Meds.ge » კლინიკები » ჯორჯიან დენტალ გრუპ თბილისი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ჯორჯიან დენტალ გრუპ თბილისი

მდებარეობა
map pin თბილისი, ბახტრიონის ქ. 24
$ENTRY_TITLE$
ჯორჯიან დენტალ გრუპ თბილისი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

2016 წლის 15 ივლისს შპს „ჯორჯიან დენტალ გრუპ თბილისის” წარმომადგენელმა ვასილ ნადირაძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ჯორჯიან დენტალ გრუპ თბილისის” (ს/კ 205223998) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ . განმცხადებლის მითითებით, საწარმო არ ფუნქციონირებს. შპს „ჯორჯიან დენტალ გრუპ თბილისის” ერთადერთი კრედიტორია მირანდა მენაბდიშვილი, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 3 500 ლარს. საწარმოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არ გააჩნია დავალიანება, ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხება ზედმეტობა 643,69 ლარის ოდენობით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 ივნისის ცნობის მიხედვით შპს „ჯორჯიან დენტალ გრუპ თბილისის” სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება. ხოლო სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 ივნისის ცნობის მიხედვით, შპს „ჯორჯიან დენტალ გრუპ თბილისის” სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის. ორგანიზაციას ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში’’, რომელზეც რიცხული საბოლოო ნაშთი ნულის ტოლია, ხოლო სს „პროკრედიტ ბანკში’’ გახსნილი ანგარიში დახურულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივლისის განჩინებით შპს „ჯორჯიან დენტალ გრუპ თბილისის” განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „ჯორჯიან დენტალ გრუპ თბილისს” არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ”ჯორჯიან დენტალ გრუპ თბილისის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივლისის განჩინება – გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 28 ივლისს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „ჯორჯიან დენტალ გრუპ თბილისი” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „ჯორჯიან დენტალ გრუპ თბილისის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით

კომენტარები

user avatar servisebi.ge