გერმანული ჰოსპიტალი
გერმანული ჰოსპიტალი
გახსნა/დახურვა
გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
მრავალპროფილური გერმანული სტანდარტის მოზრდილთა და ბავშვთა კლინიკა
კლინიკაში მომსახურებას გაგიწევენ უმაღლესი რანგის გერმანელი და ქართველი სპეციალისტები. ჰოსპიტალი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრითა და თანამედროვე სტანდარტების აპარატებით. ჰოსპიტალი 8 სართულიანია და გათვლილია 120 საწოლზე.
კლინიკა გთავაზობთ განსხვავებულ, თანამედროვე კონცეფციას: კვალიფიციური გერმანული ხარისხის სამედიცინო დახმარება საუკეთესო მომსახურებასთან ერთად. მათი მიზანია შეამცირონ იმ პაციენტების ნაკადი, რომლებიც მიდიან სამკურნალოდ საზღვარგარეთ და გაუწიონ მათ ანალოგიური ხარისხის სამედიცინო მომსახურება თბილისში ქართველ და გერმანელ ექიმებთან ერთად.
კომენტარები