლად უდევს რეაბილიტაციის კლასიკური მეთოდების გამოყენება. აღნიშნული მეთოდები გამოიყენება შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:
1.ცერებრალური დამბლა (ყველა ფორმა, მათ შორის სპასტიური მონოპარეზი, პარაპარეზი, ჰემიპარეზი, ტეტრაპარეზი, ატონიურ-ასტატიკური, შერეული, ჰიპერკინეტიკური ფორმა და სხვა)
2.მოტორული განვითარების შეფერხება ადრეული ასაკის ბავშვებში
3.გადატანილი ქალა-ტვინის ტრავმების,ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები და ნეიროინფექციების ნარჩენი მოვლენების შემდგომ პერიოდში
4.სახსრების მოძრაობის შეზღუდვა (კონტრაქტურა, არტრიტი, არტროზი, არტროგრიპოზი)
5.ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი გამოხატული კუნთოვანი დაჭიმულობის სინდრომებით, ტკივილის, მოძრაობის და სისხლძარღვოვანი დარღვევებით
6.I-II ხარისხის სკოლიოზი
7.პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (პარეზები, პლექსიტები და სხვა).
რეაბილიტაციის პროგრამა გათვალისწინებულია 12 დღიან მკურნალობის კურსზე და მოიცავს შემდეგ პროცედურებს: სამკურნალო ფიზკულტურის ინდივიდუალურად შემუშავებული პროგრამა, მექანოთერაპია, კიდურების სახსრების პასიური დამუშავება, სამკურნალო მასაჟის ინდივიდუალურად შემუშავებული სქემა, ფიზიოთერაპია (ოზოკერიტომკურნალობა). ასევე ჩვენ ცენტრში ტარდება რეგულარული სამკურნალო ფიზკულტურის ვარჯიშები და ინდივიდუალური მასაჟის კურსები.
კურსის განმავლობაში ყოველ პაციენტს უტარდება სისტემატური ვიდეოკონტროლი დადებითი დინამიკის შემდგომი ანალიზისათვის.
მკურნალობა
1.სამკურნალო ფიზკულტურის ინდივიდუალურად შემუშავებული პროგრამა.
ეს პროგრამა მიმართულია არსებითი ფუნქციების დასახვეწად და ახალი მოტორული ფუნქციების ფორმირებაზე, მნიშვნელოვანი ყოველდღიური უნარჩვევების დაუფლებაზე. შედეგად უმჯობესდება მოძრაობა, ხდება კუნთოვან-სახსროვანი აპარატის გამაგრება, იზრდება პაციენტების შინაგანი მოტივაცია. პროგრამა ეყრდნობა კინეზოთერაპიის კლასიკური მეთოდებით მკურნალობას პაციენტის მდგომარეობის, ფსიქონევროლოგიური სტატუსის და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. პაციენტის მოძრაობითი შესაძლებლობების გააქტიურება ხორციელდება ეტაპობრივად პერიფერიიდან ცენტრის მიმართულებით. ახალი მოტორული ფუნქციების ათვისება ხორციელდება შემდეგი პრინციპის მეშვეობით: ”პასიურიდან პასიურ-აქტიურის გავლით აქტიური მოძრაობებისაკენ”. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება მოძრაობის სწორ შესრულებას. ეფექტური რეაბილიტაციისთვის აუცილებელია რეჟიმის გაგრძელება სახლის პირობებში რეკომენდირებული ვარჯიშების კომპლექსის გამოყენებით. აღნიშნული მიზნით მშობლები იღებენ მონაწილეობას სამკურნალო ფიზკულტურის პროგრამაში და ითვისებენ საჭირო ვარჯიშების კომპლექსს.
ფიზკულტურის ინდივიდუალურად შემუშავებულ პროგრამაში შედის მექანოთერაპია და კიდურების სახსრების პასიური დამუშავება
• მექანოთერაპია
მექანოთერაპია - ვარჯიშებით მკურნალობა, რომელიც სრულდება სპეციალური მოწყობილობებით. მექანოთერაპიის დანიშნულებაა იმოქმედოს ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გარკვეულ ფუნქციებზე. მექანოთერაპია წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში.
სპეციალური ტრენაჟორების მეშვეობით ხორციელდება შესუსტებული ან მკვეთრად შეზღუდული სხეულის მოძრაობების აღდგენა.
• კიდურების სახსრების პასიური დამუშავება
კიდურების სახსრების პასიური დამუშავება არის მიმართული მოძრაობის გაუმჯობესებისაკენ, სახსრებში ამპლიტუდის და მოძრაობის სიჩქარის გაზრდისაკენ, სახსროვან-კუნთოვანი დისბალანსის კორექციისაკენ, სახსრებში ტროფიკის გაძლიერებისკენ. ცნობილია, რომ ტონუსის დარღვევა კუნთებში (ზოგიერთში სპასტიკა, ზოგში-ჰიპოტონია)იწვევს კიდურების სახსრებში ფუნქციონალური ბლოკადების გაჩენას. ქსოვილებში იზრდება დისტროფიული ცვლილებები, უარესდება მათი კვება, რაც იწვევს დაზიანებული კუნთების დამოკლებას. დასაწყისისათვის სახსრებში ჩნდება ფუნქციონალური კონტრაქტურები , რომელიც შეიძლება აღმოიფხვრას აქტიური მკურნალობის პროცესში, ხოლო მძიმე შემთხვევაში - ორგანული, როცა სახსარი საერთოდ არ მოძრაობს.დასაწყისში მუშავდება მსხვილი სახსრები (ფეხებზე მენჯ-ბარძაყის, მუხლების; ხელებზე - მხრების და იდაყვის) ხოლო შემდეგ ტერფისა და მტევნის წვრილი სახსრები. გამოიყენება კლასიკური მეთოდი , რომელიც ხელს უწყობს სახსრის მსუბუქად გამოყვანას პასიური მდგომარეობიდან,მასზე გარკვეული დატვირთვის ზემოქმედებით.
2.მანუალური თერაპია
მანუალური თერაპია არის მკურნალობის ძველთაძველი მეთოდი, რომელიც მიმართულია ხერხემალში, სახსრებში და კუნთოვან აპარატში პათოლოგიური გამოვლინების კორექციაზე და ლიკვიდაციაზე. თანამედროვე მანუალურ თერაპიაში ძირითადად გამოიყენება სახსროვანი და რბილი ტექნიკები. თავდაპირველად მანუალური თერაპევტი მოქმედებს საყრდენ - მამოძრავებელ აპარატზე ფუნქციის დარღვევის და შესაძლო ბლოკების ლიკვიდაციის, ასევე რბილი ქსოვილების მოდუნების და ორგანიზმის სისტემების სწორ რიტმში მუშაობის მიზნით. ამის ხარჯზე უმჯობესდება ორგანოების სისხლით მომარაგება,ნივთიერებათა ცვლა, აღსდგება შინაგანი ორგანოების მუშაობა, სახსრების ბუნებრივი მდგომარეობა, ხდება ზემოქმედება კუნთების გარკვეულ ჯგუფზე, იწყება ორგანიზმის საერთო გამოჯანმრთელება და წყდება რეაბილიტაციის ძირითადი ამოცანები.
3. სამკურნალო მასაჟის ინდივიდუალურად გამომუშავებული სქემა
სამკურნალო მასაჟის ინდივიდუალურად შემუშავებული სქემა, რომელიც მოიცავს კლასიკური, სეგმენტარულ-რეფლექტორული, წერტილოვანი და პერიოსტალური მასაჟის ხერხებს, პოსტიზომეტრიული რელაქსაციის ელემენტებით. სამკურნალო მასაჟი ტარდება ინდივიდუალურად შერჩეულ რელაქსაციურ მდგომარეობასა და პოზაში. ჰიპოტონური, უმოქმედო კუნთების აქტივაციისთვის გამოიყენება მატონიზირებელი მასაჟი.
4.ფიზიოთერაპია (ოზოკერიტომკურნალობა)
ფიზიოთერაპია (ოზოკერიტომკურნალობა) - ოზოკერიტომკურნალობა გამოიყენება კურორტებსა და კლინიკებში, ფიზიოთერაპევტულ განყოფილებებში. ოზოკერიტი არის ნავთობის ბითუმების ჯგუფის მინერალი,რომელიც გვაგონებს ვოსკს. შეიცავს 85% ნახშირწყლებს და 14% წყალბადს, აგრეთვე ცერეზინს , პარაფინს , ნავთობპროდუქტებს, მინერალურ ზეთებს, რომლებსაც გააჩნიათ სამკურნალო თვისებები. რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე (60-70Cმდე )ისე, რომ არ გამოიწვიოს დამწვრობა. ახასიათებს მაღალი სითბოს შენარჩუნება, მინიმალური სითბოს გამტარობა და შენელებული სითბოს გაცემა. ზემოქმედებს ორგანიზმზე ტემპერატურული, ქიმიური და მექანიკური ფაქტორების გამო. ოზოკერიტს აქვს თვისება შემცირდეს მოცულობაში 10-12%ით, რაც იწვევს ქსოვილების მსუბუქ შევიწროვებას. ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას. მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანტისპასტიური საშუალება. დადგენილია , რომ ოზოკერიტით მკურნალობა უფრო ეფექტურია ,ვიდრე პარაფინომკურნალობა. ოზოკერიტომკურნალობა აქტიურად გამოიყენება ნეირორეაბილიტაციაში.
პაციენტებისათვის
ჩვენებები
1.ცერებრალური დამბლა (ყველა ფორმა, მათ შორის სპასტიკური მონოპარეზი,პარაპარეზი,ჰემიპარეზი,ტეტრაპარეზი,ატონიურ-ასტატიკური,შერეული, ჰიპერკინეტიკური ფორმა და სხვა)
2.მოტორული განვითარების შეფერხება ადრეული ასაკის ბავშვებში
3.გადატანილი ქალა-ტვინის ტრავმების,ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები და ნეიროინფექციების ნარჩენი მოვლენების პერიოდში
4.სახსრების მოძრაობის შეზღუდვა(კონტრაქტურა, არტრიტი, არტროზი,არტროგრიპოზი)
5.ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი გამოხატული კუნთოვან-ტონური სინდრომებით, ტკივილის, მოძრაობის და სისხლძარღვოვანი დარღვევებით
6.I-II ხარისხის სკოლიოზი
7.პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (პარეზები, პლექსიტები და სხვა)
უკუჩვენებები
1.ხერხემლის და ცენტრალური ნერვული სისტემის თანდაყოლილი განვითარების ანომალიები
2.ხერხემლის არასტაბილურობის მძიმე ფორმები (სპონდილოლისტეზის II-III ხარისხი), ძვლების გამოხატული ოსტეოპაროზი
3.ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და ინფექციური დაავადებების მწვავე და ქვემწვავე პერიოდი
4.გადატანილი ქალა-ტვინის ტრავმების, ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები მწვავე და ქვემწვავე პერიოდში
5.ცენტრალური ნერვული სისტემის უხეში ორგანული დარღვევები, ჰიდროცეფალია დეკომპენსაციის სტადიაში, გამოხატული კრუნჩხვითი სინდრომი, ეპისტატუსი ანამნეზში და გამოხატული ფსიქოორგანული სინდრომი
6.ხერხემლის ტრავმები, თავის და ზურგისტვინის სიმსივნე, ხერხემლის ანთებითი დაავადებები, პოსტოპერაციული ჩარევების შემდგომი მდგომარეობა
7.შინაგანი ორგანოების დაავადებები მწვავე პერიოდში და დეკომპენსირებულ მდგომარეობაში
8.გამოხატული ფსიქიური დარღვევები
9.შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.
სარეაბილიტაციო პროცედურების დანიშვნა ხდება ინდივიდუალურად ჩვენი ცენტრის სპეციალისტების მიერ.
ცერებრალური დამბლა
ცერებრალური დამბლა გამოწვეულია თავის ტვინის დაზიანებით, რომელიც ვლინდება ადრეულ ასაკში და ახასიათებს მოძრაობების შეზღუდვა: დამბლა, კუნთების სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა, უნებლიე მოძრაობები. ცერებრალური დამბლის დროს თავის ტვინში არსებული დაზიანებები აისახება კიდურების , თავის, კისრის ან სხეულის კუნთების ნორმალური აქტიურობის დარღვევაში. სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია თავის ტვინის დაზიანების ხარისხზე და მერყეობს სუსტი, მცირედ გამოხატულიდან ძალიან მძიმე მდგომარეობამდე. ცერებრალურ დამბლას შეიძლება თან ახლდეს ეპილეპსიური გულყრები, ინტელექტუალური განვითარებისა და მეტყველების დარღვევები. ხანდახან თან ახლავს მხედველობის და სმენის დაქვეითება. ცდ-ით დაავადებული ბავშვები ხშირად ტოვებენ ინტელექტუალურად შეზღუდულის შთაბეჭდილებას, რაც ყოველთვის არ შეესაბამება სინამდვილეს. დაავადება არ გადადის მემკვიდრეობით, არ პროგრესირებს და არის სტატიური. ცერებრალური დამბლა არ არის პაციენტის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი,მაგრამ მოქმედებს ცხოვრების ხანგრძლივობაზე. მკურნალობის სპეციფიური თერაპია არ არსებობს.
ცერებრალური დამბლის გამომწვევი მიზეზები.
ცერებრალური დამბლის მსგავსი მდგომარეობა შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში ინფექციური დაავადებების, ინსულტის ან თავის ქალის ტრავმის შემთხვევაში. ბავშვებში, ცერებრალური დამბლა გამოწვეულია თავის ტვინის დაზიანებით ან ტრამვით მუცლად ყოფნის დროს , მშობიარობის ან ბავშვის დაბადებისთანავე. ხშირ შემთხვევაში ზუსტი მიზეზი რჩება დაუდგენელი. ძირითადი ფაქტორი ნაყოფის თავის ტვინის დაზიანება პრენატალურ პერიოდში, რჩება ინფექციები, ტოქსიკოზი, დედისა და ახალშობილის ჯგუფისა და რეზუსის შეუთავსებლობა. ცდ ხშირ შემთხვევაში შეიძლება გამოწვეული იყოს ნაადრევი მშობიარობით, ახალშობილის ასფიქსიით და სამშობიარო ტრავმით. ახალშობილის ძალიან მცირე წონის (დღენაკლულობა) დროს დაავადების განვითარების საშიშროება დიდია. მშობიარობის შემდგომ თავის ტვინის დაზიანების მიზეზი შეიძლება იყოს თავის ქალის ტრავმა ან ინფექცია,მაგალითათ მენენგიტი.
ფორმები.
ცერებრალური დამბლის კლასიფიკაცია ხდება იმისდა მიხედვით, თუ რამდენადაა დარღვეული მოძრაობის ფუნქციები და რამდენად არის გავრცელებული ეს დარღვევები. გამოყოფენ მოძრაობის დარღვევის ხუთ ტიპს: 1) სპასტიური-კუნთების ტონუსის მომატება,რომლის გამოვლინებაც მცირდება განმეორებითი მოძრაობებით; .2) ატეტოზი-მუდმივი უნებლიე მოძრაობები; 3) რიგიდული-მკვრივი,დაჭიმული კუნთები, რომელიც მუდმივად ეწინააღმდეგება პასიურ მოძრაობებს; 4) ატაქსია-წონასწორობის დარღვევა ხშირი წაქცევებით; 5) კიდურების (კანკალი) ტრემორი . დაახლოებით დაავადების 85% შეადგენს სპასტიური ან ატეტოიდური ტიპის დარღვევები.სიმპტომების ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ შემდეგ ფორმებს: მონოპარეზი (ერთი კიდურის ჩათრევით): ჰემიპარეზი ( სხეულის ერთი მხარის ზედა და ქვედა კიდურის მთლიანი ან ნაწილობრივი ჩათრევით): პარაპარეზი (ზედა ორივე ან ქვედა ორივე კიდურის ჩათრევით); ტეტრაპარეზი ( ოთხივე კიდურის ნაწილობრივი ან მთლიანი ჩათრევით); ატონიურ-ასტატისებური ფორმა (სხეულის დამოურჩილებლობა); შერეული, ჰიპერკინეტიკური ფორმა და სხვა.
მკურნალობა.
მშობლებმა , რომელთა შვილებიც დაავადებულები არიან ცერებრალურ დამბლით, არასოდეს არ უნდა ჩამოუშვან ხელები.თანამედროვე მედიცინის დახმარებით და სათანადო სარეაბილიტაციო პროცედურების ჩატარებით, შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ბავშვებს ენიშნებათ სამკურნალო მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია და სხვა აუცილებელი სარეაბილიტაციო პროცედურები და მკურნალობა. მკურნალობა ხანგრძლივია და საჭიროებს ბავშვთან მუდმივ მუშაობას
კომენტარები