ეს ემ ოუ ფარმინა
SMO-Pharmina არის ლიდერი კლინიკური კვლევების მართვის ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს კვლევითი ცენტრების, მკვლევარებისა და პაციენტების ეფექტურ იდენტიფიცირებას, რაც რადიკალურად ზრდის კლინიკური კვლევების ეფექტიანობასა და ახალი მედიკამენტების ხელმისაწვდომობას.
2000 წლიდან საქართველოში დაიწყო სამედიცინოს სისტემის რეორგანიზაცია და შეიქმნა მრავალი მონოპროფილური კლინიკა, რომელთა რიცხვმაც 2010 წლისთვის გადააჭარბა 200-ს. დადგა საჭიროება შექმნილიყო ორგანიზაცია, რომელიც კვლევით ცენტრებს დაეხმარებოდა GCP სტანდარტის, ხარისხის კონტროლის სისტემების და კვლევის კოორდინატორის პროფესიის დანერგვაში.
შპს SMO-Pharmina დაარსდა 2006 წელს. 2006 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია საიტებს თავაზობს კვალიფიციური კვლევის კოორდინატორების დახმარებას, ტექნიკურ მხარდაჭერას, ფარმაცევტული საწყობის და არქივის მომსახურებას.
2008 წლიდან კომპანიის სერვისებს შეემატა კლინიკური ლაბორატორია. კომპანიამ მოიპოვა ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001:2000.
2010 წელს SMO-Pharmina-ს მართვის ქვეშ მყოფ კლინიკურ კვლევაში მონაწილე 2 ცენტრს ჩაუტარდა FDA ინსპექცია, რის შემდგომაც არ გაცემულა ფორმა 483.
2011-2012 წლებში კომპანიის სერვისებს შეემატა პროექტის მენეჯმენტის, მარეგულირებელთან ურთიერთობის და კვლევითი ცენტრების მონიტორინგის სერვისები. კომპანიამ მოიპოვა ISO 9001:2008.
2014 წელს მოხდა საწყობის და არქივის მოდერნიზაცია, გაიზარდა პარტნიორი კლინიკების რაოდენობა და დაემატა ახალი რეგიონული კვლევითი ცენტრები.
2015 წელს განახლდა ხარისხის მენეჯმენტის სისტემა
2017 წელს დაიწყო მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც მომხმარებელს თავაზობს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს. კომპანიამ მოიპოვა ISO 9001:2015.
11 წლის განმავლობაში ორგაიზაციის ბაზაზე მომზადდა კლინიკური კვლევების 35 სპეციალისტი, რომელთა დიდი ნაწილიც ამჟამად მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში მონიტორის, წამყვანი მონიტორის ან პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე
კომენტარები